ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 25 августа 2013 г.

(დღესაც არ ვიცი ...)

დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა _
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
ასე მგონია, თუ ინებეს შენმა თვალებმა,
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს
აგინთებ ახალს.
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად,
მაგრამ დაჩოქილს შენ წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა..



პეტრე გრუზინსკი 




Комментариев нет:

Отправить комментарий