გლობალიზაციის ეპოქაში (და სამწუხაროდ ერთგვაროვნების ასევე ერთსახოვნებისაც), ჩანს ბევრი ტრადიციული ფასეულობა საფრთხის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია განცდა, რომ ეროვნული იდენტურობა იკარგება და ეს ხსირად წარმოშობს გარეშეების მიმართ შიშს და ზრდის ნაციონალისტურ გრძნობებს.
ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცოდვილი ფენომენი, როგორიცაა ქსენოფობია და შიდა-ეთნიკური მტრობა, რომელთა შედეგიც ხშირად ინდივიდებისა და ერების უფლებების შეზღუდვა, დევნა, ომები და ძალადობის სხვა გამოვლინებებია. ამის საპირისპიროს პოვნა შეიძლება ქრისტიანულ სწავლებაში.
ქრისტიანობისა და მისი ფასეულობების მისია გლობალურია და არ უნდა ეშინოდეს ნებისმიერი სახის გლობალიზაციისა. სეკულარული გლობალიზაციის ავადმყოფობისაგან და ფასეულობების დაკარგვისაგან განკურნება შესაძლებელია არა ეთნიკურობასა და ნაციონალობასთან თავის შეფარებით, არამედ ქრისტიანობის მისიის უნივერსალურობის გამოყენებით. ჭეშმარიტ ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს ეთნიკურობის დაკარგვის შიში, რადგან ქრისტიანული გლობალიზაცია არ უარყოფს ეთნიკურობას. ქრისტიანობის გლობალური მისია არა ერთსახოვნება, არამედ ერთობაა.
ეკლესია არ უარყოფს ეთნიკურობას, რადგან მისი უარყოფა პიროვნულობისა და თითოეული ინდივიდის განსაკუთრებულობის უარყოფა იქნებოდა. ეკლესია სცდება ეთნიკურობის საზღვრებს. მან უნდა განიხილოს ერი და ომი თავისი აბსოლუტური და მარადიული ღირებულებების შესაბამისად: ყველა სხვა ფასეულობა, როგორიც არ უნდა იყოს ის და არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ღირსშესანიშნავია მისი მოტივები, ნაკლებმნიშვნელოვანი და ფარდობითია. საღმრთო გამოცხადება და სიცოცხლე ქრისტეში საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით აბსოლუტური ფასეულობაა; მაშასადამე, ეკლესია ვერ მიიღებს ნებისმიერ სხვა ფარდობით ფასეულობას, რომელიც ეჯახება მის აბსოლუტურ ფასეულობებს ზეციური სამშობლო ნებისმიერ მიწიერ სამშობლოზე მაღლა დგას.
წმ. იოანე კრონშტანტელი სამშობლოს სიყვარულის შესახებ წერს: “გიყვარდეს მიწიერი სამშობლო. . . მან გაგზარდა, გამოგარჩია, ღირსებითა და ყოველგვარი სიკეთით შეგამკო: მაგრამ განსაკუთრებით გიყვარდეს ზეციური სამშობლო. . . ის სამშობლო შეუდარებლად უფრო ძვირფასია ვიდრე ეს.”
ეთნიკურ კონფლიქტებში ეკლესიას უნდა ჰქონდეს ძლიერი წინასწარმეტყველური ხმა და როდესაც დაინახავს, რომ მის ხალხში ან სხვებში წარმოიშვა ავადმყოფური ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც სიძულვილით იკვებება, მან ამ ავადმყოფობას დიაგნოზი უნდა დაუსვას განსჯითა და სიყვარულით. ეკლესიამ არ უნდა შეიწყნაროს ეთნიკური სიძულვილი, რომლისგანაც იშვება რასიზმი და ფაშიზმი. ის მტკიცედ უნდა ებრძოლოს სიძულვილის დემონს. ერის ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს სურვილს მისი ავადმყოფობების განკურნებისა. როგორც თავდადებულ ექიმს სურს განკურნოს ავადმყოფობა და არ ნაღვლობს იმაზე თუ რას იფიქრებს მასზე ავადმყოფი, ასევე ეკლესიამ, რომელსაც ერისა და თავისი ხალხის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული ამოძრავებს და აქვს სულიწმიდის წინასწარმეტყველური ძალა, უნდა დასვას დიაგნოზი, გამოიყენოს შესაფერისი წამალი მის განსაკურნებლად და არ იფიქროს იმაზე თუ როგორ შხედავს ამას ხალხი. ეკლესიის წინასწარმეტყველური როლია იმის თქმა, რასაც ღმერთი ამბობს. წმინდა წერილიდან ვიცით თუ რა ფასეული იყო წინასწარმეტყველებისათვის ფრაზა “ამას ამბობს უფალი”.
ყველა მათგანი დევნეს და მოკლეს, რადგან ისინი ამბობდნენ “ამას ამბობს უფალი” და ღმერთის სიტყვას ქადაგებდნენ. მეფეებს, მმართველებს, მღვდლებსა და ხალხს სურდათ, რომ წინასწარმეტყველებს მხოლოდ ის ეთქვათ რისი გაგონებაც მათ სურდათ, მაგრამ წინასწარმეტყველები ამბობდნენ იმას, რასაც ამბობდა უფალი. ჭეშმარიტება შეიძლება დევნონ, მაგრამ ის იცოცხლებს. მისი სიტყვები მარადიულია, რადგან “ამას ამბობს უფალი”. მაგრამ როდესაც სხვებს არ ვეუბნებით სიმართლეს, აქედან ჩანს, რომ არ გვიყვარს ისინი.
ქრისტიანულ ანთროპოლოგიაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ღმერთმა “შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა “ (საქმე 17:26), ადამიანური ერთობა უფრო ღრმაა, ხოლო ეთნიკური დაყოფები კი ზედაპირული და არაარსებითია. ერთადერთი ლეგიტიმური დაყოფა ხდება, როდესაც “შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განაჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განაჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.“ (მათე 25:32).
და ბოლოს, მინდა დავასრულო ნ. ბერდიაევის სიტყვებით:
“სამყაროში ყოველთვის ორი რასა არსებობდა: ისინი არსებობენ დღესაც და ეს დაყოფა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაყოფა. არიან ჯვარმცმელები და ჯვარცმულები, მჩაგვრელები და ჩაგრულები, ისინი, ვისაც სძულთ და ვინც სძულთ, მტანჯველები და ტანჯულები, მდევნელები და დევნილები. არ არის საჭირო იმის განმარტება თუ ვის მხარეს უნდა იყვნენ ქრისტიანები.”.
იოანე ბელუში - კორჩეს მიტროპოლიტი (ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია)
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: www.lib.ge-დან
faith.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий