ღმერთი

ღმერთი

среда, 18 декабря 2013 г.

მე მისი არაფერი მწამს.

ვაჟა-ფშაველა

(სიმღერა)

მე მისი არაფერი მწამს,
ვინც ერთგულია ქვეყნისა
და სხვისა ერთგულებაზე
ხალხს აცქერინებს ეჭვითა.
სხვისთვის შურს იგივე გრძნობა,
რისიც მტვირთველი თვით არი.
მისთანა ქვეყნის ერთგული
ღმერთმა გვაშოროს ვინც არი;
არც არის კაცობის ღირსი
და არც ძმად გასაფიცარი!
რო მართლა ქვეყანა უყვარს,
მე ეს არ დამიჯერია:
ენით თვალთმაქცობს ალბათა,
გულით–კი ხალხის მტერია.
იქნება ეს არც–კი იცის,
იგი იმდენად შტერია?!
მაშ რისთვისა სძულს თვის მსგავსი,
მის მსგავსის გრძნობის მთქმელია,
თუ მართლა სამშობლო უყვარს,
გრძნობა–გონებით მთელია?!
არც არის საწამებელი,
რაც იმას დაუწერია:
გიცანი, ვინცა ბძანდები –
კუდ–მოგლეჯილი მელია!

1903 წ.




Комментариев нет:

Отправить комментарий