ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 апреля 2017 г.

მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი სექტად გარდაიქმნება


ინტერვიუ პერგამოსის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან
საუბარი შედგა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ქ. ესექსში (დიდი ბრიტანეთი) წმ. ფილარეტის ინსტიტუტის სტუდენტებისა და პედაგოგების სტუმრობისას.
მეუფეო,  ძალიან მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით. რითი მიიქცია თქვენი ყურადღება ამ მონასტერმა? თქვენი შეხედულებიდან რა არის უფრო მეტად აქტუალური  და მოთხოვნადი დღევანდელ  ქრისტიანულ სამყაროში  წმინდა სილუან ათონელის და არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) საღვთისმეტყველო და სულიერი გამოცდილებიდან?
მე ვიცნობდი მამა სოფრონს. მე  მასში ორი ძირითადი ხაზი აღმოვაჩინე, რომელიც ჩემი შეხედულებით ძალიან მნიშვნელოვანია. მამა სოფრონი საზრდოობდა ღრმა ათონური მონაზვნობის გამოცდილებიდან და ძალიან კარგად იცნობდა ამ ტრადიციას, ამოდიოდა ისიქასტებიდან, წმინდა გრიგოლ პალამადან. იმავდროულად მას ჰქონდა ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნა და ინტერესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ქონდა არა უბრალო მოწიწებული დამოკიდებულება სულიერებასთან, არამედ ცოცხალი საღვთისმეტყველო აზროვნება, რომელიც ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მე მასში  ჩემი სულიერი მოძღვარი ვიპოვე.  ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი, როდესაც მას შევხვდი. დიდი მადლიერი ვარ მისი სულიერი მხარდაჭერის, სწორედ მან გადამაწყვეტინა მიმეღო მსოფლიო საპატრიარქოს შეთავაზება გავმხდარიყავი  კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი.
მე ვფიქრობ, რომ ამ მონასტერში შეგიძლია შეხვდე მონასტრულ ტრადიციას, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ღვთისმეტყველებას და აქვე იზრდება საღვთისმეტყველო აზროვნებაც. ამდენად ის მდებარეობს დასავლური სამყაროს გულში, სადაც მართლმადიდებლობის მსგავსი მოწმობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
ორი ძირითადი საშიშროება, რომელსაც აწყდება თანამედროვე ქრისტიანული სამყარო, ეს არის სეკულარიზმი დასავლეთში და ფუნდამენტალიზმი აღმოსავლეთში. რა გზით შეიძლება ამ საშიშროებასთან დაპირისპირება, განსაკუთრებით კი ფუნდამენტალიზმთან, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხვდებით, მაგალითად რუსეთში?
დიახ, თქვენ ძალიან სწორად დასვით პრობლემა. ეს ორი პრობლემა და საშიშროებაა დღევანდელი მართლმადიდებლობისათვის. ქრისტიანობისათვის საერთო ჯამში ეს არის სეკულარიზმი, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ეს ფუნდამენტალიზმია. ფუნდამენტალიზმთან არცთუ მარტივია გამკლავება. ვფიქრობ, ერთადერთი საშუალება ამ საშიშროებასთან დაპირისპირების არის გავაგრძელოთ ის საქმიანობა,რაც დღეს  ჩვენ მოვალენი ვართ ვაკეთოთ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა და სრული იგნორირება გავუწიოთ  ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს. მე ვგრძნობ, რომ ეს მოძარობა დროთა განმავლობაში რაღაც სახის სექტად გარდაიქცევა და შეწყვეტს იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. ეს გაგრძელდება მარტო იმიტომ რომ ფუნდამენტალისტები გამოეყოფიან ოფიციალურ ეკლესიას, ან თუნდაც იმიტომ რომ ოფიციალური ეკლესია იქნება იძულებული გაემიჯნოს ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს. ვფიქრობ, რომ არსებული მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.  აქ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, მხოლოდ ერთის გარდა – გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, შევუწყოთ ხელი იმას, რომ მდიდარი მართლმადიდებლური ტრადიცია გახდეს უფრო ღია დანარჩენი მსოფლიოსათვის. ასევე უნდა შევევედროთ უფალს, რათა ჩაერიოს ამ მდგომარეობაში, რათა ეკლესიაში არ მოხდეს განხეთქილება, ვინაიდან  ასეთი საშიშროებაც არსებობს.
