ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 августа 2013 г.

საშინელი სინამდვილეა: მოუნანიებლად წასული ცოდვილები

სიკვდილის შემდეგ კარგავენ ყოველნაირ საშუალებას გამოსწორებისას და მარადიულ ტანჯვას მიეცემიან (ცოდვამ არ იქნება, არ გაწამოს). ამას როგორ ვასაბუთებთ? ამ აზრს სრულიად თვალნათლივ ამოწმებს თუნდაც ახლანდელი მდგომარეობა ზოგიერთი ცოდვილისა და ცოდვის თავისებურება თავისთავად, რომელიც თავის ტყვეობაში მოქცეულ ადამიანს ყველანაირ გამოსავალს უჭრის. ვინაა, რომ არ იცოდეს, რომ არა ღვთის განსაკუთრებული მადლი როგორ უჭირს კაცს, დაბრუნდეს ღვთის გზაზე და "საყვარელი" გზის ნაცვლად სათნოების გზას დაადგეს! ღრმად იდგამს ცოდვა ფესვებს ადამიანის გულსა და მთელს მის არსებაში, სრულიად სხვა ხედვას ანიჭებს ცოდვილს და ამის გამო, იგი საგნებს თავისებურად უყურებს და ვეღარ აღიქვამს მათ ისეთებად, როგორიც ისინი სინამდვილეშია, ამიტომაა, ძალიან მომხიბვლელად ეჩვენება ისინი. ესაა მიზეზი, ძნელად თუ ნახავთ, ცოდვილი მოქცევას ცდილობდეს, არც კი მიაჩნია თავი დიდად ცოდვილად, თავმოყვარეობა და სიამაყე აბრმავებს და რომც ჩათვალოს თავი ცოდვილად, ჯოჯოხეთურ სასოწარკვეთას მიეცემა, რომელიც ღრმა წყვდიადში მოაქცევს მის გონებას, განუფიცხებს გულს და რომ არა მადლი ღვთისა, რომელი ცოდვილი დაუბრუნდებოდა ღმერთს? ცოდვას თვისება აქვს ასეთი: დააბნელოს, შეკრას ადამიანი. მაგრამ მადლის მოქმედების დრო და ადგილიც აქ, მიწაზეა. სიკვდილის მერე მხოლოდ ეკლესიის ლოცვებს (და ისიც იმ ადამიანებზე, ვინც შეინანა) აქვს ძალა. მონანულთა სულებს, როგორც მემკვიდრეობა, ისე გააქვთ ამ სოფელიდან კეთილი საქმეები, რასაც შეიძლება შეუერთდეს მადლი ღვთისა და ეკლესიის კურთხეული ლოცვები. მოუნანიებელი სულები, ეჭვი არაა, წარწყმედის შვილები არიან. რას მეუბნება ცოდვის ტყვეობაში მიღებული გამოცდილება? ხანდახან, მთელი დღე ტანჯვაში გადის და უნარი არ შემწევს გული მივაპყრო ღმერთს, სრულიად უხმარი ვხდები ღვთის მოწყალებისათვის: ცეცხლში ვდგავარ, ვიწვი და ჩემივე ნებით არ ვიძვრი, რადგან ცოდვამ დამითრგუნა ყველა ღონე და როგორც ქედზე ჯაჭვდადებული, ღვთისკენ ვერ ვაბრუნებ პირს, სანამ ჩემი სიმდაბლისა, უძლურებისა და ცრემლის შემხედვარე ღმერთი არ მოიღებს წყალობას და არ მომივლენს თავის მადლს. ამაოდ როდი უწოდებენ ცოდვებს მიცემულ კაცს, "ჯაჭვებითა მით წყვდიადისაითა ტარტაროზსა" შეყენებულსა (2 პეტრე.2,4).



წმ. იოანე კრონშტადტელი




Комментариев нет:

Отправить комментарий