სახელმწიფო ბედნიერია, როდესაც მას ბოროტები არ განაგებენ.
მიწიერი მეუფება მხოლოდ ზეციურთან კავშირშია მტკიცე და შეჭმარიტად წარმატებული.
კარგი მმართველობა იქაა, სადაც მოქალაქენი მსაჯულებს ექვემდებარებიან, მსაჯულნი კი - კანონს.
ხელმწიფის ძალა ღვთისადმი ერთგულებაშია, სახელმწიფოს ძალა კი - თავისი მეფისადმი ერთგულებაში.
უთანხმოების გამო საზოგადოება ირღვევა: ბოროტ სულთა სამეფოშიც კი გარკვეული დაქვემდებარება არსებობს.
დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება.
საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა.
სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს.
ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ზეცაში იწყობენ, მიწაზე უკეთესი მოღვაწეები და საზოგადოების უკეთესი წევრები არიან.
მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველსმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა.
ის მეომარია ჭეშმარიტად დაუმარცხებელი, რომლისთვისაც რწმენის, მეფისა და მამულისთვის გვირგვინი ისევე სასურველია, როგორც - გამარჯვებისა.
მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჭეშმარიტებამ გადამეტებული სიმკაცრით არ განდევნოს მოწყალება, რათა ეს მოწყალება გადამეტებული შემწყნარებლობით ჭეშმარიტებას არ დაშორდეს.
სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი უცვლელია: შეიძლება, ქვედა ზემოთ გადავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება ქვემოთა და ზემოთა, ნება და იძულება, სიმდიდრე და სიღარიბე, სიამოვნება და ტანჯვა.
პირამიდა ერთმანეთზე დალაგებული მრავალი ქვისგან შედგება, და თითოეული მათგანი მთლიანობისთვის აუცილებელია: ეს საზოგადოების სახეა. მაგრამ მაღლა ქვების უფრო ნაკლები რაოდენობაა, ხოლო სულ თავში მხოლოდ ერთია.
იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობის აღსრულებისთვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა.
პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს და ემორჩილება თავისი სახელმწიფოს კანონებს, არა მათი დარღვევის გამო სასჯელის შიშის, ანდა - გამორჩენისა თუ ჯილდოსთვის, არამედ - სინდისისა და სიყვარულის გამო.
თუ სახელმწიფო მართვის გარკვეული სახისთვის მომწიფდა, განმტკიცდა, გაფართოვდა და აყვავდა, ნუ შეეხებით ასეთ მმართველობას; როგორც ჩანს, იგი მისაღებია სახელმწიფოსთვის, ამიტომ მასში სხვა მმართველობის შემოღება დამღუპველი და საზიანო იქნებოდა.
მუსიკოსები ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე განლაგდებიან, და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ, დამატყვევებელ კეთილხმოვანებას ეს ხელს არ უშლის. ეს არის იმ სიკეთის გამოხატულება, რაც საზოგადოების წევრთა ერთობას მოაქვს
სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია.
ყველაფერი, რასაც სიყვარული ვერ აერთიანებს, არარაობაა და სიყვარულის გარეშე არცერთი სხვა ჯაჭვი ნამდვილი არ არის. რასაც ანგარება აერთიანებს, იმას ანგარებავე არღვევს; რასაც ძალადობა აერთიანებს, ის ძალადობითვე ინგრევა; რასაც დროის ძლიერება აერთიანებს, მას იგივე დროის სიმძლავრე ანგრევს. მარადიულად დაურღვეველია მხოლოდ ის, რასაც სიყვარული აერთიანებს, რამეთუ სიყვარული სიკვდილზე და კაცობრიობაზე ძლიერია.
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდება, სახელმწიფო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება" ("სახელმწიფო"). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.

Комментариев нет:
Отправить комментарий