ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 апреля 2013 г.

ცრუწინასწარმეტყველებათა სპირალი ვერ ამოქმედდა.

ჩვენ ყველანი დავიღუპებით, მაიას ტომმა ზუსტად იცოდა, ვანგამ იწინასწარმეტყველა, ვასილი ნემჩინმა დაწერა, მცხოვნებს ხილვა ჰქონდათ...

ნაცნობი სიტყვებია არა? ლამის ყოველდღე გვეფრქვევა თავს წინასწარმეტყველებები და მორიგი საფრთხობელები, და ვინ იცის, მავანთა არქივებში კიდევ რამდენი გაუშიფრავი მანუსკრიპტი მოიპოვება, რომელიც მორიგ უბედურებას გვაუწყებს.

უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ მედიის მიერ ასე დაქოქილი გლობალური საშინელებანი, ეს უკვე მერამდენედ სკდება საპნის ბუშტივით...

ავიღოთ მხოლოდ ბოლო ორი წლის რამოდენიმე "წინასწარმეტყველება" ციკლიდან "ჩვენ ყველანი დავიღუპებით":

1. ყველაზე გახმაურებული მითი იყო მაიას კალენდრის წინასწარმეტყველება.

რამდენი პათოსი და აჟიოტაჟი ჩააქსოვეს მაიას კალენდარში, რამდენი "წინასწარმეტყველი" და "მედიუმი" აალაპარაკეს, მაგრამ ამაოდ. როდესაც იდეა ჩაიფუშა ერთი ხელის მოსმით გაქრა ყველა სუპერ-მედიუმი, კავასილასები, დელკადები, კვანტური გადასვლის დიდი მოგვი მასლოვი. გაიხსენეთ ასევე ტიბეტელი ბერი, რომელიც სამდღიან დაბნელებას "წინასწარმეტყველებდა".

2. ნიბირუს მოფრენა და კაცობრიობის სასტიკი გამათრახება. ნიბირუ არ მოფრინდა, კატაკლიზმებიც "გადაიდო".


რამდენი პათოსი და აჟიოტაჟი ჩააქსოვეს მაიას კალენდარში, რამდენი "წინასწარმეტყველი" და "მედიუმი" აალაპარაკეს, მაგრამ ამაოდ. როდესაც იდეა ჩაიფუშა ერთი ხელის მოსმით გაქრა ყველა სუპერ-მედიუმი, კავასილასები, დელკადები, კვანტური გადასვლის დიდი მოგვი მასლოვი. გაიხსენეთ ასევე ტიბეტელი ბერი, რომელიც სამდღიან დაბნელებას "წინასწარმეტყველებდა".

2. ნიბირუს მოფრენა და კაცობრიობის სასტიკი გამათრახება.

ნიბირუ არ მოფრინდა, კატაკლიზმებიც "გადაიდო".

3. ლონდონის ოლიმპიადა.


აქ ფანტაზიებს არ ჰქონდა საზღვარი: რას არ წინასწარმეტყველებდნენ - ბირთვული ტერაქტიდან უცხოპლანეტელი ზომბების ჩამოფრენის ჩათვლით, მაგრამ არაფერი არ მოხდა, ფეერიული სპექტაკლისა და მფრინავი მულიაჟების გარდა. მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, - მულიაჟი და ისიც მფრინავი ისე საშინელი როდია, როგორც ატომური აფეთქება ლოდონის ცენტრში.

4. ვანგას "წინასწარმეტყველებები სირიის დაცემისა და უდიდეს კატაკლიზმების შესახებ.


მაგრამ სირია ჯერაც წინააღმდეგობას უწევს მომხდურს. და ასადის რეჟიმი რომც დაეცეს, დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ეს არის "ნაწინასწარმეტყველევი".

5. და ბოლოს, რომის პაპის გადადგომა და ახლის არჩევა. შავი პაპის მოსვლა, მალაქიას წინასწარმეტყველება და სხვა ბოროტებანი...


აქვე უნდა აღინიშნოს უფრო მცირე, თუ წინასწარმეტყველებები არა, ე. წ. "ექსპერტთა" შეხედულებებიც მსოფლიო ომის ან საფონდო ბირჟების დაცემის შესახებ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "ექსპერტებმა" უკვე მრავალჯერ "იწინასწარმეტყველეს" მსოფლიო ბაზრის დაცემა და ერთხელ მტკიცედ გამოაცხადეს 2012 წელს სამყაროს აღსასრული, რადგან ამ წელს მესამე მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მსგავსი არაფერი მოხდა. ახლა საფონდო ბირჟებზე ახალი დაცემების მოლოდინში ვიმყოფებით, რომელიც 2013 წლის აპრილ-მაისისთვის არის "ნაწინასწარმეტყველევი".

გვახსენდება ზოგიერთი "მართლმადიდებლური" "წინასწარმეტყველებაც". აი, მაგალითად, ათონელ ბერთა უკანასკნელი "ხილვანი":



 1) 1980 წლის ოქტომბერ-ნოემბერი - იუდეველი ბიჭუნას დაბადება, რომელიც იქნება მომავალი მაშიაყი;

2) 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერი - ბიჭუნაში, რომელიც იქნება დანის ტომიდან, შევა სატანა;

3) 2008 წლის იანვარ-მარტი: მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი;

4) 2011 წლის ივლის-ნოემბერი - მესამე მსოფლიო ომის დასასრული;

5) 2010-2011 (ნოემბერი) - ალ-აქსას მეჩეთის დანგრევა და სოლომონის მესამე ტაძრის მშენებლობა;

6) მესამე მსოფლიო ომის დროს (რომელიც თურმე 2 წელი და 8 თვე გაგრძელდება), როდესაც რუსი ერი შეინანებს 1613 წელს რომანოვთა დინასტიისთვის მიცემული ფიცის დარღვევას, რომ უერთგულებდა მას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რუსეთში გამოჩნდება უკანასკნელი მართლმადიდებელი მეფე.

7) 2011 წლის ივნის-აგვისტოდან - 2015 წლის თებერვლამდე - ანტიქრისტეს გამეფება;

8) 2015 წელი - ანტიქრისტეს სიკვდილის შემდეგ, სამყაროს სინანულისთვის მიეცემა 45 დღე;

9) 2015 წლის მარტი - სამყაროს აღსასრული, ქრისტეს მეორედ მოსვლა, საშინელი სამსჯავრო და მე-8, საუკუნო დღის დადგომა.

რა გამოდის ყოველივე აქედან? მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით კაცობრიობის მომავალი არავის დაუწერია და ის მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით როდი მიდის.

ხოლო ჩვენ ნაკლები ყურადღება უნდა მივაპყროთ ცრუწინასწარმეტყველებებს და მეტი ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე, რადგან ყოველი ჩვენგანის აღსასრული არის კიდევაც მარადისობის დასაწყისი.




Комментариев нет:

Отправить комментарий