ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 декабря 2013 г.

საიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკი?

  ჩიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება. გასულ საუკუნებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია – საახალწლოდ ოჯახებში დაედგათ ჩიჩილაკი.

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა.

გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა – დღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას – წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ. გურიაში ამბობდნენ, ჩიჩილაკი “ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი ნამცხვარი კი “ბასილის პურიაო”.

საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.

თეა სულაბერიძე


http://www.ambioni.ge/saidan-irebs-sataves-cicilaki



Комментариев нет:

Отправить комментарий