სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის სუიციდი – თვითმკვლელობა – მსოფლიოში მე–2–4 ადგილს იკავებს, სიმსივნური დაავადების შემდეგ. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად თვითმკვლელობის მაჩვენებლები მკვეთრად მატულობს. ეს მაჩვენებელი საქართველოშიც შემაშფოთებელ სახეს იღებს. თვითმკვლელობა უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული ქრისტიანულ რელიგიაში, იმდენად, რომ თვითმკვლელის სულის მოხსენიებაც კი არ ხდება ეკლესიაში, საუბარი აღარაა წესის აგებაზე და დაკრძალვაზე ეკლესიაში. რატომ არის მიუტევებელი დანაშაული, როცა ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს მოისწრაფებს და არა – სხვისას? ამ საჭირბოროტო თემაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამაო, როგორია თვითმკვლელობის შეფასება მართლმადიდებლური პოზიციიდან?
– ყველა რელიგიური პოზიციიდან თვითმკვლელობა დაგმობილია. მართლმადიდებლობა, ისევე როგორც დანარჩენი საქრისტიანო, გმობს სუიციდს და მას მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს. უპირველეს ყოვლისა, ეს ემყარება მოსეს 10 მცნების ინტერპრეტაციას, კერძოდ კი, მეექვსე მცნება ამბობს: "არა კაც კლა". მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო შემდეგნაირად განმარტავს თვითმკვლელობას: "მეექვსე მცნების წინააღმდეგაა მიმართული თავის მოკვლა. თავის მოკვლა არის შედეგი ურწმუნოებისა და ზნეობრივი დასუსტებისა". თავისმკვლელს დაკარგული აქვს რწმენა და სასოება ღვთისა და დავიწყებული აქვს ის ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც დააკისრა შემოქმედმა ღმერთმა. სიცოცხლე ღვთის უდიდესი საჩუქარია, ამიტომ სხვისი და საკუთარი თავის განზრახულად სიცოცხლესთან გამოსალმება, არის ყველაზე საშინელი, მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვა.
შემოქმედმა ადამიანი მთელ მიწიერ სამყაროზე აამაღლა, მიანიჭა გონება და თავისუფლება. ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. იგი მოწოდებულია უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს, შეიცნოს შემოქმედი, სულით ისწრაფვოს მისკენ, ხარობდეს მასთან ერთობით და მასში ცხოვრობდეს.
ადამიანის ფიზიკური მზერა უშუალოდ სამყაროსკენ არის მიმართული. დაბადების წიგნის პირველი თავის მიხედვით, ადამიანი მიწიერ ქმნილებათა გვირგვინად და ბუნების მეუფედ არის დადგენილი. თვითმკვლელობა მკვლელობაზე საშინელი ცოდვაა, რადგან იგი, მკვლელობის ცოდვის გარდა, შეიცავს აგრეთვე სასოწარკვეთილების, ამპარტავნების ცოდვას, უნდობლობას ღვთის მიმართ და ღვთის წინაშე ამბოხს.
– რატომ ჩნდება სასოწარკვეთილება და როგორ უნდა დაძლიოს იგი ადამიანმა?
– სასოწარკვეთილება ერთ–ერთი მძლავრი საშუალებაა, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე. სასოწარკვეთილება მწუხარებისა და გულგატეხილობების ვნებებია. წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს ეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს.
ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და, ერთი შეხედვით, მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრებისთვის, განცდების აღძვრისთვის. ცნობილი ფსიქოლოგის ვ. ფრანკლინის მიხედვით: "საშუალო, ნორმალური ადამიანი ყოველწლიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს". მრავალი გაჭირვების, განცდის გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთი მხრივ, სრულიად გასაგებია, რაღაც მომენტში ის ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყეს ღვთის რწმენა. ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ავყვეთ სასოწარკვეთილ ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გავხდეთ მათდამი. სასოწარკვეთილების შეტევები ზოგჯერ მეტად მძაფრია და ძნელად გადასატანი.
მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. სასოწარკვეთილება ის მიზეზია, რომელიც ადამიანს გონებას უბინდავს და უბიძგებს თვითმკვლელობისკენ. თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს დეპრესია. სუსტი პიროვნება ვერ უძლებს დაძაბულობის სხვადასხვა ველს და მას თავი მიჰყავს საბედისწერო შედეგებამდე. თვითმკვლელობა გადამდებია. გავლენა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო სახელიანმა და გავლენიანმა პიროვნებამ მოიკლა თავი. მაგალითად, ასეთ გავლენას ემორჩილებიან საყვარლები, მეუღლეები, შვილები და სხვა. იყო შემთხვევა, როდესაც ქალიშვილს აკვიატებული ჰქონდა სიცოცხლის თვითნებურად დასრულება მამის გავლენით, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე მოიკლა თავი, თუმცა ეს კაცი სულაც არ ყოფილა ამ ქალის მამა. ამდენად, გამოირიცხა გენეტიკა. ამის გაგების შემდეგ ქალს გაუქრა ეს აკვიატებული აზრი.
თვითმკვლელობას ხშირად ადგილი აქვს დახურულ გარემოში – რელიგიურ სექტებში, გარესამყაროსგან იზოლირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში – ჯარი, უშიშროების სპეცსამსახურები, ციხე და ა.შ.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თავი მოუკლავს ან თვითმკვლელობა უცდია, ოდესღაც წარმოუთქვამს საუფლო სიტყვა "მამაო ჩვენო", მიუმართავს უფლისთვის "იყავნ ნება შენი" და აზრადაც არ მოსვლია, რომ საკუთარ სიცოცხლეზე ხელის აღმართვა საკუთარი სიტყვის ღალატია. ადამიანი, რომელმაც მეტნაკლებად იცის ქრისტიანობის ისტორია, სმენია დიდ წმინდანებზე, მათი თავგანწირვის შესახებ, მათ კი არ ბაძავს, არამედ იუდა ისკარიოტელს, მას, ვინც მისთვის ბოძებულ მადლს ვერ გაუძლო, ვერც საკუთარი ცოდვების მონანიება შეძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წმიდა მამების აზრით, იუდას წარწყმედის მთავარი მიზეზი მის მიერ მაცხოვრის გაცემა კი არ არის, არამედ შეუნანიებლობა და თვითმკვლელობის საზარელი ფაქტი.
– თვითმკვლელი მარტო საკუთარი თავის წინაშე არის დამნაშავე?
– არსებობს ცოდვები ღმერთის წინააღმდეგ, არსებობს მოყვასის და არსებობს საკუთარი თავის წინააღმდეგ. თვითმკვლელობა სწორედ საკუთარი თავის წინააღმდეგ ცოდვაა, მაგრამ ამავე დრო ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ცოდვაც. ღმერთმა ადამიანს მისცა "ხატება და მსგავსება". როდესაც ადამიანი მისთვის მიცემულ ხატების უნარს თვითმკვლელობით ასრულებს, გმობს სულიწმინდას და იმ საჩუქარს, რომელიც მას ღმერთმა არგუნა. ამიტომ არის, რომ თვითმკვლელი სულიწმინდის მგმობელი ხდება. სულიწმინდის გმობა კი მიუტევებელი ცოდვაა.
მოიპარავ – დაუბრუნებ, გააბრაზებ – შეურიგდები, მაგრამ თავს მოიკლავ და ვეღარაფერს გააკეთებ. შეუქცევლად შეხვალ ჯოჯოხეთში და აღარ არის იმის საშუალება, მოინანიო ეს ცოდვა. არქიმანდრიტი რაფაელი თვითმკვლელობაში მხოლოდ ორ ფაქტორს განიხილავს: "ან ურწმუნოება ღვთისადმი, ან ღვთისადმი სიძულვილი, მესამე შეუძლებელია".
თვითმკვლელებმა თვითმკვლელობის წინ არ იციან, რომ მათ სიახლოვეს დგას ენით აღუწერელი, საზიზღარი, ბოროტი სული, რომელიც აიძულებს მათ, მოიკლან საკუთარი სული. ადამიანს ამ დროს ჰგონია, რომ თვითონ ფიქრობს ასე და მიდის საბედისწერო გადაწყვეტილებამდე.
თვითმკვლელობა ასევე შეიძლება ჩაიდინოს სულით ავადმყოფმა, ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანმა. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება, რომ თვითმკვლელი სულით ავადმყოფია, ეკლესია მას პატიობს ამ ცოდვას და სრულდება წესის აგების რიტუალი, რაც სხვა თვითმკვლელების შემთხვევაში არ ხორციელდება. თვითმკვლელობა ისეთი ცოდვაა, რომ ლოცვაც კი არ შეიძლება მათთვის.
ანა ნოდია
წყარო: sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий