არასდროს დამალო შენი გულისსიტყვა, რადგან მასშია დაფარული ეშმაკის უკეთურება: როცა აღიარებ, ქრება.
რასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს.
როგორც გესლიან მხეცებს ძლიერი წამალი განდევნის, ასევე, საძაგელ გულისსიტყვებს განაგდებს ლოცვა.
ირწმუნე, რომ უჯერო ფიქრებს ეშმაკი თესავს და ამ რწმენით განიშორებ უჯერო ზრახვებს, ხოლო მთესველს მისას შეარცხვენ.
თუკი გაქვს არაწმიდა გული, მაშინ, დაე, ენა მაინც გქონდეს წმინდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანემ.
ღმერთისათვის არ არსებობს იმაზე კეთილსურნელოვანი მსხვერპლი, ვიდრე სხეულის სიწმინდე, რომელიც სისხლითა და სასტიკი პრძოლით მოიპოვება. ამიტომ აიძულეთ თავი, სულისა და სხეულის განწმენდისას, სრულიად არ მიიღოთ უწმინდური გულისსიტყვები.
ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნელსა შინა.
რა არის უფრო ბინძური, ვიდრე ამპარტავნება და უფრო მყრალი, ვიდრე უწმინდური გულისსიტყვები? და მაინც შენ მათ იტან, ისინი შენ გბილწავენ. შენ იოლად აძლევ მათ ნებას, რომ შემოვიდნენ და შენი ზღუდე მოარღვიონ, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორ გავლენ! იოლად იღებ ურცხვ და ბინძურ გულისსიტყვას, მაგრამ დავინახავთ შემდეგ როგორღა განიწმინდები!
თუკი როდისმე უკეთური ზრახვები ააღელვებენ შენს გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღმერთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენე. ვისაც გემის საჭე აქვს მინდობილი, მას გემის პატრონი იმას კი არ უსაყვედურებს, რატომ დაუთმეო ტალღებს ჩემი გემი, არამედ ასე ეტყვის – რატომ გულმოდგინედ არ შეეწინააღმდეგეო ტალღებს.
****
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?
- შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ - ამ ზრახვა კარამელს მიიღებ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლოდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.
****
ხშირად გმობის ზრახვები ადამიანს ეშმაკის შურის გამო მოდის, განსაკუთრებით - ღამისთევის ლოცვის შემდეგ. ხდება, რომ დაღლილობისაგან მკვდარივით ეცემი და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია. აი, სწორედ ასეთ დროს ბოროტმოქმედ ეშმაკს გმობის ზრახვები შემოაქვს შენში. შემდეგ კი, რადგანაც სურს, დაგაბნიოს ან სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, დაგიწყებს ჩაგონებას: - "ასეთი ზრახვები თვით ეშმაკსაც კი არა აქვს, მორჩა, შენ ვეღარ ცხონდები". ეშმაკს შეუძლია, რომ გმობის აზრები ადამიანში თვით სულიწმიდის მიმართაც კი ჩანერგოს, შემდეგ კი უთხრას, რომ სულიწმიდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა.
****
წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ გმობის აზრების შემოტევა თვითონ ჩვენივე ბრალი იყოს?
- დიახ. შესაძლოა, ადამიანმა თვითონვე მისცეს მიზეზი ასეთი აზრის გაჩენას. თუ გმობის აზრები გადამეტებული მგრძნობიარობით არ არის გამოწვეული, მაშინ ისინი ამპარტავნების, განკითხვის და სხვა მსგავსი ცოდვების გამო მოდიან. ამიტომ, თუკი მოღვაწეობისას ურწმუნოებისა და გმობის ზრახვები გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი ღვაწლი ამპარტავნებით აღესრულება. ამპარტავნება აბნელებს გონებას, დასაბამს უდებს ურწმუნოებას და ადამიანი საღვთო მადლის საფარველს მოაკლდება. გარდა ამისა, გმობის აზრები ეძალებიან იმ ადამიანს, რომელიც საჭირო წანამძღვრებს არ ფლობს და დოგმატური საკითხების კვლევას ცდილობს
****
ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც გამუდმებით იფურთხებოდა, მის შესახებ მითხრეს, ეშმაკისგან არის შეპყრობილიო. - "ასე არ არის, - მივუგე მე, - ეშმაკეულები ასე არ იქცევიან". და მართლაც, როგორც დანამდვილებით შევიტყვე, ამ საბრალოს ისეთი არაფერი დაეშავებინა, რომ შეპყრობილი გამხდარიყო. ის ობლობაში იზრდებოდა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა. ამასთან მემარცხენე აზრები და ცოტა ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა. ეშმაკმა ეს ყოველივე კარგად შენიშნა და გმობის აზრების გზავნა დაიწყო, ხოლო, როდესაც ეს აზრები მიუვიდოდა, იმის სურვილით, რომ გმობისაგან გათავისუფლებულიყო, "აფურთხებდა" მათ. ვინც ამას შორიდან აკვირდებოდა, ყველა თვლიდა, რომ ის შეპყრობილი იყო.
