ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

სტალინის შესახებ.

(ანუ ნუ წავშლით ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის)

რედაქციისგან: ამასწინათ "აპოკალიფსისის" რედაქციამ მიიღო მკითხველის წერილი (კორექტულობის დასაცავად სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ), სადაც მავანი პიროვნება ანტისტალინისტურ პოზიციას გვსაყვედურობს. მკითხველი იმეორებს ჩვენს საზოგადოებაში ფართოდ მოარულ და უკვე საკმაოდ მიღებულ შეხედულებას ი. სტალინის შესახებ, რომ თითქოსდა სტალინს უდიდესი დამსახურება ჰქონია მართლმადიდებლობის წინაშე. მას "დამსახურებად" უთვლიან მასონობის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლას (?!), მეორე მსოფლიო ომის დროს პარაკლისების გადახდას და თვითმფრინავით ღვთისმშობლის ხატის მოტარებასაც, მტერზე გამარჯვების მოსაპოვებლად. შესაბამისი სანდო წყაროების არარსებობისდა მიუხედავად, გულუბრყვილო ადამიანები გვწერენ, რომ თურმე სტალინს თავის გარდაცვალებამდე ეკლესიის ყოველგვარი დევნა-შევიწროება შეუწყვეტია და თავისი ადრინდელი დანაშაულობანი შეუნანია (?!).

გარდა ამისა, მკითხველი გვწერს, რომ ოფიციალური ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს უბრძანებია: "სტალინზე ცუდი არ თქვათო. ცხონდაო". ეს გამაოგნებელი და სასაცილო ინფორმაცია ალბათ ყურადღების ღირსი არც იქნებოდა, რომ არა ესოდენ გახშირებული პროსტალინისტური განწყობა, როგორც ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირებს შორის, ასევე მორწმუნე საზოგადოების გარკვეულ წრეებშიაც.

გამომდინარე ყოველივე აქედან, რადგან გულგრილნი ვერ დავრჩებით ჩვენი თანამემამულეების ამგვარი მიამიტობისა და გაუნათლებლობისადმი, ვიწყებთ წერილების სერიას სტალინსა და კომუნისტურ ოკულტიზმზე, რაც თვალნათლივ დაანახებს გულუბრყვილო ადამიანებს საბჭოური იდეოლოგიისა და მისი ადეპტის, იოსებ სტალინის მოღვაწეობის სატანურ არსს.

P. S. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საბედნიეროდ, ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში (და ცხადია, სხვაგანაც) არიან ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ და ჯეროვნადაც აფასებენ სტალინურ-ბოლშევიკურ დიქტატურას. ჩვენს წერილებში სწორედ ასეთი ადამიანების ნააზრევს წარმოვუდგენთ მორწმუნე საზოგადოებას.

საინტერესოა ასევე აღინიშნოს, რომ საქართველოში ნეოსტალინისტური განწყობა საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის ოფიციალურ, მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოჩენილ მსგავს მიმართულებას. ამის დასტურია წერილების ის სერიაც, რომელიც რუსულ ინტერნეტსა და მედია სივრცეში ვრცელდება. ხალხი სერიოზულად არის შეშფოთებული პროსტალინური განწყობით.

ნუთუ ისტორიამ არაფერი გვასწავლა?




კითხვა: სადღეისოდ შეიმჩნევა მცდელობა გაამართლონ ი. ვ. ჯუღაშვილის (სტალინის) მოქმედებები, რომლებიც მიმართული იყო ეკლესიის, რუსი ხალხის და სხვა ეროვნებების წინააღმდეგ. ხომ არ არის ამგვარი მმართველების გამართლება მათ ცოდვაში თანამონაწილეობის ტოლფასი სულიერი დანაშაული? იოანე ნათლისმცემელი ხომ აქტიურად ამხილებდა მეფე ჰეროდეს ცოდვითი მიდრეკილება და მით მეფეთა დაუნდობელი მხილების უბადლო მაგალითი მოგვცა?!

