ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 1)
ლიბერალების საღვთისმეტყველო ფანტაზიას, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს. ეკუმენისტური (პანეკუმენისტური) იდეოლოგიის თანახმად, ყველა რელიგია ღმერთამდე მიდის, თავისი წილი „ჭეშმარიტება" ყველას გააჩნია; შესაბამისად, ყველას აქვს ცხონების საშუალება. საყოველთაო ცხონების თეორია ღრმადაა ფესვგადგ-მული. მას საღვთისმეტყველო ენაზე აპოკატასტასისი* ეწოდება. ამ სწავლებას მრავალი განშტოება გააჩნია, მაგრამ მისი ძირითადი სათქმელი ის გახლავთ, რომ თითქოს ცოდვილების ტანჯვა მარა-დიული არ იქნება და, საბოლოო ჯამში, ყველა ცხონდება.
აპოკატასტასის ცალკეულ შეხედულებებს ერთ - ერთმა პირველმა წმ. კლიმენტი ალექსანდრიელმა მიაქცია ყურადღება. ადამიანის მარადიული ხვედრის განსაზღვრისას იგი ღვთის ერთგულ ადამიანს განასხვავებდა მათგან, რომლებიც ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ, მაგრამ შესაბამისად არ ცხოვრობდნენ. თუმცა, ალექსანდრიელის აზრით, „განმწმენდელი ტანჯვები... დასრულდება" ერთისთვისაც და მეორესთვისაც. მეორენი, პირველთაგან განსხვავებით ნაკლებ დიდე-ბაში იქნებიან და დაიტანჯებიან იმის გამო, „რომ ვერ იქნენ თანამოძმეთა სრული დიდებისა და ბრწყინვალების თანაზიარნი". (Стоматы. Св. Климент Александрийский. გვ. 729).
აპოკატასტასისის სწავლება განაგრძო და სრულად ჩამოაყალიბა ორიგენემ. კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფის თხზულებებში უამრავი დოგმატური და ზნეობრივი ხასიათის ერესია თავმოყრილი. ჩვენ მის ძირითად ცდომილებაზე ვისაუბრებთ.
არქიმანდრიტი რაფაელი შენიშნავს: „ორიგენემ თავის ღვთისმე-ტყველებაში შეიტანა წარმართული სწავლება ციკლებისა და აპოკა-ტასტასისის (საყოველთაო დაბრუნება პირვანდელ მდგომა-რეობაში) შესახებ. მან დაამახინჯა ქრისტიანული შეხედულება მარადიუ-ლობაზე - სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, - სადაც ქრება თვით დროის ცნებაც. კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფემ მარადიულობა ჩაანაცვლა დაუსრულებელი ციკლებით, რომლებშიც დასასრული ერთვის დასაწყისს, დასაწყისი კი - დასასრულს. ორიგენეს თანახმად, ჩვენ ერთ - ერთ ასეთ ციკლში ვცხოვრობთ, არ ვიცით, რა იყო ადამის შექმნამდე და რა იქნება იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსის შემდეგ; ადამიანები რომლებმაც შესცოდეს, დასჯისა და გამოსწო-რების მიზნით მატერიალურ სხეულებში იგზავნებიან. განწმენ-დილები ღმერთთან ბრუნდებიან, მაგრამ მათ შეიძლება კვლავ შესცოდონ. ამდენად, ერთი და იგივე სული არაერთგზის იგზავნება სხვადასხვა სხეულში. ციკლის დასასრულს ყველა ქმნილება ბრუნ-დება ღმერთთან და სრულდება აპოკატასტასისი. ორიგენე დემონების ცხონებაზეც საუბრობდა. მისი აზრით, არსებობს მრავალი სამყარო, რომლებიც იყო, არის და იქნება".1
აპოკატასტასისის იდეები წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებებშიც შეინიშნება. (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი წმ. პატრიარქმა ფოტიმ და წმ. მარკოზ ეფესელმაც გამოთქვეს), „ბოროტებას არსი არა აქვს, ის მხოლოდ სიკეთის ნაკ-ლებობაა, თავისი აგრესიულობის მიუხედავად, - შენიშნავს წმინ-დანი, - უძლურია სიკეთესთან ბრძოლაში. ამდენად, ცოდვა არ მიჰ-ყვება ადამიანის სულს უსასრულობაში. მიაღწევს რა „ზღვარს", ის გაქრება და დაუთმობს ადგილს სიკეთეს".2