აი ასე: მგრძნობიარე დოყლაპია გმობის ზრახვებს აფურთხებდა, სხვები კი ეუბნებიან, ეშმაკეული ხარო!
****
ღვთისმგმობი ზრახვები.
ერთმა ბერმა მოძღვარს მკრეხელური აზრების შესახებ ჰკითხა:
-მამაო, დიდად დამწუხრებულია ჩემი სული მზაკვარი, მკრეხელი ეშმაკის მიერ; მოიღე მოწყალება და მითხარი, საიდან ჩნდებიან ღვთისმგმობი აზრები და რა ვიღონო მათ წინააღმდეგ?
მოხუცმა ბერმა მოუგო:
-ღვთისმგმობი ზრახვა ცილისწამების, განკითხვის, თვითნებობისა და ამპარტავნებისგან მომდინარეობს; აი, საიდან ჩნდებიან აზრებში გმობები და მკრეხელობები... თუ ადამიანი საღმრთო მორჩილებითა და საკუთარი თავის დამდაბლებით არ ეწინააღმდეგება მათ, მაშინ მისი შეჩვენებული სული გაბოროტებაში, სიძვის დემონთან ან გონების სიშმაგეში დარჩება.
საკუთარი თავის ხშირი გაკიცხვა ღმერთის წინაშე, თავის დამდაბლება, სხვათა არგანკითხვა, - აი, ამათ ძალუძთ განდევნონ ადამიანისგან მკრეხელური, ღვთისმგმობი ზრახვები.
****
თუკი ლოცვისას გულს დახსნილება და დარდი მოერიოს, იცოდე, ბოროტისგანაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს შენი ლოცვის დაბრკოლებას. გამაგრდი, განმტკიცდი და ღვთის ხსენებით მოიშორე ეგ დამღუპველი შეგრძნება. დააკვირდი: გონებას თუ ვერ დაეუფლა, მაშინ გულზე აამღვრევს ხოლმე ბოროტი ყოვლისმპყრობელი ღვთის გმობას. რას ნიშნავს გულში ღვთის გმობა? ეჭვი, ურწმუნოება, დახსნილობა, (სასოწარკვეთა) მოუთმენლობა, თუკი ღვთისგან განსაცდელი მოდის და ჩივი ამის გამო, ყველანაირი ვნება გმობაა ღვთისა. ღვთის სიკეთისა და ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანით ეშმაკი ღვთის ჭეშმარიტების, მისი სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის გმობის ცოდვაში გაგდებთ. სასოწარკვეთითაც ასევე გამჩენის სიკეთის გმობაში გითრევს, ადამიანური ვნებების აღზევებისას (ეშმაკის "შეწევნით") კაცი გმობს გამგებლობას, ჭეშმარიტებას ღვთისას.
****
ნეტარი მარიამ ლაოდიკიელის ცხოვრებიდან.
ერთ სულმოკლე და შიშნეულ ყმაწვილ ქალზე ღვთისმგმობი ზრახვების ქარბორბალათი აღდგა ეშმაკი, გონებაში ყოველივე უჯეროს ეუბნებოდა ღმერთზე, ყოველ საღმრთო საგანსა და წმიდა ხატებზე; ისე მძაფრად შეაშფოთა და არია იგი, რომ საბრალო ქალიშვილი უკვე იმას ფიქრობდა, სარწმუნოებისგანაც განვვარდი და ღმერთისგანაც უარყოფილი ვარო. ამიტომ აღარც სალოცავად უნდოდა ბაგეთა განხმა, არც ტაძარში წასვლა და არც წმიდა საიდუმლოთა ზიარება. როცა ამგვარი ეჭვებისა და შეცდომილებისგან მისი ხსნა ვერავინ შეძლო, ქალიშვილი ნეტარ მარიამთან მიიყვანეს. მან კი, ბრძენმა და ღვთივსულიერმა დედამ, გულმოდგინე ზრუნვით ამ შეცდომილებისგან განაშორა იგი; დიდად დაშვრა მისთვის მარხვით, ლოცვით, ბევრს დამოძღვრავდა, ასწავლიდა მას და განუმარტავდა, რომ მკრეხელი, ღვთისმგმობი ბოროტი ვერაფერს ავნებს ადამიანის სულს და ასეთი აზრები არც შეერაცხება მას ცოდვად, როცა სული არათუ არ შეიწყნარებს, არ იწონებს ამ გმობებს და არ არის მათი თანა-ჯერმჩინებელი, არამედ სძაგს კიდეც ისინი და მკრეხელური ზრახვების ეს სიძულვილი მისი შეშფოთებული გულის დასამშვიდებლად სავსებით საკმარისია
****
არ მოუძლურდე და გულისსიტყვები არ მიიღო. მუდმივად მოუხმე ქრისტეს. ვიდრე განსაცდელი გულისსიტყვას წარმოშობდეს შენს გონებაში, დაარღვიე იგი ლოცვით. არ დატოვო იგი.
მაგრამ როცა შენ იტოვებ იმ უწმინდურებას, რასაც მტერი გესვრის, მცირე ხანში მასში ჩაგმარხავს. და შემდეგ როგორი ბრძოლაა საჭირო, რომ განიწმინდო! ამიტომ აიძულე თავი! შრომა და ტკივილი გმართებს და არა ოხუნჯობა! სისხლს დაანთხევს შენი გული. შესვამ ნაღველსა და შხამს და პოვებ თავისუფლებას, დატკბები.
მცირედ არ შერაცხო ბრძოლა. როგორც შეშლილი, უნდა შეჰღაღადებდე: "იესო ჩემო, მაცხოვნე! ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო შემეწიე!" დაე შენი ენა მანქანასავით მუშაობდეს: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" და როცა დაიღლები ხოლმე, ისეთი ნუგეში გეწვევა, როგორიც არასდროს გიგემია. ხოლო თუკი უქმად იქნები, ისე როგორც ახლა, და იზარმაცებ, არ განიკურნები უკუნისამდე.
****
- წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.
- ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა-იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ. ყურს ნუ დაუგდებ ამ აზრებს. თუ გმობის აზრებს თუნდაც მცირეოდენ ყურადღებას მიაქცევ, მათ შეუძლიათ, დაგტანჯონ, სრულიად დაგანგრიონ. შენთვის ცოტაოდენი კეთილი გულგრილობაა საჭირო.
გმობის აზრებით ეშმაკი ხშირად ღვთისმოსავ და ძალიან მგრძნობიარე ადამიანებს ადამიანებს ტანჯავს. ის ძალიან აზვიადებს მათ დაცემას მათსავე თვალში, რათა მწუხარებაში ჩააგდოს. ეშმაკი ესწრაფის, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს ისინი, რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე; მაგრამ, თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ცდილობს, უკიდურეს შემთხვევაში, ჭკუიდან შეშალოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი. თუ ამასაც ვერ მოახერხებს, ისიც სიამოვნებას ანიჭებს, რომ მწუხარებასა და მოწყინებაში აგდებს მათ.
