ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 апреля 2017 г.

თანამედროვეობის ყველაზე დევნილი რელიგია

2016 წელს მსოფლიო მასშტაბით საკუთარი აღმსარებლობისათვის დაახლოებით 90,000 ქრისტიანი აღესრულა. რის გამოც ქრისტიანული რელიგია მსოფლიოს ყველაზე დევნილ რელიგიად იქნა მიჩნეული. ამ რაოდენობამ , რომლის მიხედვითაც ყოველ 6 წუთში ერთ ქრისტიანს კლავენ,  2015 წლის მონაცემებთან შედარებით იკლო.  გასულ წლის მონაცემები  105,000 მოკლული ქრისტიანს ითვლის. Fox News-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მოკლულთა მესამედი ნაწილი ისლამურ დაჯგუფებებზე მოდის(მაგ. ISIS). დანარჩენები კი სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფოებრივმა დევნამ იმსხვერპლა. მასიმო ინტროვინომ, ვატიკანის რადიოში საუბრისას განაცხადა, რომ 2016 წელს აღსრულებულ მარტვილთა 70% აფრიკულ სოფლებზე მოდის, სადაც მორწმუნეები კონფლიქტის დროს იარაღის გამოყენებაზე ამბობენ უარს და ზუსტად ეს ხდება მათი მასობრივი გენოციდის მიზეზი.
ქრისტიანობის გლობალურ კვლევათა ცენტრი, ასევე ქრისტიან მარტვილთა კვლევითი ცენტრი 2005-2015 წლებში 900,000 ქრისტიან მარტვილს ითვლის, რაც წლიურად 90,000 აღმსარებელს წარმოადგენს. ცენტრი აქვეყნებს ისტორიულ, სოციოლოგიურ და თეოლოგიურ პარამეტრებს, რათა ზუსტად იქნეს შეფასებული მარტვილტა რაოდენობა. ისინი განმარტავენ, რომ „ქრისტეს აღმსარებლები, რომლებიც სიცოცხლეს დროზე ადრე გამოასალმეს, კაცობრიობის სისატიკის შედეგებზე მოწომობენ“.
ქრისტიან მარტვილთა რაოდენობამ 2016 წელს 90,000 ადამიანი შეადგინა. კვლევებმა ამ ანგარიშში არ შეიყვანეს ჩინეთისა და ინდოეთის ეკლესიათა მონაცემები, სადაც მართალია „მიწისქვეშა“, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ქრისტიანული დასახლებებია. ასე რომ, დევნილ და აღსრულებულ ქრისტიანთა რიცხვი შეიძლება უფრო გაიზარდოს.
წყარო: aleteia.org/2017/03/03/christians-are-the-worlds-most
მოამზადა მიხეილ ნებიერიძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий