ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 апреля 2017 г.

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის  გადაწყვეტილების გამო
28 ივნისი, 2015
ღრმად პატივცემულ იერარქებს, ღირს სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებს, და მორწმუნეთ ამერიკაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიისა:
საყვარელნო,
ახლახანს ა.შ.შ.-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „ერთსქესიანი ქორწინების“ კანონიერების შესახებ ფართოდ გაშუქდა პრესაში და მან უკვე გამოიწვია გარკვეული აღშფოთებები შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი წმინდა ეკლესიის სწავლება ქორწინების საიდუმლოს შესახებ რჩება უცვლელი, როგორიც ის იყო ათასწლეულები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა გამოსცა რიგი განცხადებებისა, რომლებშიც დაწვრილებით გადმოცემული და განმარტებულ იქნა ჩვენი წმინდა სარწმუნოების სწავლება ამ საკითხის შესახებ ჩვენს ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევების შუქზე. ეს სწავლებები რჩება ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. ბმულები ამ განცხადებებზე მოცემულია ქვემოთ*.
უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვისას ჩვენ მადლი უნდა შევწიროთ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის კონსტიტუციის პირველი ჩასწორების მიხედვით გვაქვს უფლება ვემსახუროთ ღმერთს თავისუფლად, პრაქტიკაში განვახორციელოთ ის, რაც ჩვენ როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვწამს, და ვიცხოვროთ როგორც ჩვენი მაცხოვრის ქრისტეს და სხვების მიმართ მისი სიყვარულის მომცემმა მაგალითებმა.
განჩინება არ ცვლის ეკლესიის სწავლებას, მაგრამ ის შეგვახსენებს საჭიროებას, ვიყოთ ქრისტეს მსგავსი ჩვენს ურთიერთობებში ყველასთან. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გამოსცეს კანონები, რომლებიც დაიცავს თითოეული პიროვნების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია არ აკურთხებს „ერთსქესიან ქორწინებებს“ და არ განიხილავს მათ როგორც საეკლესიო საიდუმლოს, ის ხედავს თითოეულ პიროვნებაში ქრისტეს ხატებას და მის ღირსებას უფლის თვალში, რომელიც ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცხონებისთვის.
როგორც ამერიკაში მყოფ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი პასუხისმგებლობა არის ვიზრუნოთ გაჭირვებულებზე, შევეშველოთ მათ, ვინც არის ცრურწმენის, რასიზმის და რაიმე სახის დევნულების მსხვერპლი, და უზრუნველყოთ საცხოვრებელი პირობებით ისინი, ვინც არის სნეული, უპოვარი, უსახლკარო და პატიმარი.
ეკლესიის მისია გრძელდება, და ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ვიყოთ „ყველაფერი ყველასთვის“, ისე რომ ჩვენ ვიყოთ „ერთი ქრისტეში“, და მოვისმინოთ უკანასკნელ დღეს: „კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში“ (მათე 25:21)
უფალში სიყვარულით,
ტიხონი ვაშინგტონის მთავარეპიკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი


 თარგმნა ზურაბ ჯაშმა

orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий