უნგრეთი რუსეთს ელჩებს უგზავნის, - ევროკავშირმა ვერაგულად მოგვატყუა.
გაბორ ვონა (პარტია "იობიკის" ლიდერი) და ბელა კოვაჩი (ევროპარლამენტის დეპუტატი)- უნგრეთის, ევროპისა და რუსეთის შესახებ.
(ფრაგმენტები შეხვედრიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში)
გამარტივებულად, მაგრამ ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის აშშ არის ევროპის დეფექტური ბავშვი. ამავე დროს, ევროკავშირი სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის დანამატი. ხოლო რუსეთი ამ შემთხვევაში ევროპულ ღირებულებათა შემნახავი და დამცველია. როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, ევროკავშირს ევროპას ვერ ვუწოდებთ. ევროპული აზრი და შინაარსი გაცილებით მეტად არის შემონახული რუსეთში და რუსეთის მიერ. სამწუხაროდ, ამერიკანიზმი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ ესაა რაოდენობის მეფობა ხარისხზე, ესაა ფულის გაბატონება ყველგან და ყველაფერში. ადრე ევროპას ჰქონდა ღირებულებები, ახლა ყველაფერი ფულით იზომება.
ბევრს მიაჩნია, რომ ევროპა აშშ-ის მოკავშირეა, მაგრამ სინამდვილეში ევროპა მხოლოდ მსახურის როლს ასრულებს და მოქმედებს ამერიკული ბრძანებების მიხედვით.
მიდის საიდუმლო ომი, მაგრამ ევროპა ჯერჯერობით დამარცხებულია. ის მთლიანად ემორჩილება აშშ-ს. ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რომ ყველა ეკონომიკური პრობლემა, რომელიც ახლა ევროპაში იჩენს თავს, აშშ-ის მოქმედებებიდან მოდის. არ არის ამერიკის ინტერესებში, რომ ევროპა ძლიერი გაერთიანება და ევრო– ძლიერი ვალუტა იყოს.
დღეს ევროპა ისეთ გაუგებრობაშია, რომ მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს არც ამერიკას და არც აზიურ ქვეყნებს. ის არამარტო საგარეო პრობლემებს ვერ უმკლავდება, არამედ ვერ გადაუწყვეტია შიდა პრობლემებიც _ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ღირებულებათა ნგრევა, უმუშევრობა (განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის) და სხვა.
საით მიდის ევროპა? როგორია მისი მომავალი? ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი არ არის სიცოცხლისუნარიანი მოდელი. ბევრს მიაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს ინტეგრაციული პროცესები და შეიქმნა ევროპის შეერთებული შტატები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში წევრი ქვეყნები მთლიანად დაკარგავენ თავისუფლებას, თანაც ეს ახალი სახელმწიფო იქნება მართვადი.
ჩვენი აზრით, ევროპის მომავალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ამერიკის სისტემის კოპირება. არ შეიძლება, რომ ეროვნული ტრადიციები მთლიანად დაინგრეს. მომავალი წარსულსა და ღირებულებებს უნდა ეფუძნდებოდეს.
როგორია ამ საქმეში რუსეთის როლი? რუსეთი ევროპის მოწინააღმდეგე კი არ არის, როგორც ამას ბევრი მიიჩნევს დასავლეთში, რუსეთი ევროპის უკანასკნელი შანსია. რუსეთს თავისი ტრადიციებით შეუძლია წინ აღუდგეს ევროპის ამერიკანიზაციას.
რუსეთმა უნდა გადაარჩინოს ევროპა– ეს მისი პასუხისმგებლობაა. რუსეთს ეს შეუძლია როგორც კულტურულ და სულიერ დონეზე, ასევე ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე.
რუსეთი ევროპას არ უნდა მოექცეს ისე, როგორც ახლა აშშ ექცევა, ანუ არ უნდა მოახდინოს მისი კოლონიზირება, არამედ უნდა მოძებნოს მოკავშირეები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ამერიკის გლობალური ბატონობისა ევროპაზე.
ამ მოკავშირეებთან ერთად რუსეთს შეუძლია ააშენოს ახალი ევროპა, რომლის შემადგენლობაში თვითონაც შევა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ევროპის ბედს მომავალში, ალბათ, გადაწყვეტენ ევროპის შიგნით გერმანია, გარეთ კი რუსეთი და, შესაძლოა, თურქეთი.
ასე რომ, ევრაზიულ კავშირის დიდი უპირატესობა ექნება "ევროატლანტიზმთან" შედარებით, რომელსაც არსად არ მივყავართ.
ევროპას და აზიას საერთო ღირებულებები გააერთიანებს და ამისთვის უნდა გამონახოს თანამშრომლობის ყველაზე მისაღები ფორმები.
http://www.geworld.ge/ViewWorld.php?W=828&Title=+%22evrokavSirma+veragulad+mogvatyua%22%E2%80%93+ungreTi+evraziul+kavSirs+aniWebs+upiratesobas+%28video%29+&lang=ge
საინტერესოა, მომავალში ევრაზიული კავშირი გახდება უფრო პრიორიტეტული თუ არა?

Комментариев нет:
Отправить комментарий