ღმერთი

ღმერთი

пятница, 20 декабря 2013 г.

პედოფილები უტევენ ევროპას.

2012 წლის შემოდგომაზე ლატვიაში დიდი სკანდალი მოხდა. ერთი წლის წინათ კეთილდღეობის სამინისტრომ ლატვიის საბავშვო ბაღების პროგრამებში შემოიღო ისეთი წიგნების სწავლება, როგორიცაა «დღე, როცა კარლოსი კარლინა იყო» და «დღე, როცა რუტა რიხარდი იყო». გამოქვეყნდა მეთოდური მასალებიც პედაგოგებისთვის: «საბავშვო ბაღები, რომლებშიც არიან პეპი პრინცები და პრინცესა მეკობრეები». მაშინ მშობელთა საზოგადოება სქესთა ამგვარი აღრევის წინააღმდეგ გამოვიდა. გაიმარჯვეს მშობლებმა? ჯერჯერობით _ არა.




კეთილდღეობის მინისტრმა ილზე ვინკელემ ასეთი პროგრესული მიდგომის კრიტიკოსებს «ბნელეთის მოციქულები» უწოდა.


ამ წერილის ავტორ მაქსიმ ვაჟენინს ეჭვიც არ ეპარება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უკან არ დაიხევს და კვლავ არაერთგზის მოინდომებს «ბიჭების გოგოებად გადაკეთებას, გოგოების კი _ ბიჭებად».


რატომ?


«იმიტომ, რომ ჩვენმა მთავრობამ ხმა მისცა ამ პროგრამას და ფორმალურად იგი ძალაში რჩება. მისი პრაქტიკულად დანერგვა აუცილებელი იქნება».


ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სქესობრივი აღზრდის პრობლემებს შეისწავლიდა და ნერგავდა პედაგოგიური მეცნიერება. მთავარი პრინციპი იყო «არ ავნო», რადგან პრობლემა ფრიად დელიკატური და მგრძნობიარეა. მეთოდები, როგორც თავად პედაგოგიური მეცნიერება, იხვეწებოდა, მაგრამ მთავარი იდეები _ ზნეობრიობა, ჯანმრთელობის დაცვა, ოჯახური ურთიერთობები _ იყო და რჩებოდა საფუძველთა საფუძვლად. სასწავლო მასალებში პრევალირებდა საპირისპირო სქესისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა. სასკოლო განათლება აგებული იყო ზნეობრივ მაგალითებზე, მორალურ ნორმებზე, კოლექტივიზმისა და ამხანაგურ ურთიერთობებზე.


ახალ დროებას აღზრდის ახალი სტანდარტები მოჰყვა, სწორედ _ სტანდარტები, რომლებიც მიღებულ კონვენციებსა და შეთანხმებებზეა დაფუძნებული და რომლებითაც ზუსტად არის განსაზღვრული, რა სჭირდება ბავშვს და რა _ არა. სქესობრივი აღზრდა სექსუალურ განათლებად იქცა.


60-იანი წლების დასავლურ საზოგადოებაში ზნეობრივი აღზრდა სულ უფრო მოექცა ფიზიოლოგიურ-სქესობრივი გავლენის ქვეშ, უფრო ზუსტად, მეორე პირველს ჩაენაცვლა და, როცა ლატვია დასავლეთ ევროპაში გაერთიანდა, იგი არამხოლოდ ზრდასრულთა, არამედ ბავშვების სექსუალური თავისუფლების მორევმა ჩაითრია.


სექსუალურად თავისუფალმა უფროსებმა ბავშვების სექსუალური აღზრდა ითავეს!


სექსუალური აღზრდის ახალი სტანდარტები ალფრედ კინსის 50-იანი წლების გამოკვლევებს ეყრდნობა. ცდების საშუალებით მან განსაზღვრა, რომ ნებისმიერი წლოვანების ბავშვები რეაგირებენ სექსუალურ გამღიზიანებლებზე და აღწევენ ორგაზმს. ვიმეორებ _ «განსაზღვრა ცდების მეშვეობით», «ნებისმიერი ასაკის ბავშვები». ამან «უფლება მისცა» ეწოდებინა ბავშვისთვის სექსუალური მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. კინსის მიაჩნდა, რომ პედოფილებს ვერ უგებენ და მათი დასჯა უსამართლობაა, ყველა ბავშვს აქვს ეროტიკული პოტენციალი, რომელიც ადრეული სექსუალიზაციის დროს თავს იჩენს _ ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, შეიცნოს თავი თვისი, სექსუალურად თავისუფალი გახდეს, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.


კინსის ანტიმეცნიერული დასკვნები სპეციალისტებს არაერთხელ მკაცრად გაუკრიტიკებიათ, მაგრამ სწორედ ეს დასკვნები(!) დაედო საფუძვლად ევროპული და ამერიკული სკოლების სექსუალური განათლების სტანდარტებს. სექსუალიზაციის პროგრამები ინერგება კინსის მიმდევართა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სექსუალური ინფორმაციისა და განათლების ამერიკის საბჭომ (Siecus) შექმნა სექსპროგრამები უშუალოდ «იუნისეფისთვის», რომელიც გაეროსთან არსებული ბავშვთა ფონდია (Uniseff).


უფროსი თაობისთვის ცნობილი «იუნისეფი», კარგა ხანია, აღარ არის ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია. იგი გადაიქცა მოსახლეობის შობადობასა და დეპოპულაციაზე კონტროლის ბურჯად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ქვეყნების დასახლების გაეროს ფონდთან (UNFPA) ერთად «იუნისეფი» ხელს უწყობს ბავშვების სექსუალური განათლების, მშობლების ძალმომრეობისგან ბავშვების დაცვის პროგრამებს, აყალიბებს სოციალური სამსახურების ქსელს, რომლებიც მშობლებს ატერორებენ და ართმევენ ბავშვებს მოგონილი მიზეზებით.


«იუნისეფს» აკონტროლებს და აფინანსებს მილიარდერების კერძო ფონდები, რომლეიც შეშფოთებულნი არიან მსოფლიო მოსახლეობის ზრდით. უფლებადამცველები და კათოლიკური ეკლესია, დიდი ხანია, ბრალს დებენ «იუნისეფს», რომ იგი ვაქცინაციის საფარქვეშ აწარმოებს მოსახლეობის სტერილიზაციას ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ტაილანდში, ფილიპინებზე.


ლატვიაში სექსუალური განათლება დაფუძნებულია სკანდინავიის სპეციალისტების მიერ შედგენილ პროგრამებზე, ზემოთ ნახსენები წიგნები ბავშვებისთვის კარლსა და კარლინაზე მათი საბავშვო პროგრამების პროდუქტია. ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მშობლებისთვის ბავშვთა ჩამორთმევის უფლება, არალეგიტიმურია და სამართლის სისტემის მიღმა დგას. რის საფუძველზე და რა მიზეზებით ხდება ამ უფლების რეალიზაცია კონკრეტულ შემთხვევებში, გაურკვეველია. როდის მოხდება ოპერატიული ჩარევა ამ უკანონობის აღსაკვეთად, უცნობია. სამაგიეროდ (და დიდად სამწუხაროდ) ბავშვების ნებაყოფლობითი სექსუალური გამოყენება არ აღიკვეთება. მათ სრულიად თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთთან დაამყარონ სექსუალური ხასიათის ურთიერთობა. მათი გამოყენება მათივე თანხმობით შეუძლიათ უფროსებსაც, მაგალითად, თეატრებში, სექსუალური ხასიათის სცენებში.


ბავშვებს აქვთ უფლება შეინახონ და გამოიყენონ პორნოგრაფია «თანხმობის» ასაკიდან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა და ასეთი ზემოქმედების შედეგად უფრო და უფრო «ახალგაზრდავდება». სექსზე თანხმობის წლოვანება ესპანეთში 13 წელია; გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, სერბეთში, მაკედონიაში, ხორვატიაში, ჩერნოგორიაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ალბანეთში, უნგრეთში, ესტონეთში _ 14 წელიწადი; დანარჩენ ევროპაში _ 15-16 წელიწადი. ალფრედ კინსის მიმდევართა აზრით, ამ ზღვარის შემცირება კიდევ უფრო შეიძლება, ზოგიერთი კი საერთოდ მოშლას მოითხოვს.


«სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროსაბჭოს კონვენციის» ზოგიერთი მუხლის არსი დაყვანილია იქამდე, რომ გაუქმდეს საინფორმაციო საშუალებებით პორნოსა და სექსის შემცველ მასალებზე ყოველგვარი აკრძალვა. ბავშვის თანხმობის შემთხვევაში, მისი სექსუალური გამოყენების შესაძლებლობა თითქმის განუსაზღვრელია. კონვენციაში მშობლების უფლება, ფაქტობრივად, არავის აინტერესებს და სექსუალური აკრძალვების კონტექსტში ისინი ნახსენებიც არ არიან.


წერილის ავტორი, ლატვიელი მაქსიმ ვაჟენინი თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მათი ქვეყნის კანონმდებლები თანდათან კონვენციის დებულებებს მიუსადაგებენ ქვეყნის კანონმდებლობას, რაც ფრიად საშიშია და აი, რატომ.


(დავუგდოთ ყური, დავუკვირდეთ, გავითვალისწინოთ ჩვენც _ ქართველებმაც, რადგან ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს პროცესი ჩვენს პარლამენტშიც დაიწყება, დღეს არა, ხვალ).


ჩვენ გვამშვიდებენ, _ წერს მაქსიმ ვაჟენინი, _ რომ სექსუალური განათლება იგივეა, რაც სექსუალური აღზრდა. სიყალბეა! რადგან ზნეობრივ აღზრდაზე აქ ლაპარაკიც არ არის, სამაგიეროდ, ბავშვების უზნეო სექსუალიზაციაზე _ რამდენიც გნებავთ, იმდენია.


ცოტა ხნის წინათ «სქესი» აღინიშნებოდა სინონიმებით «გენდერი» და «სექსი». კინსის პედოფილური ცდები დაეხმარა მის მომხრეებს, გაეყოთ «სქესი» «ბიოლოგიურ» (გენდერი) და შენაძენ «სოციალურ» შემადგენლებად.


ეს გაკეთდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, იმ მიზნით, რომ ადამიანებისთვის თავს მოეხვიათ ნაყალბევი შეხედულება, თითქოს სოციალური სქესობრივი კუთვნილების განსაზღვრა სუბიექტის სურვილით არის შესაძლებელი. ამან საშუალება მისცათ სოციალურ სქესად, ანუ ნორმად ეღიარებინათ ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი, ტრანსვესტიტები. ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაცია კი უფრო შორს წავიდა და გვთავაზობს ტოლერანტობას პედოფილიისადმი, რადგან იგი ნორმალური სექსუალური ორიენტაციაა.


საქართველოს სინამდვილეში არსებული და კარგად დაფინანსებული ერთი-ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი საზოგადოების მიერ ამ გახრწნილობის მიუღებლობას ჰომოფობიად აცხადებს.


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კი იღებს კანონს პედერასტიის პროპაგანდის წინააღმდეგ ბავშვებში.


ავირჩიოთ, ვის მხარეს უნდა დავდგეთ.