****
არავინ იფიქროს, რომ გმობის სიტყვები მათი მიზეზია. უფალი გულთმეცნიერია და იცის, რომ ეს სიტყვები ჩვენი მტრებისგან არის. როცა ლოცვაზე ვდგებით, წინ აღგვიდგებიან არაწმიდა და გამოუთქმელი გულისსიტყვანი (გმობის), ხოლო ლოცვას რომ განვასრულებთ, მეყვსეულად განგვეშორებიან, რადგან ისინი არ ებრძვიან მას, ვინც მათ არ ებრძვის. ვინც იტანჯება გმობის ეშმაკისაგან და სურს გათავისუფლება მისგან, გულისხმა–ჰყოს, რომ მისი სული კი არ არის ამ ზრახვათა მიზეზი, არამედ არაწმიდა ეშმაკი, რომელმაც უფალს უთხრა: „ესე ყოველი შენ მოგცე, უკეთუ თაყვანის–მცე მე“ (მათ. 4,9). ამიტომ ჩვენც უგულებელვყოთ იგი და ვთქვათ: „წარვედ მართლუკუნ, ეშმაკო, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის–ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურებდე. ხოლო შენი სიტყვანიცა და სალმობაცა ეგე ბოროტი მიიქეცინ თავად შენდა და გმობა შენი თხემსა შენსა ზედა დაგიხედინ, აწ და მერმეცა საუკუნეთა“.
****
ღვთისმგმობი აზრები.
ღვთისმგმობი სულისგან დიდად შეჭირვებულ ერთ ბერს აღსარებაში ამის აღიარების რცხვენოდა. სადაც კი გაიგებდა, დიდი მოსაგრე მოძღვარი ბერი მოღვაწეობსო, უმალ მიაშურებდა, რათა მის წინაშე აღსარებაში თავისი მკრეხელური აზრები ეღიარებინა, მაგრამ მოხუცებულ მოღვაწესთან მისულს სირცხვილის გრძნობა თავისი შეჭირვების აღიარებაში ხელს უშლიდა.
როცა მან ამბა პიმენთან ხშირ-ხშირად იწყო მისვლა, ღირსმა მამამ მისი მდგომარეობა განჭვრიტა; მიხვდა, რომ უჯერო ზრახვებისგან იტანჯებოდა და უთხრა:
-ბევრჯერ მოდიხარ ჩემთან შენი უჯერო ზრახვებით და მწუხარებით აღვსილს კვლავაც თან მიგაქვს ისინი, ისე, რომ ჩემ წინაშე აღსარებაში არ აღიარებ. მითხარი, შვილო, რა გაქვს?
მაშინ დიდად დარცხვენილმა ბერმა წარმოთქვა:
-მტერი ღვთისმგმობი აზრებით მაშფოთებს და მათი აღიარების მრცხვენია.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე შვება და სიხარული იგრძნო, მოხუცმა პიმენმა კი უთხრა:
-შვილო, ამის გამო ნუ დამწუხრდები; როცა მკრეხელური ზრახვა გაგიჩნდება, თქვი: მე არ მჭირდება ეს აზრი; დაე, შენი გმობა, ეშამკო, ამიერიდან შენზედვე ჰგიებდეს, რამეთუ შენი ზრახვა ჩემს სულს არ სურს! ისინი უმალვე კვამლივით გაქრებიან და დიდხანს ვეღარ აყოვნებენ ყოველგვარ აზრს, რომელიც სულს არ სურს!
ამგვარად, ძმამ სარგებლობა მიიღო, წავიდა და ღმერთს მადლობას აღუვლენდა იმისთვის, რომ ამ მოძღვარი ბერის მეშვეობით ისწავლა, თუ როგორ უნდა მოეშორებინა ღვთისმგმობი, მკრეხელური ზრახვები
****
როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად?
-როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.
-არც მოძღვართან?
მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: "გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანების, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ". არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ. როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს - ეკლესიაშიც კი. ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმინდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. "ეს ზრახვები ეშმაკისგანაა - მარიგებდა ჩემი მოძღვარი - რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმინდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთვნის, არამედ გარედანაა შემოსული". მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამობედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეთილსურნელება გამოდიოდა. ერთხელ საღვთო ლიტურღიის აღსრულებისას, ეკვდერში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა "წმიდაო ღმერთო" წამოიწყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩუმი ხმით ავყევი მათ, უეცრად დავინახე, რომ მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი ძაღლისთავიანი მხეცი. ურჩხულმა შემომხედა, და როდესაც ნახა, რომ "წმიდაო ღმერთოს" ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თათით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არა! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუამბე, "მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? - მომიგო მან - ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი?"

Комментариев нет:
Отправить комментарий