ღმერთი

ღმერთი

вторник, 22 апреля 2014 г.

არსებობს ბუნებრივი მოწყინება უძლურებისაგან, და

არსებობს მოწყინება ეშმაკისაგან. თუკი მათი გარჩევა გსურს, ასე გაარჩიე: ეშმაკისეული (მოწყინება) მოდის მანამდე, სანამ დასვენების დრო მოგივა. როცა კაცი რაიმეს კეთებას დაიწყებს, მოწყინება საქმის მესამედის ან მეოთხედის აღსრულებამდე მოვა, აიძულებს საქმის მიტოვებასა და წამოდგომას. ამ დროს მას არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვილოცოთ და საქმე მოთმინებით გავაგრძელოთ. მტერი (ეშმაკი) დაინახავს, რომ მოწყინების გამო ვლოცულობთ და შეწყვეტს ბრძოლას, რამეთუ მას არ სურს ლოცვისთვის მიზეზის მოცემა. ხოლო ბუნებრივი მოწყინება მაშინ მოდის, როდესაც კაცი თავის ძალებზე აღმატებულად შრომობს და თავს აიძულებს კიდევ მეტი იშრომოს. ასე წარმოიშვება ბუნებრივი მოწყინება სხეულის უძლურებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალები გამოვცადოთ და სხეული მოვასვენოთ, ღმრთის შიშით.



წმ. ბარსანუფი დიდი




Комментариев нет:

Отправить комментарий