საყოველთაო ცხონების სწავლების პარალელურად წმ. გრიგოლ ნოსელი თავის თხზულებებში ეწინააღმდეგება აპოკატასტასისის სწავლებას. კერძოდ: ეკლესიიდან განყენებულ ადამიანზე საუბრისას, წმიდა მამა შენიშნავს, რომ მისი სული „დახშულ წყვდიადში დარჩება დაუსრულებელ და უკუნისამდე შეუწყვეტელ გლოვასა და ტანჯ-ვაში".3სიტყვაში „მევახშეობის წინააღმდეგ", წმინდანმა ამხილა მევახ-შენი, რომლებსაც მოელით „მარადიული სატანჯველი".4იგი ხშირად მიმართავს ასეთ გამონათქვამებს: „მარადიული ცეცხლოვანი ტანჯვა", „მარადიული წარწყმედა".5
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებებში, დიდი ალბათობით, აპოკატასტასიური შე-ხედულებები ერეტიკოსების ან გადამწერების ჩამატებულია. ასეც რომ არ იყოს, არ უნდა დავივიწყოთ მამათა აზრი: ეს მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა. ამის შემდეგ ყველა წმ. მამა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების დოგმატურ გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინე კრიტიკულად ეხმიანებოდა საყოველთაო ცხონების სწავლებას. ამ სწავლების მომხრეებს იგი ირონიით ეძახდა „მოწყალეებს", ორიგენეს კი - „სხვაზე მოწყალეს".6
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ: ეკლესიის ის-ტორიაში აპოკატასტასისის პრობლემა ყოველთვის არ რჩებოდა პიროვნების კერძო აზრად. ვიდრე ეს ასე იყო, ეკლესია მოძღვრული შემწყნარებლობით ეკიდებოდა ამ საკითხს და კრებით ხედვას არ გამოხატავდა. ამიტომ, ორიგენეს ერეტიკული შეხედულებები ხანგ-რძლივი დროის განმავლობაში არ იყო ანათემიზირებული. ხოლო როდესაც მცდარი შეხედულებები მიმზიდველი გახდა მრავალი ქრისტიანისათვის, მაგალითად ორიგენისტი ბერებისათვის, დედა-ეკლესიამ კრებითად გამოხატა თავისი აზრი ამის შესახებ.
ორიგენეს სწავლება ალექსანდრიის კრებაზე (399 წ.) ამხილეს თავდაპირველად. შემდეგ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ის ანათემას გადასცა. მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებმა კი ორიგენეც შეაჩვენა და მისი სწავლებაც.
მრავალი საუკუნის განმავლობაში ორიგენეს სწავლება შხამნარევი ღვთისმეტყველებით კვებავდა სხვადასხვა ერესებსა და ოკულტურ სექტებს. შემდეგ ის კვლავ მიუახლოვდა ეკლესიის კედლებს, იქნებ სულაც შემოიჭრა შიგნით, რადგან მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯებით დღესაც გვემუქრება იგი.
*აპოკატასტასისი (ბერძ. - დაბრუნება, აღდგენა, პირველსაწყის მდგომარეობაში მოყვანა) - ტერმინი, რომელიც გამოიყენა ორიგენემ და მასში იმ მნიშვნელობას დებდა, თითქოს ღვთისაკენ მოქცევით, მასთან მიერთებით ცხონდება ყველა ქმნილება, მათ შორის ეშმაკიც. ეს სწავლება, როგორც ერესი, უარყოფილ იქნა ეკლესიის მიერ VI საუკუნეში.
1Karelin-r.ru. Об Оригене.
2Творения. Св. Григория Нисского. М. 1998. გვ. 160.
3Творения. Св. Григория Нисского. Т 7. გვ. 480.
4იქვე გვ. 400.
5იქვე გვ. 402.
6Журн. Православная Беседа 2002. №3. М. ИВАНОВ. გვ. 4.
ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 2)
აღსანიშნავია, რომ აპოკატასტასისის იდეებისკენ ლტოლვა ბოლო დროს ცალკეულ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებსაც შეეტყოთ. ამავდროულად მათი კრიტიკის საგანი შეიქნა მართლმადიდებლური სწავლება მარადიული ტანჯვისა და ზოგადად ცოდვის არსის შესახებ. თანამედროვე ლიბერალები ცდილობენ შთაგვაგონონ შემდეგი: ცოდვა საიმისოდაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშში ამყოფოს, შეზღუდოს და შეკრას მისი თავისუფლება, მოუკლას მას სიცოცხლის სიხარული. მოდერნისტების აზრით, ეს „მარტივი ღვთისმეტყ-ველებაა" და „ღვთის შიშის დანერგვის პედაგოგიური არგუმენტი", ძველი ცრურწმენაა, რომელიც თურმე დღეს „უკვე აღარ მოქმედებს".1
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენიც იზიარებს საყოველთაო ცხონების თეორიას და ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: „განა შეიძლება სიყვარულის ღმერთმა მარადიულად ტანჯოს ადამიანი დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო? ნუთუ ბოროტების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ ის იარსებებს მაშინაც, როდესაც „ყველგან" იმეფებს უფალი?" (Сын Человеческий. Брюсель. 1983. გვ. 128).
ცნობილია, რომ აპოკატასტასისის ცრუსწავლებას სხვადასხვა ფორმით, იზიარებდნენ რელიგიური მოაზროვნეები და ფილოსო-ფოსები: მღვდ. პ. ფლორენსკი, დეკ. ს. ბულგაკოვი, ვლ. სოლოვიოვი, ა. ბერდიაევი და სხვები.
ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მოსაზრებებშიც. შეკითხვაზე თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ მტკი-ცებულებას იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს".2 (ანუ იმედი აქვს, რომ ყველა ცხონდება - ავტ.). ანტონ სუროჟელი წმ. გრიგოლ ნოსელის ზემოთ მოყვანილ სწავლებასაც ეხმიანება და ფარივით იფარებს მას, სახელდობრ, ამ ფრაზებს: „სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია მარა-დიული სატანჯველისთვის გაიმეტოს ქმნილება, ამიტომ ის ყველას შეუნდობს და ყველანი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს". მაგრამ იქვე ზნეობრივ წინააღმდეგობას აწყდება მიტროპოლიტი ამ სწავლებაში და იწყებს... სიტყვებით ლავირებას.3
მოკლედ, მიტროპოლიტი ანტონი ცდილობს, რომ იტყვიან, არც მწვადი დაწვას, და არც შამფური. ჩვენი აზრით, მან საკუთარი „აპოკატასტასისი" დააფიქსირა.
თანამედროვე ლიბერალ - ღვთისმეტყველთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთშიც არსებობს ნათ-ლობა. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილებს ჯოჯოხეთში დემონები ხვდებიან, მაგრამ მოსკოვის სემინარია აკადემიის ლექტორის ბატონ ოსიპოვის აზრით, „სულს არა სატანა, არამედ ქრისტე ეგებება"4, რომე-ლიც ყველა რჯულის ადამიანს „მართლმადიდებლურად" ნათლავს. შედეგად, ყველას მიეტევება თავისი ცოდვები და ცხონდება.
მსგავსი იდეების მქადაგებელ ლიბერალთა სია გაცილებით მეტია. ამ საკითხს შემთხვევით არ შევხებივართ. აპოკატასტასისის ორი-გენული სული სულ უფრო ღრმად იჭრება ეკლესიის სივრცეში. ამ იდეებით დღეს მრავალი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი თუ ერისკაცი იწამლება. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სერიოზულადაა გან-სახილველი ყველა კომპეტენტური პირის, ყველა ქრისტიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებლობა.
1Н. Эвдокимов. Женщина и спасение мира. Минск. 1999. გვ. 121.
2Человек Перед Богом. Митр. Антони Сурожский. М. 2010. გვ. 59-60.
3იქვე გვ. 60.
4არქ. რაფაელი (კარელინი). რისთვის გვითმენს უფალი. თბ. 2006. გვ. 83.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
xareba.net

Комментариев нет:
Отправить комментарий