სხვადასხვა კერძო ფონდის მიერ ანგაჟირებული «ექსპერტები» იმავე ლატვიაში მხარს უჭერენ ბავშვების ასაკის შემცირებას სექსუალური კავშირის დამყარებისთვის. «კისნის მოძღვრების» მიმდევრების აზრით, ბავშვებს აქვთ უფლება, მიიღონ სიამოვნება და ჰქონდეთ სექსუალური თავისუფლება. ამას კი საბავშვო ბაღსა და სკოლაში ასწავლიან სახელმძღვანელოებით, რომლებიც დასურათებულია პორნოგრაფიით, ხოლო სქესობრივი როლების შეცვლა ჩვეულებრივ სოციალურ ნორმადაა მიწოდებული. ამათ ენაზე ეს არის «გენდერული მეინსტრიმი». თუმცა, რაც გინდა ერქვას, საზოგადოებაში შეგდებული ბომბია, რომელიც უკვე აფეთქებულია დიდ ბრიტანეთში: აქაური სკოლების მოსწავლე ბიჭების ერთი ნაწილი თავს გეიდ მიიჩნევს, გოგონების ნაწილი _ ლესბოსელად. და ორივენი სასკოლო მეცადინეობებზე განიხილავენ პირობით პორნოვიდეორგოლებს, ითვისებენ წინადაცვეთილი სასქესო ორგანოების წინადაუცვეთელისგან გარჩევის ჩვევებს. სკოლებში თავი იჩინა ადრეული ორსულობისა და აბორტების პრობლემამ. ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შემდეგ ასეთ «ოჯახებს» ნება მიეცათ, აღზარდონ ნაშვილები ბავშვები თავიანთი სულისკვეთებით. ბრიტანული გამოცემა «სამედიცინო ეთიკის ჟურნალი» იშველიებს არგუმენტებს ისეთი არაადამიანური დანაშაულის გასამართლებლად, როგორიცაა მშობლების მიერ საკუთარი, ორ წლამდე ასაკის ბავშვების მოშთობა. ამტკიცებენ, რომ «ორ წლამდე პიროვნება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და მისი მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის», არამედ «მშობიარობის შემდეგი აბორტია»(!).


საზოგადოება აღშფოთდა ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ორმა ლესბოსელმა «მშობელმა» ჰორმონების მეშვეობით შვილობილი ბიჭის გოგოდ «გადაკეთება» სცადეს. აღშფოთდნენ ცოტა ხნით, სახელმწიფოს კი ყურიც არ შეუბერტყია. ეს ფაქტი აშშ-ში მოხდა.


გერმანიაში უფროსებს არწმუნებენ, რომ მათ შვილებს აქვთ სექსუალობა, ახლადშობილებსაც კი(!). დაბალ კლასებში მოსწავლეებს უყვებიან მასტურბაციის, ორგაზმის, ჰომოურთიერთობის შესანიშნავი გრძნობის შესახებ. ბავშვები ირჩევენ(!) თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას, ხოლო ვინც აქამდე ვერ გაარკვია, «რომელ მხარეს ეკუთვნის», ჩაეწერება «გაურკვეველში»: სწორედ ეს მესამე სქესი 1 ნოემბრიდან მისცემს საშუალებას, 18 წლის ასაკამდე გაარკვიონ საკუთარი სქესი სურვილისამებრ.


გერმანიაში ისეთი კანონები მოქმედებს, რომლებიც ნებას არ რთავს, სკოლაში შემოღებული რომელიმე საგნის სწავლებაზე ბავშვმა უარი თქვას. ეს კანონი «სექსუალური განათლების» კურსზეც ვრცელდება. გააცდენს ბავშვი ამ საგნის გაკვეთილს, ჯერ ჯარიმას გამოუწერენ, შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.


ბავშვის დაბადების პროცესის დეტალურად აღწერა, გოგონებს შოკში აგდებს, რაც მათ ფსიქიკაზე უარყოფითად ზემოქმედებს ქვეცნობიერად და ჰეტეროსექსუალიზმისკენ უბიძგებს.


ბელგიის სასკოლო რეგლამენტებში მითითებულია ადგილები, სადაც არ შეიძლება სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ჯანდაცვის ბელგიური სისტემა კი უკვე გამოსცდის ბავშვთა ევთანაზიის(!) პროცედურებს, რადგან «ბავშვებს უკეთ ესმით ევთანაზიის მნიშვნელობა, ვიდრე უფროსებს»(!). მშობლებისგან ბავშვების დამოუკიდებლობა უსაზღვრო ხდება _ ყველაფერს ვიღაც ისეთი «სპეციალისტები» წყვეტენ, რომლებიც ბავშვებით მანიპულირებენ.


საფრანგეთში კორსიკა აირჩიეს «აბგდე თანასწორობის» პროგრამის განსახორციელებელ საპილოტო რეგიონად. პროგრამა ბიჭებისა და გოგონების დისკრიმინაციული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა გათვალისწინებული. მას შემოიღებენ საბავშვო ბაღების უფროს ჯგუფებში და სკოლის დაწყებით კლასებში. ეს საგანი საფრანგეთის სკოლებში 2014 წლიდან დაინერგება.


საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ «მორალისა და სახელმწიფოს მიზანია, გამოჰგლიჯოს მოსწავლე ყველა გარკვეულობას»(?!), იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია, ბავშვები «მოვწყვიტოთ სოციალურ და რელიგიურ დეტერმინიზმებს და თავისუფალ მოქალაქეებად აღვზარდოთ!» გასაგებია, თუ რომელი წყარო კვებავს ლიტველ ინოვატორებს.


შვეიცარიის საბავშვო ბაღებში პატარები პლუშისგან დამზადებული სასქესო ორგანოების იმიტირებული სათამაშოებით ერთობიან. ავსტრიის საბავშვო ბაღებშიც იგივე იდეოლოგიაა დამკვიდრებული.


სკანდინავიის დაწყებით კლასელებს პრეზერვატივების ხმარებას ასწავლიან.


ამ ფონზე, ის დროა, ერთი ქართული ანეკდოტი გავიხსენოთ:


შედის კახელი აფთიაქში და ითხოვს:


_ წითელი პრეზერვატივი მომეცით.


_ წითელი არ გვაქვს, შეგვიძლია შავი შემოგთავაზოთ.


_ არა.


_ რატომ?


_ შავი ახთუნებს!


ჩამოვრჩით ევროპელებს და ევროკავშირის ასოცირებული წევრობა თუ გვიშველის, სხვა ვერაფერი.


ნიდერლანდების სამეფოში პედოფილიის იდეის მოწონებისთვის განაწყობს საზოგადოებრივ აზრს «მარტეინის საზოგადოება». არაერთგზის შეეცადნენ ამ საზოგადოების აკრძალვას, მაგრამ 2013 წელს სასამართლომ დაადასტურა მისი არსებობის უფლება. ეს კი ნიშნავს, რომ პედოფილია აკრძალული არ არის.


ჩეხეთში უარესია. აქაური პედოფილური საზოგადოება «ჩეპეკი» ისე «წარმატებულად» საქმიანობს, რომ ამ ქვეყანას უკვე აღიქვამენ, როგორც ევროპის ერთ-ერთ პედოფილურ ბორდელს.


ცალკეული ევროპელი წვრილ-წვრილი პოლიტიკოსები პედოფილიის ლეგალიზაციასთან ერთად ნარკოტიკების ლეგალიზაციასაც მოითხოვენ. პრაქტიკულად ყველა მათგანი ლგბტ-ია, ანუ, რაც არის, იცით.


რიგი ქვეყნების ტრადიციული ქრისტიანული კონსერვატული კონფესიები არ ეწინააღმდეგებიან ჰომოქორწინებების დაკანონებას, ხმას არ იღებენ, როცა ბავშვების ზნეობრივი აღზრდის პრობლემები დგება დღის წესრიგში. სავარაუდოა, რომ აქ მათი დაინტერესებაც არის. როცა რელიგიური ინსტიტუტები უბრძოლველად თმობენ ქრისტიანულ ღირებულებებს, ზნეობრივ პოზიციებს, უკანასკნელ დამცველებად მშობლებიღა რჩებიან. ოჯახი იძულებულია, გაუწიოს წინააღმდეგობა უზნეობის მასშტაბურ შემოტევას. ასიათასობით მანიფესტანტი გამოვიდა საფრანგეთში. პირველი «პოლიტიკური ბრძოლა» მათ წააგეს, მაგრამ ბრძოლის ჟინი არ განელებიათ.


2013 წლის მაისში ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა «სექსგანათლება» სკოლებში. მშობელთა საზოგადოების პროტესტმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს მართლმადიდებელმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა, შედეგი გამოიღო _ მშობლებს დაუდასტურეს შვილების აღზრდის უფლება.


იმედი ვიქონიოთ, რომ არც ჩვენი საზოგადოებრივი შეგნება აღმოჩნდება დამბლადაცემული.


უცხოეთის პუბლიკაციების მიხედვით მოამზადა


არმაზ სანებლიძემ


http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5496&Title=pedofilebi+uteven+evropas&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий