ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

ქალი და მამაკაცი.

ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა:
-უფალო, იესო ქრისტე! ღირსმყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება.
როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ ღირსი მამა დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა:
-უფალო, რად არ შეისმინე ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?
ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა:
-მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?
მან უპასუხა:
-მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი!
ეს რომ გაიგონა, ღირსმა ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.







 გამეცინა))))

Комментариев нет:

Отправить комментарий