"სტალინმა არაფერი იცოდა რეპრესიების შესახებ..." - მიუხედავად იმისა, რომ სტალინური ეპოქის არქივები დიდი ხანია რაც გაიხსნა, ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ დღევანდელ საქართველოში. არადა, არსებობს ეგრეთ წოდებული სტალინური სიები; ადამიანების სიები -- სტალინის პირადი ხელმოწერით... ამ ადამიანებს გაიხსენებს "წითელი ზონის" მორიგ გადაცემაში პროგრამის სტუმარი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий