კანონები თავიანთ მაღალ გარანტიას ჰპოვებენ რელიგიაში.
ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი.
რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?
უარს ნუ იტყვი, სამართლიანობის მსხვერპლად მიიტანო საკუთარი სიმშვიდეც, სარგებელიც, ზოგჯერ კი მრავალი ძლიერის წყალობაც, რათა ერთი უძლური იხსნა.
გიყვარდეს და ყოველთვის სამართლიანად მოიქცევი, ისე რომ, ამას თავადაც ვერ შეამჩნევ. ეს სულიერი საწყისი გასწავლის, როგორ მოიქცე ყოველგვარ ვითარებაში.
განა შესაძლებელია ადამიანური საზოგადოებისა და სამართლიანობის რაიმე იდეის არსებობა, თუკი შეწყდება ღვთისმოსაური დამოკიდებულება უფალთან მიმართებაში?
სამართლიანობა იმ კაცისა, ვინც მხოლოდ თავის უფლებებს იცავს და არ აქცევს ყურადღებას სხვათა გაჭირვებას, სხვათა წუხილს, რა თქმა უნდა, ვიწრო ეგოიზმიდან მოდის.
ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.
ჭეშმარიტი სამართალი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც წონასწორობაა ჩემსა და სხვას შორის. ვექცევი თუ არა სხვას ისე როგორც საკუთარ თავს. ეს კი გამოცდილებით ვიცით, რასაც ნიშნავს: იმის მიუხედავად, კარგია ჩვენი საქციელი თუ ავი, თავი მაინც გვიყვარს და შეცდომებსაც ადვილად ვპატიობთ.
სამართლიანობა მოითხოვს, ასეთივე დამოკიდებულება გვქონდეს სხვათა მიმართ. ეს არის ადამიანთა ურთიერთობის გაცილებით მაღალი და სრულყოფილი საფეხური, დაფუძნებული სიყვარულზე და მოწყალებაზე. იგი აღემატება სამართლიანობის მდაბალ სახეს, რომლის ნიღაბს ხშირად ისინი იფარებენ, რომელთაც არა აქვთ თანაგრძნობა და სიყვარული მოყვასისა და განიკითხავენ მათ.
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს.
მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - "ნათელი იგი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1,5).
თუ სამართლიანობას მოითხოვ, რაშიც გინდა იყოს, როცა შენი მოყვასი უსამართლოდ მოგექცევა, შეგარცხვენს, შეურაცხგყოფს, დაგარტყამს, გაგაგდებს ან შენს სიცოცხლეს ხელყოფს, თავად აღმოჩნდები უსამართლო, მიიჩნევ რა მას დამნაშავედ ან ვნებიანად განიკითხავ. რადგან მისგან ითხოვ იმას, რაც ღმერთს მისთვის არ უბოძებია. და თუ კარგად გაიგებ, რასაც გეუბნები, ყველა უდანაშაულო იქნება შენთვის ნებისმიერ შეცდომაში, და მხოლოდ შენ იქნები ყველაფერში დამნაშავე.
თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.

Комментариев нет:
Отправить комментарий