რათა ეკლესია დაუპირისპირდეს ფუნდამენტალიზმს, მან  უნდა წარმოაჩინოს თავისი ევქარისტიული არსი. როგორ ვაქციოთ თანაზიარების გამოცდილება, რომელსაც ჩვენ  ვიღებთ ევქარისტიაში, რეალობად მთელი ქრისტიანული სიცოცხლის მანძილზე?
დიახ, მე ვფიქრობ რომ ევქარისტიულმა გამოცდილებამ შეიძლება მოგვცეს პასუხები ყველა არცთუ მარტივ კითხვებზე, რომელსაც სვამს არა მხოლოდ კაცობრიობის ყოფა, ასევე კულტურა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუკი მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნებს და გაავრცელებს ამ ევქარისტიულ გამოცდილებას, ვფიქრობ რომ ამას გავლენა ექნება მთელ ჩვენ გარშემო არსებულ კულტურულ გარემოზე. თანამედროვე ადამიანები  ძალიან საჭიროებენ ამ კულტურულ ზეგავლენას დასავლეთში.
წმინდა სილუანი საუბრობდა იმაზე, რომ ქრისტესადმი სიყვარული გვთავაზობს ამსოფლიდან გასვლას. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები მოწოდებულები არიან გარდაქმნან მსოფლიო და ასევე იყვნენ მასზე პასუხისმგებლები. როგორ შეიძლება დავაკავშიროთ საეკლესიო ცხოვრების ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს?
ყველას არ შეუძლია წავიდეს მონასტერში, ვიღაც მოწოდებულია იცხოვროს ერში. მაგრამ, როგორც სწამდა მამა სოფრონის,  მონასტრული გამოცდილებათაც შეიძლება ცხოვრობდე ამსოფლიოში. ამიტომ მონასტრულ ცხოვრებასა და ქრისტიანი ერისკაცის ცხოვრებას შორის  არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა. მონაზონის და ერისკაცის სულიერი ბრძოლა ამსოფლიოში სხვადასხვაგვარია, მაგრამ არის რაღაც რასაც ჩვენ ვუწოდებთ ეთიკურ ღირებულებებს – რომელიც საერთოა ყველა ქრისტიანისათვის. მაგალითად, ჩვენ ვებრძვით პირად ეგოიზმს, უფრო მეტიც ეს საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის რათა იყო ქრისტიანი, არამედ რათა საერთოდ იარსებო. ეს რათქმაუნდა,  წინააღმდეგობაში მოდის დღევანდელ მსოფლიო ღირებულებებთან, განსაკუთრებით კი სეკულარულ ღირებულებებთან. მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულები არიან იცხოვრონ ამსოფლიოში სხვა ღირებულებებით, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. მაგალითად, მთავარი პრობლემა დასავლურ კულტურაში – უკიდურესი ინდივიდუალიზმია. ბერ-მონაზვნობა თავისი ავთენტური სულით (რამდენადაც არის მონაზვნური ტრადიციები, მსგავს ავთენტურ სულიერებას მოკლებული) უპირისპირდება უკიდურეს ინდივიდუალიზმს და კვებავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ევქარისტიული გამოცდილება -ეს არის მთავარი, რომელიც დაეხმარება მართლმადიდებელ ქრისტიანს, მცხოვრებს თანამედროვე მსოფლიოში, რამდენადაც ის ატარებს თავისთავში დიალოგის(ურთიერთობის) გამოცდილებას და ეწინააღმდეგება ინდივიდუალიზმს.  სწორედ ამ გამოცდილებით უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის მოწმობა დასავლურ სამყაროში. ვინაიდან მათი ღირებულება ხშირად უკიდურესად ინდივიდუალისტურია, ხოლო ჩვენ უნდა დავანახოთ მათ სხვა ღირებულებები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ჩვენთვისაც, რამდენადაც ჩვენი ინსტიტუტის  ერთერთი პრინციპი და  საფუძველიც ეს არის.უკიდურესი  ინდივიდუალიზმის ფორმის გადალახვა, შემდგომი ეტაპი კი  დიალოგის და ურთიერთობის ატმოსფეროს შექმნაა . ეს არც ისე ადვილია დღევანდელ რუსეთში, ვინაიდან ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთის, არ აქვთ ნდობა და  მათი გაერთიანება  არც ისე ადვილია თვით ეკლესიაშიც კი. რამდენადაც კომუნიზმის სული კვლავაც ცხოვრობს ხალხში.
მე მწამს, რომ ეს უმთავრესია, ვიდრე მარტივად გაკეთდეს აქცენტი რომელიმე მორალურ ღირებულებაზე და აკრიტიკო საზოგადოება თანამედროვე ღირებულებების გამო -ეს უკანაკსნელი არაფრის მომცემია (აზრს მოკლებულია). მაგრამ შენ თუ სთავაზობ ალტერნატივას, ცხოვრების გზას და სულიერ არსებობას ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოს, მაშინ მინიშნებებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და მის ღირებულებებზე.
ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ უმთავრესში ჩვენი შეხედულებები  საერთოა. რომელ რუს თეოლოგს ანიჭებთ უპირატესობას?
რათქმაუნდა, მე კარგად ვიცნობ რუსულ ემიგრაციულ ღვთისმეტყველებას. მაგრამ მე ასევე დიდ პატივს ვცემ თქვენი ინსტიტუტის მფარველს წმინდა ფილარეტ მოსკოველს. ის იყო გამოჩენილი ღვთისმეტყველი, მისი ქადაგებები ძალიან ღრმაა. ვიმედოვნებ, რომ დღესაც გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, როგორიც ის იყო.
ემიგრაციიდან?
მე ვსწავლობდი მამა გიორგი ფლოროვსკისთან ხუთი თუ ექვსი წელიწადი ჰარვარდში, მან მოახდინა ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა. სრულად ვიზიარებ მის შეხედულებებს და მივიჩნევ მეოცე საუკუნის ბრწყინვალე თეოლოგად. ფლოროვსკის ვიცნობ ყველაზე კარგად, დანარჩენებს წიგნებიდან: ლოსკი, ბულგაკოვი და სხვები. ბულგაკოვს რაღაცეებში არ ვეთანხმები, მაგრამ ის იყო ადამიანი განსაკუთრებული გონებით.
იცნობდით  მამა ალექსანდრე  შმემანს?
მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენ ვიყავით ერთი საღვთისმეტყველო შეხედულებების. ზოგჯერ რასაც მე ვწერ, შემდგომში ვპოულობ მამა ალექსანდრესთან, ზოგჯერ კი თავიდან ამოვიკითხავ რაღაცას მის შრომებში, რაც გავლენას ახდენს ჩემზე. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიდგომა. ბევრი კითხულობს მას რუსეთში?
სხვა ღვთისმეტყველებთან შედარებით რუსეთში ის საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი ინსტიტუტის საღვთისმეტყველო სასწავლო პროგრამაში შმემანი – ერთერთი ცენტრალურია. მაგრამ ზოგიერთები  მასზე ნეგატიურად რეაგირებენ.
ფუნდამენტალისტებს ის არ უყვართ, ეს მართალია. მაგრამ მისი ღვთისმეტყველება ძალიან ღრმაა. მის წიგნებს საბერძნეთში ბევრი კითხულობს, ფლოროვსკის ნაკლებად.
თქვენი წიგნი “Being as Communion“ რომელიც ჩვენმა ინსტიტუტმა გამოსცა რუსულ ენაზე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსული მართლმადიდებლური წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე.
სასიამოვნოა ამის მოსმენა. მე ძალიან მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრით. მე ძლიერ აღფრთოვანებული ვარ, რაც ხდება რუსეთის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო სფეროში. მე მჯერა, რომ ღვთისმეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა მას  დიდი ყურადღება დაეთმოს. რუსეთმა მისცა მსოფლიოს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სტუდენტებიდან გამოჩნდებიან მსგავსი ძლიერი ღვთისმეტყველები.
წყარო: ჟურნალი   КИФА №12(166), სექტემბერი 2013 წ.
ესაუბრნენ იულია ბალაკშინა და  სოფია ანდროსენკო.
რუსულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий