ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 апреля 2017 г.

666 (გაგრძელება.)

666.(II)


6=60=600
6=60
6=600
6=660
6=666

6 არის ადამი.
60 არის ნოე.
6=60.
ადამი, ნოე და აბრაამი თავისი სიწმინდით ერთმანეთის ტოლნი არიან.
და პირიქით,
ადამიდან ნოემდე (წარღვნამდე)კაცობრიობა ყველანაირი ცოდვით დაეცა. მას შემდეგ ახალი არაფერი მომხდარა. წარღვნაც სწორედ ადამიანების სულის თუ სხეულის უკიდურეს დაცემას მოჰყვა. 6=60-ს ნიშნავს, ის ცოდვა რაც მოხდა სამოთხის ბაღში_აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა,თავისი სიმძიმით ტოლია იმისა რაც მოხდა-ხდებოდა შემდეგ ადამიდან ნოემდე. სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის გასინჯვა თავისი სიმძიმით  უდრის კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ ცოდვებს.ანუ, 6=60=600. ის რომ ღმერთმა აბრამი სოდომიდან გამოიყვანა , არ ნიშნავს იმას რომ ეს ცოდვა_მამათმავლობა კაცობრიობის ისტორიაში პირველად სოდომში მოხდა. ეს ცოდვა აუცილებლად იქნებოდა წარღვნამდე. მთელი ცოდვილი კაცობრიობა სახეა ადამის ცოდვისა. ყოველივე მიუღებელი ღვთისთის რაც  ხდებოდა და ხდება მსოფლიოში თავისი  შინაარსით ტოლია ადამის_ პირველი ცოდვის. ადამიანებმა თითქოს ბოროტი ანბანი , ბოროტი სიტყვები,  ანტილექსიკონი შეითვისეს სამოთხის ბაღში. ეს ანბანი, ეს ლექსიკონი ანტიღვთიურია და მას ადამიანისთვის ანტირეაქცია აქვს. თითქოს ადამიანმა ბოროტი თესლი შეიძინა და მისი დათესვა დაიწყო  უნებლიედ თუ ნებით. ადამიანმა ეს ბოროტი თესლი პირველად საკუთარ სხეულზე შეიგრძნო, მას შერცხვა სიშიშვლის. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხე შემცნობი სიკეთისა და ბოროტებისა პირდაპირ კავშირშია  პირთან ,კუჭთან, სასქესო ორგანოსთან. შინაარსით ეს ხე არის კეთილი და ბოროტი ანბანის, კეთილი და ბოროტი თესლის ერთობლივი ადგილსამყოფელი, მაგრამ არა აღრეული. ღმერთმა ადამიანი ისეთი შექმნა რომ მას არაფრის დამატება არ სჭირდებოდა. ადამიანი სრულფასოვანი იყო. მაგრამ როცა ადამიანს იმაზე მეტი მოუნდა რაც ჰქონდა , მის სხეულში თითქოს უარყოფითი , ანტიანბანი, ანტილექსიკონი, ანტისსიტყვები ჩაითესნენ.
მოვიდა კეთილი კაცი დათესა კეთილი თესლი(ხორბალი), მოვიდა ბოროტი კაცი დათესა ბოროტი თესლი(ღვარძლი) ამბობს იესო. თესლი კი სიტყვა არისო. ადამიანი ნიადაგს ჰგავს , რასაც ჩათესავ მასში ის ამოვა. ადამიანი ქაღალდის ფურცელს ჰგავს, რასაც დაწერ მასზე, იმას წაიკითხავ.
ადამიანმა  უვარგისი სიტყვების(თესლი) ლექსიკონი შეიძინა და მისი დათესვა(იდეოლოგია) დაიწყო. ასე იმრავლა ბოროტებამ  და ღმერთი_სიკეთე იძულებული გახდა ადამიანად მოსულიყო , რომ ჭეშმარიტად კეთილი თესლი დაეთესა ,რომელიც თითქოს ჩამკვდარი იყო ადამიანებში. ღმერთი თითქოს იძულებული გახდა ადამიანებისათვის ესწავლებინა ის, რაც ერთ დროს აუკრძალა_კეთილისა და ბოროტის შეცნობა. ჩემი აზრით არცერთ რელიგიას არ ჰყავს ასეთი, ჭეშმარიტად კეთილი მასწავლებელი როგორიც ქრისტეა. ღმერთს ხომ შეეძლო მოსულიყო კაცად, მოეყვანა მიწიერი ქალი და გაეჩინა შვილი. მაგრამ არა, ის მოვიდა როგორც კეთილი სიტყვა,როგორც კეთილი სიტყვის მთესველი, მოძებნა კარგი ნიადაგი(მოციქულები) და დათესა მასზე ჭეშმარიტება. ის არასოდეს არ აურევს კეთილსა და ბოროტს. არ შეალამაზებს სიცრუეს.