პასუხობს მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი):


თანამედროვე მართლმადიდებელ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ეკლესიაში ზრდასრულ ასაკში მოვიდა. მოქცენენ რა ქრისტეანული სარწმუნოებისკენ, მათ შეინარჩუნეს იმ იდეოლოგიის საფუარი, რომლის დროსაც ცხოვრობდნენ და რომლის ბატონობის დროსაც ჩამოყალიბდა მათი ცნობიერება. მრავალმა დიდი ძალისხმევის შედეგად გაიწმინდა თავისი გონება ყოველგვარი უცხო მინარევისგან. მაგრამ მრავალთა ცნობიერება ჯერაც ჭრელი და ეკლექტიკურია. ძველი იდეოლოგიური და პოლიტიკური ღირებულებები მათში ქრისტეანობაზე მეტად დომინირებს.

ი. სტალინის მრავალი თაყვანისცმემელი თავის პოზიციას რამოდენიმე სრულიად მცდარ მტკიცებულებაზე აგებს:

მაგალითად, ამტკიცებენ, რომ "ი. ბ. სტალინი არ იყო ეკლესიის მდევარი, არამედ მას მფარველობდა". ამის დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ ამონაწერები ზოგიერთი დოკუმენტიდან, თუმცა შემოკლებით. ასე, მაგალითად, რუსეთის ბოლშევიკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК РКП(б)) 1923 წლის 16 ატგვისტოს ცირკულარული წერილიდან (№ 30), რომლის სათაურია "რელიგიურ ორგანიზაციებთან დამოკიდებულებისთვის" (Об отношении к религиозным организациям). აქ მოცემულია მითითება:

"1) აიკრძალოს ეკლესიებისა და სამლოცველოების დახურვა... რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული განკარგულებების შეუსრულებლობის მოტივით, ხოლო ამგვარ დახურვას თუ ადგილი ჰქონდა - დაუყოვნებლივ გაუქმდეს" (რუს.: "воспретить закрытие церквей, молитвенных помещений… по мотивам неисполнения административных распоряжений о регистрации, а где таковое закрытие имело место – отменить немедля").

2) აიკრძალოს სამლოცველოების, შენობებისა და სხვა ნაგებობის ლიკვიდაცია კრებებზე უბრალო ხმის მიცემის გზით ურწმუნოთა ან მორწმუნეთა იმ ჯგუფებისთვის უცხო პირთა მონაწილეობით, რომლებმაც ხელშეკრულება დადეს შენობა-ნაგებობაზე" (რუს.: "воспретить ликвидацию молитвенных помещений, зданий и проч. путем голосования на собраниях с участием неверующих или посторонних той группе верующих, которая заключила договор на помещение или здание").

3) "აიკრძალოს სამლოცველოთა და სხვა ნაგებობათა ლიკვიდაცია გადასახადების გადაუხდელობის გამო, რადგან ამგვარი ლიკვიდაცია დაშვებულია კომისარიატის (НКЮ) 1918 წლის მე-2 პარაგრაფის ინსტრუქციასთან შეუსაბამობით" ("воспретить ликвидацию молитвенных помещений, зданий и проч. за невзнос налогов, поскольку такая ликвидация допущена не в строгом соответствии с инструкцией НКЮ 1918 г., п. 2).

4) აიკრძალოს "რელიგიური ხასიათის" დაპატიმრებები, რადგან ისინი დაკავშირებული არ არის "ეკლესიის მსახურთა" და მორწმუნეთა მკაფიო კონტრრევოლუციურ საქმიანობასთან ("воспретить аресты “религиозного характера”, поскольку они не связаны с ярко контрреволюционными деяниями “служителей Церкви” и верующих").

