ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 декабря 2013 г.

საახალწლო სიზმარი.

ახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ – მიდის წელი ძველი.
ნაძვის ხესთან ვზივარ და არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე, არ მსურს,დავიძინო.
გარეთ ცივა, სახლში კი საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე ჩამეძინა ტკბილად.
თოვლის პაპა მესიზმრა და სიზმარი ახდა–
როცა გამომეღვიძა, საჩუქრები დამხვდა.
ასე ჩუმად რად მოდის თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის, დღე რატომ ვერ ვხედავ?
ნატვრადა მაქვს ქცეული თოვლის პაპის ნახვა...
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას სად ვუცადო ახლა?...

ვასილ გულეური






Комментариев нет:

Отправить комментарий