ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 25 августа 2013 г.

ხატის წინ.

აკაკი წერეთელი

ხატის წინ

მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, თვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს
თვალუწვდომელი წყვდიადი.

მივჩერებულვარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული,
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა,
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც, განა?

კი... მაგრამ მნათე არსად სჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა...
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!..

1894

Комментариев нет:

Отправить комментарий