პირველ პუნქტში სამი წერტილია, რადგან ი. სტალინის თაყვანისმცემლები ციტირების დროს სპეციალურად ტოვებენ სიტყვა "სინაგოგას". ახლა მივმართოთ დოკუმენტს: "სრულიად საიდუმლოდ. ცენტრალური კომიტეტი სთავაზობს პარტიის ყველა ორგანიზაციას უდიდესი ყურადღება მიაქციოს მთელ რიგ სერიოზულ დარღვევაას, რომელიც ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული ანტირელიგიური პროპაგანდისა და საერთოდ მორწმუნეთადმი და მათი კულტებისადმი მიმართების სფეროში". რატომ უნდა გავექცეთ სერიოზულ დარღვევებს ანტირელიგიური პროპაგანდისა და საერთოდ, მორწმუნეთადმი და მათი კულტებისადმი მიმართების სფეროში? ტექსტში მკაფიოდ წერია: "ეს და მსგავსი მრავალრიცხოვანი მაგალითები საკმაო სიცხადით მოწმობენ იმის შესახებ, რაოდენ დაუდევრად, არასერიოზულად, ქარაფშუტულად ეკიდება ზოგიერთი პარტიული ორგანიზაცია და ადგილობრივი ორგანო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის რელიგიურ შეხედულებათა თავისუფლება. ამ ორგანიზაციებსა და სახელისუფლო ორგანოებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ თავიანთი უხეში, უტაქტო მოქმედებებით მორწმუნეთა წინააღმდეგ, რომლებიც მოსახლეობის უზარმაზარ უმრავლესობას წარმოადგენენ, აურაცხელ ზიანს აყენებენ საბჭოთა ხელისუფლებას, საფრთხის ქვეშ აყენებენ პარტიის მიღწევებს ეკლესიის გახრწნის საქმეში და ხელს აძლევენ კონტრრევოლუციას" (რუს.:Эти и подобные им многочисленные примеры с достаточной яркостью свидетельствуют о том, как неосторожно, несерьезно, легкомысленно относятся некоторые местные организации партии и местные органы власти к такому важному вопросу, как вопрос о свободе религиозных убеждений. Эти организации и органы власти, видимо, не понимают, что своими грубыми, бестактными действиями против верующих, представляющих громадное большинство населения, они наносят неисчислимый вред советской власти, грозят сорвать достижения партии в области разложения Церкви и рискуют сыграть на руку контрреволюции").

როგორც ვხედავთ, წერილი ტაქტიკური მოსაზრებებით არის დაწერილი, ხოლო სტრატეგიული მიზანი - რელიგიის განადგურებაა.

მეორე დოკუმენტი - 1933 წლის 12 სექტემბერი:

"სრულიად საიდუმლოდ. . № 1037/19. ამხ. ვ. რ. მენჟინსკის.

1920-1930 წლების პერიოდში მოსკოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ტაძარი სრულიად განადგურდა. 300-მდე ტაძარი (რაც დარჩა) გადაკეთებულია საამქროებად, კლუბებად, საერთო საცხოვრებლებად, ციხეებად, იზოლატორებად და მოზარდთა და მიუსაფართა კოლონიებად. არქიტექტურული განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს 500-ზე მეტი დარჩენილი ნაგებობისა და ეკლესიის დანგრევას.
ზემოთხსენებულის საფუძველზე ცკ შეუძლებლად მიიჩნევს ახალი მშენებლობების პროექტირებას იმ ტაძრებისა და ეკლესიების დანგრევის ხარჯზე, რომლებიც ძველი რუსული ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის ძეგლებად უნდა მივიჩნიოთ".

რაზედ მეტყველებს დოკუმენტი? უპირველეს ყოვლისა ვანდალიზმზე: ათი წლის განმავლობაში სრულიად გაუნადგურებიათ 150 ტაძარი. მეორეც, ეს დოკუმენტი ადასტურებს იმ ფაქტს, როგორ შეურაცხყოფდა ხელისუფლება საეკლესიო სიწმიდეებს: ნგრევას გადარჩენილი 300 ტაძარი, სადაც ადრე ღმერთს აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, დაიხურა. ისინი გადაუქცევიათ საამქროებად, ციხეებად, იზოლატორებად და კოლონიებად. მათ უმეტესობაში მოაწყვეს ტუალეტები. შეურაცხყვეს საკურთხევლები.

