ღმერთი

ღმერთი

четверг, 3 апреля 2014 г.

უფლის მკვლელი იმპერია.(რომის იმპერია არ განმეორდება)

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე

1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm


ოთხი მხეციდან სამი ცოცხალი დარჩა.  ეს თუ ბოლო სასამართლო იყო, სამი მხეცი(რომლებიც ძალაწართმეულნი კი არიან, მაგრამ  კვლავ მხეცებად რჩებიან) რატომ დატოვეს? ანუ, თუ უფალი მეოთხე მხეცის განადგურების მერე მოვიდოდა , რაც ნიშნავდა რომ მსოფლიოში ათასი წელი მაინც  დამყარდებოდა მშვიდობა, (არ მოხდება ომები, ქრისტიანთა მოკვლა, საერთოდ მკვლელობა არ იქნება)მაშინ იოანე წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება რა საჭირო იყო?

თუ, დანიელის ხილვა  ,,ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი’’ქრისტეს მოსვლას ნიშნავდა რომის იმპერიის ხანაში და რომის იმპერია მომავალში მართლა სამუდამოდ დაეცა,რომის იმპერიის შემდეგ რატომ ხდებოდა ქრისტიანთა მოკვლა, იოანეს ხილული მხეცის შემადგენელი მხეცები რატომ არიან დანიელის ხილული ცოცხლად დატოვებული მხეცების იდენტურები?

,,2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.’’
ან მხეცს რატომ აქვს შვიდი თავი, (ვინ არიან ისინი).რომის იმპერიის შემდგომ ქრისტიანთა მკვლელი იმპერიები არ ჩავთვალოთ მხეცებად ? როგორ არ ჩავთავლოთ როცა გამოცხადებაში წერია;
,,6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.’’

ისლამური იმპერიების (რომლებიც ტერიტორიულად მაინც ყოფილი ლომისა და დათვის ტერიტორიაზე მდებარეობდნენ, შეიცავდნენ იგივე ტერიტორიებს) დროს არ არსებობდა ათეისტური ესესერი , მაგრამ მომავალში ქრისტიანებისთვის ორმაგი მახე იყო ათეიზმი და ისლამი, შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ რომ ეს ერთდროული საშიშროება(ანტიქრისტიანული) რაღაც დროით(70 წელი. როცა ისლამური იმპერიები უკვე არ არსებობდნენ მაგრამ რელიგია ისლამი სხვა რელიგიებისადმი აგრესიული რელიგიაა, პარალელურად კი რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიაში ათეიზმი გამოცხადდა) ნიშნავს იოანეს ხილულ მხეცს რომელის სხვადასხვა  მხეცის ნიშნით არის.?

მაგრამ, ისინი არ იყვნენ მსოფლიო მმართველები არც ერთად და არც ცალცალკე და
რაც მთავარია, სსრკს დაშლის შემდეგაც ხდება ქრისტიანთა კვლა.ესეიგი, მერვე მხეცად არც სსრკ და არც ისლამი არ შეიძლება მივიჩნიოთ.

თუ, სამ ცხოველს ძალაუფლება წაერთვა სამუდამოდ(დანიელის ხილვაში) და ისინი მხოლოდ ცოცხლები დარჩნენ, მათი ნაერთი ბოლო მხეცი რატომ არის ყველაზე უძლიერესი, მსოფლიო მპყრობელი?


ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთისა და რომის იმპერიები.

ისლამური იმპერიები(ორი რომელიღაც) და ესესერი.

შვიდი თავი.

ათი რქა გადაწყვეტს მეფობა მისცენ აქედან(შვიდიდან) სამის ნაერთს, ანუ, იმას ვინც იყო ლომი, ავაზა, დათვი.
რომის იმპერია არასოდეს არ განმეორდება , თუმცა ათი რქიდან ერთერთი წარმომადგენელი რომი(არა იმპერია) რომ იყოს ეს მოსალოდნელია.

ბაბილონი , მიდია-სპარსეთი, საბერძნეთის და რომის იმპერიები იყვნენ კერპთაყვანისმცემლები, მაგრამ ქრისტიანების პირველი მკვლელი იყო რომი. მას შემდეგ ქრისტიანების მკვლელი იყვნენ მუსულმანური იმპერიები და ესესერი.


რომის იმპერია სამუდამოდ განადგურდა და ეს ბუნებრივია, რადგან ის თვით უფლის მკვლელი იმპერიაა. 

შემდგომი იმპერიები იყვნენ ქრისტიანების მკვლელები , მაგრამ რომის(იმპერიის) ცოდვა უდიდესია, ესეიგი ბოლო იმპერია რომელიც სამი მხეცის ნაერთია თავის ცოდვით უნდა გაუტოლდეს რომის ცოდვებს_ანუ, უფლის სამუდამო მოკვლა იქნება მათი გეგმა(წერია კიდეც უფალს გამოუცხადებს ომს)ეს რათქმა უნდა სატანური გეგმაა და მას თვით უფალი უნდა დაუპირისპირდეს. ეს იქნება ბოლო ომი, რომელიც მხეცის განადგურებით დასრულდება.




Комментариев нет:

Отправить комментарий