ღმერთი

ღმერთი

суббота, 28 декабря 2013 г.

“საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი”-მუხრან მაჭავარიანი

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა, რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,
იხულვებს ხოლმე,
იხულვებს ერთხმად -
ღ ა ლ ა ტ ი ა ო
მ ა გ გ ვ ა რ ი
ფ ი ქ რ ი !






Комментариев нет:

Отправить комментарий