მესამეც, ცირკულარი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ არ უნდა დაიხუროს ტაძრები. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ არ შეიძლება იმ ტაძრების დანგრევა, რომლებიც "ძველრუსული ხუროთმოძღვრების ძეგლებს განეკუთვნებიან". ეს კი არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები არ განადგურებულა. მოსკოვის ბაროკოს თვალსაჩინო ძეგლი, პოკროვკაზე გაშენებული მიძინების ტაძარი 91696-1699) დაანგრიეს 1935-36 წლებში. ასეთი იყო სატაძრო ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლების ბედიც.

ხალხის უმეტესი ნაწილი მორწმუნე გახლდათ. მათთვის ძვირფასი ტაძრების განადგურება მილიონობით ადამიანს უდიდეს ტანჯვას და მწუხარებას მიაყენებდა. აი, როგორც იხსენებს კინოოპერატორი ვ. მიკოშა ქრისტე მაცხოვრის ტაძრის დანგრევას:

"1931 წლის შუა პერიოდში კინოქრონიკის დირექტორმა ვ. იოსილევიჩმა გამომიძახა.

- გადავწყვიტე, მიკოშა, ძალზედ სერიოზული საქმე დაგავალო. ოღონდ უკეთესი იქნება, ამის შესახებ ბევრს თუ არ ილაპარაკებს. გაიგე? არსებობს ზემდგომი განკარგულება, - და მან საჩვენებელი თითი თავს ზემოთ აღმართა. თანაც ძალზედ დაჟინებით ჩამაქცერდა თვალებში და მითხრა:

- ნაბრძანებია ქრისტეს ტაძრის დანგრევა. უნდა გადაიღო!

მომეჩვენა, რომ თვითონაც არ სჯეროდა ამგვარი გამაოგნებელი ბრძანებისა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად ვკითხე:

- ლენინგრადში ისააკის ტაძარსაც დაანგრევენ?

- არა მგონია. თუმცა, რა ვიცი... არ ვიცი... მოკლედ, ხვალიდან დაიწყებ ტაძრის დემონტაჟის კინოგადაღებას...

როდესაც სახლში მისულმა ვთქვი, რომ ქრისტე მაცხოვრის ტაძარი უნდა დაანგრიონ, დედამ არ დამიჯერა.

- შეუძლებელია! ის ჩვენი მოსკოვის მშვენებაა, ის ხომ მზესავით ბრწყინავს ჩვენი ქალაქის თავზე. არადა მარმარილოს როგორი სკულპტურებია, მოოქროვილი ჩარჩოები, ხატები, ფრესკები კედლებზე! რამდენი სახელია მასთან დაკავშირებუილ: სურიკოვო, კრამსკოი, სმირადსკი, ვერეშჩაგინი, მაკოვსკი, კლოდტი, ლოგანოვსკი... ტაძრის ქვეშა გალერეებში სამამულო ომში გამარჯვების მარმარილოს მატიანეა დაღუპულთა სახელებით. განა რუსული იარაღის გამარჯვების საპატივცემოდ ააშენეს ქრისტე მაცხოვრის ტაძარი. განა მთელი რუს ხალხს არ მიჰქონდა თავისი უკანასკნელი დანაზოგიც კი ამ ტაძრის ასაშენებლად ღარიბ-ღატაკიდან მოყოლებული მდიდრების ჩათვლით. ღმერთო დაგვიფარე!...

პირველ წუთებში მუშაობა ვერ შევძელი. ყველაფერი იმდენად ამაზრზენი იყო, რომ გაოგნებული ვიდექი კამერის წინ და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ბოლოს, როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე და გადაღება დავიწყე.

ფართოდ გაღებულ ბრინჯაოს კარებიდან კი არ გამოჰქონდათ - მოათრევდნენ თოკებზე გამობმულ მარმარილოს ბრწყინვალე სკულპტურებს. შემდეგ კი მაღალი საფეხურებიდან პირდაპირ მიწაზე, ტალახში აგდებდნენ. ძეგლებს ატყდებოდათ ხელები, თავები, ანგელოზებს - ფრთები. იმტვრეოდა მარმარილოს ჰორელიეფები, იმსხვრეოდა პორფირის სვეტები. ტრაქტორებზე გამობმული რკინის ჯაჭვებით გუმბათებიდან გადმოგდებულ ოქროს ჯვრებს მოათრევდნენ. ჩაქუჩით აქუცმაცებდნენ ბელგიიდან და იტალიიდან ჩამოტანილი ფასდაუდებელი მარმარილოთი მოპირკეთებულ კედლებს. იღუპებოდა ტაძრის კედლების უნიკალური მოხატულობა.

დღიდან დღემდე, ჭიანჭველებივით ირეოდნენ მუშები და გასამხედროებული რაზმები. სამშენებლო ღობის მიღმა მხოლოდ განსაკუთრებული საშვის მქონენი შედიოდნენ. მე და ჩემმა ასისტენტმა მარკ ხატაევიჩმა ვრცელი ანკეტა შევავსეთ ყველა ნათესავისა და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ახლობლების ჩამონათვალით.

ტაძრის წინ მდებარე ულამაზესი პარკი მომენტალურად ქაოტურ სამშენებლო მოედანს დაემსგავსა...

დრო გადიოდა, მოშიშვლდა ოქროს გუმბათები, კედლებმა დაკარგეს თავიანთი მშვენება, უზარმაზარი ფანჯრების ცარიელ რაფებში ცივი და თოვლიანი ქარი დანავარდობდა. ბუდიონოვკაზე მომუშავე ბატალიონები ძლივს ეჭიდებოდნენ სამმეტრიან კედლებს. მაგრამ კედლები არ ნებდებოდათ. იმტვრეოდა ჩაქუჩები, ძალაყინები, უროები... თითქმის მთელი ნოემბერი მუშაობდნენ სამხედრო ბატალიონები და კედლებს ძვრაც ვერ უყვეს. ისინი არ ნებდებოდნენ... მაშინ ბრძანება გაიცა... ერთმა ინჟინერმა ჩუმად და საიდუმლოდ მითხრა:

- სტანილი აღშფოთებულია ჩვენი უძლურებით და ტაძრის აფეთქების ბრძანება გასცა. იმასაც კი არ გაუწია ანგარიში, რომ ის მოსკოვის ცენტრში, დასახლებულ ადგილას მდებარეობს...

მხოლოდ უზარმაზარი აფეთქების ძალამ და ისიც არა ერთმა შეარყია 1931 წლის 5 დეკემბერს რუსული ხელოვნების ეს უზარმაზარი ქმნილება და ქვის გროვად აქცია.

დედა ღამღამობით ტიროდა და დუმდა. მხოლოდ ერთხელ თქვა:

- ბედი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!

- რატომ ჩვენ?

- აბა ვის? ჩვენ ყველას... ადამიანმა უნდა აშენოს. ხოლო ნგრევა - ანტიქრისტეს საქმეა".

ვლადიმირ სოლუხინი წერდა: "ქრისტე მაცხოვრის ტაძრის აფეთქება ნგრევისა და ძალადობის აპოგეა, რუსი ხალხის დამცირების უმაღლესი წერტილი გახდა ".

ი. სტალინის თაყვანისცმემლები ამტკიცებენ, რომ ის მფარველობდა ეკლესიას და ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ საშინელ დევნულებაზე, რომელიც თავისი სისასტიკითა და მასშტაბურობით ბევრად აღემატება რომის იმპერიისეულ დევნულებას. 1917 წელს რუსეთში 54692 ტაძარი და 1025 მონასტერი არსებობდა. სამრევლო სამღვდელოების რაოდენობა შეადგენდა 51105 მღვდელსა და 15035 დიაკვანს. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა მონასტერი განადგურდა. "1928 წელს დაიხურა 534 ეკლესია, ხოლო 1929 წელს - უკვე 1119 ტაძარი. 1930 წელს მართლმადიდებელ თემთა გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდას. მოსკოვში, 1930 წლის 1 იანვრისთვის, 500 ტაძრიდან დარჩა 224, ხოლო ორი წლის შემდეგ მხოლოდ 87 ეკლესია, რომელიც საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა.