666 თავისი შინაარსით არის როგორც კეთილი ასევე ბოროტი ანბანის რიცხვი. არ შეიძლება ღმერთს სძულდეს ანბანის რომელიმე  ასო , ან რომელიმე ციფრი და რიცხვი. ორივე მისი დარსებულია და მასშია. 666 ექვსი არის სიკეთისა და ბოროტების აღრევის, ბოროტებისმიერ სიკეთის წაბილწვის რიცხვიც. ეს რიცხვი თითქოს, ბოროტებისა და სიკეთის საზომია. ის საზომია ადამიანის სიცოცხლისა. რაც ჩემი აზრით პირდაპირ კავშირშია ბიომეტრიასთან.(ბიომეტრიული პასპორტები)
არ არსებობს სიტყვა რომელსაც თავისი შინაარსი-მნიშვნელობა არ ჰქონდეს. როცა ადამიანებმა აკრძალული ხილი შეჭამეს მათ ვერ გაიგეს რა მოხდა, მხოლოდ სიშიშვლის შერცხვათ. ეს ჰგავს იმას წიგნი რომ შეჭამო, მაგრამ ვერ გაიგო მისი შინაარსი, ხოლო პატრონი რომ მოვიდა მიხვდა რომ წიგნი შეჭამე და შეგრცხვა. ამიტომ კაცობრიობას უნდა გაევლო ის გზა რომ მიმხვდარიყო რა შეჭამა მან სამოთხის ბაღში. ადამიანმა ყველანაირი ბოროტება დათესა , მან გაიგო, შეიგრძნო რა არის სიწმინდე(ღვთისწყალობით) და უწმინდურობა(ეშმაკისწყალობით).
კაცობრიობა ისეთს არაფერს გაივლის რაც არ მომხდარა წარღვნამდე.(და შემდეგაც) მაგრამ მიხვდება რას ნიშნავს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე. ,,600"" ეს სოდომის ცოდვებია. ,,60'' ქამის ცოდვაა (მამას რომ დასცინა). ქამის ქვეყანა ეგვიპტეა.ამიტომაც ამბობს უფალი, ალბათ,

8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. 
http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/apokalips/apokalips-11.htm
ხოლო ,, 6'' სამოთხის ცოდვა_ აკრძალული ხილის მოპარვაა.

6-იანი პირდაპირ კავშირშია ადამიანის თავში ღვთის მოკვლის , რომელიც რეალურად , პირდაპირი მნიშვნელობით განხორციელდა 60 (გენიალოგიის სიაში 60)მამამთავრის მოსვლის შემდეგ. და გრძელდება დღემდე. ამიტომ 6(სამოთხის ცოდვა)=60(წარღვნამდელი ცოდვები)=600(სოდომის ცოდვებს,ქრისტეს მოკვლას). ეს არის უარყოფითი 666. ამიტომ არის ის ანტიქრისტეც.  ეშმაკი ამ ციფრზე ატორმუზებს, არადა წინ კიდევ ბევრი რიცხვია 720-მდე.

????

გავაგრძელებ..
*****


666. ვერსია.(საინტერესო ვერსია)(I)


Комментариев нет:

Отправить комментарий