მიწიერი სამეუფოს ცუდი მოქალაქე არც ზეციურისთვის გამოდგება.
აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს, არამედ ის - ვისაც თანამდებობა ირჩევს.
ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს - ზნეობრივ სიკეთეს.
ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის.
ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობას არ წარმოადგენს მისდამი, არამედ - უსამართლობას სხვათა მიმართ.
ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.
თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისთვის?
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს დამდაბლებას გარეგნული მხეცების მდგომარეობამდე, რომლებიც ასევე არ ესხმიან თავს ფარას, როცა მათ მოდარაჯე ადამიანებსა და ძაღლებს ხედავენ.
ბელადებსა და ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ თავისი მოვალეობა უფლის წინაშე მუდამ ახსოვდეთ. მათ მშვიდობა უნდა მოუტანონ ხალხს და არა განხეთქილება. მათი ვალია ხალხის მონაპოვარი კეთილსინდისიერად განაგონ.
ხელისუფალთა სიბრძნე, უპირველეს ყოვლისა, იმაშია, რომ შეძლონ, შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.
იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობის აღსრულებისთვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა.
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავლშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლესიას დიდი ძალა აქვს. მთავარია, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული.
სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი ყურადღებას არაფერს აქცევს.
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიოფს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.
თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.
რა უნდა იყოს საბოლოო მიზანი სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლებისა?
ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვლყურს ადევნებს იმას, რაც შეეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო – მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება.
თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, სამოქალაქო აზრით სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრევენ სუფთა წყალსაც და კეთილ ადამიანებსაც, ანდა თავიანთი გავლენით აცდუნებენ, ან თავიანთი ძალით შეჭირვებისა და მწუხარებისკენ უბიძგებენ; თანაც, როდესაც ძლიერდებიან, მთელ საზოგადოებას აზიანებენ.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება, რადგან ცხოვრების ასეთი წესი ნაყოფია თავისი თავის აბსოლუტიზაციისაკენ მიმართული, ყველაფრის ლეგიტიმიზაციის მოსურნე გონებისა, რომლისთვისაც აღარაფერია წმიდა და რომელიც თავის თავს შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ძირფესვიანად თავადვე სპობს. თუ გადარჩენა გვინდა, მიწიერი პრობლემების მოგვარების სურვილის გარდა, იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოსახლეობას არ დავაკარგვინოთ სასუფევლისაკენ მიმავალი გზა და სხვათა შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
იმ ეპარქიის ზოგიერთ მოსახლეს მხედართმთავრის ჯარისკაცები ჩაგრავდნენ, რომელთაც ისინი წმინდა ეკლესიების საზღვრებიდან გაჰყავდათ. ამის გამო ქალაქის მთავრები ეპისკოპოსს ეთათბირებოდნენ, რომ მეფისთვის ეცნობებინათ ეს, მაგრამ, ამასთანავე, მხედართმთავრისაც ეშინოდათ, რათა წყენა არ მიეყენებინა მათთვის; ამიტომ დიდ ბერს ამ საკითხზე შეკითხვა გაუგზავნეს.
მან კი უპასუხა: თუ გრწამთ, რომ ღმერთი არსებობს, რომელიც ღატაკებს იწყალებს, მაშინ მამაცურად დადექით ამ საქმეში, რამეთუ ღატაკთა მწყალობელი ყველანაირად ექომაგება იმათ, ვინც მათთვის იღწვის. განა მან არ თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25, 40). ფრთხილად იყავით, რათა თქვენზე არ აღსრულდეს ეს სიტყვა: „იწყეთ სულიერად, და აწ ხორციელად აღასრულებთ“ (გალ. 3, 3). ან იქნებ არ იცით, რომ ეს ღვთის საქმეა? მხოლოდ თქვენ არ ირჯებით ამ საქმისთვის, არამედ სხვანი მრავალნი თქვენთან ერთად იღწვიან თავის ლოცვებით. მაშ, იცოდეთ, თუ თქვენ ღვთის საქმეს უღალატებთ, მაშინ ღმერთიც გიღალატებთ თქვენ. ხელისუფალთაგან კი, დაე, ნურავისი შეგეშინდებათ, რამეთუ ღვთის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თვით სიკვდილამდე უნდა იღვაწოთ ჭეშმარიტებისათვის. დაე, უფალი თანაგიდგეთ ბრძოლაში (ზირ. 4, 28).

Комментариев нет:
Отправить комментарий