რიაზანის ეპარქიაში 1929 წელს დაიხურა 192 სამრევლო, ორიოლში 1930 წელს არ დარჩა არც ერთი მართლმადიდებლური ეკლესია... 1939 წ. მთელი რუსეთის მასშტაბით მხოლოდ 100 ტაძარი და სამრევლო ეკლესიაღა ფუნქციონირებდა (Цыпин Владислав, протоиерей. История Русской Православной Церкви. Глава "Русская Православная Церковь в 1929–1941 годах").

ამავდროულად მიმდინარეობდა მღვდელმსახურთა უმოწყალო განადგურება. "როგორ წარმოებდა დაპატიმრება, დაკითხვა და როგორი სისწრაფით გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები დახვრეტის შესახებ, მოწმობს პოლიტიკურ რეპრესიათა რეაბილიტაცის სამთავრობო კომისიის მონაცემები: 1937 წელს დაპატიმრებული იქნა 136900 მართლმადიდებელი მღვდელმსახური, მათგან 85300 დაიხვრიტა; 1938 წ. დაპატიმრებული იქნა 28300 - დაიხვრიტა 21500; 1939 წ. დაპატიმრებული იყო 1500 - დაიხვრიტა 900; 1940 წ. დააპატიმრეს 5100 მღვდელმსახური, დახვრიტეს 1100; 1941 წ. დაპატიმრებულთა რაოდენობა იყო 4000, დახვრეტილთა კი 1900" (იხ.: Дамаскин (Орловский), игумен. История Русской Православной Церкви в документах Архива Президента Российской Федерации).

რამოდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობას ვღებულობდი წმინდანთა კანონიზაციის მასალების მომზადებაში (მათ შორის მღვდელმოწამეთა და ახალმოწამეთა). საგამოძიებო დოკუმენტების გაცნობამ დამარწმუნა, რომ მოქმედებდა ტერორის კარგად ორგანიზებული და უსასტიკესი სისტემა.

აუცილებელია დაისვას კითხვა: ეკისრება თუ არა ი. სტალინს ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა?

დიახ, ეკისრება. და არა მარტო იმიტომ, რომ ის იყო მეთაური ტოტალიტარული სახელმწიფოსი, არამედ როგორც ამ ტერორის პირდაპირ და უშუალო ინიციატორსაც. 1935 წლის 15 მაისს ი. სტალინმა ხელი მოაწერა დეკრეტს მეორე ხუთწლედის შესახებ. დეკრეტში ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად დასახულ იქნა მიზანი: 1937 წლის 1 მაისისთვის "ღმრთის სახელი დავიწყებულ უნდა იქნას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე". ეს არ მოხდა, რადგან ღვთაებრივმა მაცხოვარმა მოგვცა აღთქმა: "აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18).

ი. სტალინის თაყვანისმცემლები ხშირად იმოწმებენ ი. სტალინის შეხვედრას 1943 წლის 4 სექტემბრის ღამეს. შედეგად დევნულება ოდნავ შემცირდა. მიზეზი შინაგანი და გარეგანი ფაქტორებიდან გამომდინარეობდა.

პირველი: ომის ორმა წელიწადმა აჩვენა, რომ გამარჯვება მხოლოდ მთელი ერის ერთსულოვანი გამთლიანებითა და მონაწილეობით თუ შეიძლებოდა. 1937 წლის აღწერის დროს 57,7% საკუთარ თავს მორწმუნედ მიიჩნევდა. ამის გამო სტალინი იძულებული გახდა უკან დაეხია 1932 წლის 15 მაისს დასახული მიზნისგან სრულიად აღმოეფხვრა რელიგია, რდგან ერში ეს უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

მეორე მიზეზი გარეგანი იყო: კერძოდ, პროპაგანდისტული ნაბიჯები დასავლელ მოკავშირეთა გულის მოსაგებად. ნათქვამის დამტკიცება იმით შეიძლება, რომ დევნულება შემცირდა, მაგრამ არ შემწყდარა. ჯერ კიდევ საპყრობილეში იყო ეპისკოპოსი ათანასე (სახაროვი), 19443 წლის 5 ნოემბერს იაროსლავის НКГБ-მ დააპატიმრა კიშინიოვის ეპისკოპოსი ბასილი (პრეობრაჟენსკი, რომელიც 7 ნოემბერს იაროსლავის შინაგან საპყრობილეში ჩაამწყვიდეს. 1945 წლის 13 აგვისტოს ეპისკოპოსი ბასილი გადასახლებაში მყოფი გარდაიცვალა. 1944 წლის სექტემბერში დააპატიმრეს არქიმანდრიტი სერაფიმე (შახმუტი; 1901-1945). მან წამებისა და დამცირების მიუხედავად ვაჟკაცურად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება და НКВД-ს ციხეში გარდაიცვალა.

1948 წლიდან სასულიერო პირთა დაპატიმრებების ახალი ტალღა იწყება, რომელიც 1948 წლიდან 1953 წლამდე გრძელდებოდა და, ყველაზე მთავარი რაც არის, ამ დროიდან იწყება ტაძრების მეთოდური დახურვა. თუ 1948 წლისთვის ჩვენ გვქონდა 14,5 ათასი ტაძარი, სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ ორ წელიწადში ათასობით ეკლესია უკვე დახურული იყო. ი. სტალინისადმი მიწერილ წერილში, რომელიც მას სახელმწიფო უშიშროების (МГБ) მინისტრმა ვ. აბაკუმოვმა გაუგზავნა, ნათქვამია, რომ 1947 წლის 1 იანვრიდან 1948 წლის 1 ივნისამდე "აქტიური ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის" დაპატიმრებული იქნა 1968 "ეკლესიის მსახური და სექტანტი"; მათ შორის 679 მართლმადიდებელი.

ი. სტალინის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ ის მორწმუნე იყო. ეს მოსაზრება გამოგონილია და მას არავითარი ფაქტობრივი მტკიცება არ გააჩნია.

კანონიერი იქნება ვიკითხოთ: როგორ შეეძლო მორწმუნე ქრისტეანს შეექმნა ერთ-ერთი ყველაზე ღმრთისმბრძოლი რეჟიმი მთელს მსოფლიოში? როგორ შეეძლო დაეხვრიტა მილიონობით ადამიანი და საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა? თითქმის ნახევარი საუკუნე მიმდინარეობდა უდანაშაულოდ დასჯილთა რეაბილიტაცია. არქივში არის დოკუმენტი, რომლისგანაც ტანში გცრის და გზარავს. ეს არის საიდუმლო წიგნი, რომელიც მომზადებულია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) შრომა-გასწორებითი ბანაკებისა და კოლონიების მთავარი სამმართველოს მიერ. მისი სახელწოდებაა: "Работа с несовершеннолетними и безнадзорными" (ГАРФ. Ф. Р-9414. Оп. 1. Д. 28. Л. 14–17 ). მასში ნათქვამია:

"დღეისთვის გულაგის (ГУЛАГ) სისტემაში მოქმედებს დახურული და ღია ტიპის 50 შრომითი კოლონია. ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა ЦК ВКП(б) და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებიდან შრომა-გასწორებითი კოლონია გაიარა 155506-მა მოზარდმა 12-დან 18 წლამდე, რომელთაგან 68927 გასამართლებულია და 86579 არა". "გულაგები" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიარა 155506-მა მოზარდმა!

მოზრდილთათვის არსებობდა: სამშობლოს მოღალატე ცოლთა აკმოლინის ბანაკი ((АЛЖИР - Акмолинский лагерь жен изменников Родины), ბამლაგი, ბერლაგი, ბეზიმიანლაგი, ბელბალტლაგი, ვოკრუგლაგი (ვორკუტის შრომა-გასწორების ბანაკი), ვიატლაგი, დალლაგი, ჯეზკანზგანლაგი, ჯუგჯურლაგი, დიმიტროვლაგი (ვოლგოლაგი), დუბრავლაგი, ინტალაგი, ყარაგანდის შრომა-გასწორების კოლონია (კარლაგი), ყიზელაგი, კოტლასის შრომა-გასწორების ბანაკი (ИТЛ), კრასლაგი, ლოკჩიმლაგი, ნორილსკის შრომა-გასწორების ბანაკი, ოზერლაგი, პერმის ბანაკები (უსოლლაგი, ვიშერლაგი, ჩერდინლაგი, ნირობლაგი და სხვა). პეჩორლაგი, პეჩჟელდორლაგი, პრორვლაგი, ვრილაგი, "სვიტლი", ანუ ჩრდილო-აღმოსავლეთის შრომა-გასწორების ბანაკები (СВИТЛ - Северо-Восточные исправительно-трудовые лагеря), ტაეჟლაგი, უსტვიმლაგი, უხტპეჩლაგი, უხტიჯემლაგი, ხაბარლაგი.

გვინდა ი. სტალინის თაყვანისცმემლებს ვკითხოთ: რით განირჩევა ყარაგანდის საშინელი შრომა-გასწორების ბანაკი (ყარლაგი) და სხვა საკონცენტრაციო საბჭოთა ბანაკები ოსცვენციმისგან, დაჰაუსგან, ბუხენვალდისგან? გიპასუხებთ: უმთავრესად განსხვავდება შემადგენლობით: ჰიტლერულ ბანაკებში ძირითადად ტყვეები ისხნდნე, ხოლო სტალინურ ბანაკებში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები.

ი. სტალინმა უდიდესი გლოვა და უბედურება მოუტანა მილიონობით ადამიანს. სტატისტიკის აუცილებლობაც კი არ არის. საკმარისია შევეხოთ იმ დოკუმენტებს, რომლებშიც ეს ტანჯვა-წამებაა აღწერილი. ანნა ახმატოვა წერდა: "მე ჩვიდმეტი წელი გავატარე ლენინგრადის ციხის რიგებში. ერთხელ ვიღაცამ "მიცნო". მაშინ ჩემს უკან მდგომმა ქალმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არასოდეს სმენოდა ჩემი სახელი, უცებ გამოერკვა ჩვენთვის დამახასიათებელი გაოგნებისგან და ყურში ჩამჩურჩულა (იქ ყველა ჩურჩულით ლაპარაკობდა): "ამის აღწერა თუ შეგიძლიათ?" და მე ვუპასუხე: "დიახ, შემიძლია". მაშინ რაღაც ღიმილის მსგავსმა გადაუარა საწყალი ქალის იმ ადგილს, რომელიც ოდესღაც მისი სახე იყო" (Реквием. Вместо предисловия). სიკვდილამდე შერჩა იმ ადამიანის გადატანილი წამების მტანჯველი ხსოვნა:

"И когда, обезумев от муки,

Шли уже осужденных полки,

И короткую песню разлуки

Паровозные пели гудки,

Звезды смерти стояли над нами,

И безвинная корчилась Русь

Под кровавыми сапогами

И под шинами черных марусь".

(Реквием. Вступление).

არსებობს კიდევ მითი იმის შესახებ, რომ თითქოსდა სტალინი მივიდა ნეტარ მხცოვან მატრონასთან. ამის დაშვება სრულიად შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიცით ამ მოღვაწის შესახებ. 1997 წელს მღვდელმთავრობამ დამავალა მომემზადებინა მასალები მატრონა ნიკონოვას კანონიზაციისთვის. მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებამ მარცვალ-მარცვალ მომიწია. ამ მასალაში არაფერია იმგვარი, რაც დაადასტურებდა მატრონასთან სტალინის სტუმრობას. ის დევნილი იყო. ნებისმიერ დღეს დაპატიმრებას ელოდა. ამგვარი მდგომარეობა შენარჩუნებული იყო 1952 წლის 2 მაისამდე, როდესაც მატრონა მიიცვალა.

მცდელობა ეკლესიის უსასტიკესი მდევნელი წარმოაჩინონ მორწმუნე ქრისტეანად და ეკლესიის კეთილისმყოფელად ძალზედ საშიში წამოწყებაა და მას არა მარტო სულიერი ვნების მოტანა შეუძლია. ასე ხომ წაიშლება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბოროტებისადმი მიჩვევა კი ჩვენი დროის უსაშინელესი სნეულებაა.

წყარო: http://www.pravoslavie.ru/answers/31936.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий