წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს .
საქართველოში წმინდა ნაწილის ჩამობრძანება მოხდა იღუმენია ელისაბედ ზედგინიძის და ძმები-თენგიზ,ვახტანგ და ალექსანდრე ხარებავების ძალისხმევით..ორშაბათს 27 მაისს 10 საათზე, წმინდა ნაწილს მოაბრძანებენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადაც შესრულდება პარაკლისი .პარაკლისს დაესწრებიან სტუმრები საბერძნეთიდან კორფუსის მიტროპოლიტი ნექტარიუსი ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად.

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.
იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.
ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.
ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო". როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა". ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ". ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.
ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.
ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.
წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა." შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!" ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.
წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე". მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტე 1, 15).
წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.
ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.
წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. „მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა". ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: „ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა".
კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.
კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: „შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?" ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: „ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს". ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.
იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.
მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა".
მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.
წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.
ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება".
მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.
თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
თბილისი, 2004 წელი

****
მკვდრეთით აღადგინა.
მისმა ნათქვამმა გული აუნთო წმინდა სპირიდონს, მოიდრიკა მუხლი და ქრისტეს ყრმის გაცოცხლება შესთხოვა. ყრმამ თვალები გაახილა და ატირდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა საცოდავ დედამისზე, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად შეაწუხა წმინდა სპირიდონი, ახლა რაღა ვქნაო, _ მდაბლად ჰკითხა არტემიდორს.
_ შენს ხელშია, წმინდაო მამაო, ცხოვრება დაობლებული ბავშვის დედისა, _ ღიმილით უპასუხა დიაკვანმა, _ შენ ხშირად მიგიმართავს უფლისთვის და მაშინვე მიგიღია პასუხი, რამეთუ მუდამ უფლის მცნებების აღმსრულებელი იყავი. ოქრო და ვერცხლი შენ არ მოგიგროვებია, სამაგიეროდ, გულში ქრისტე მოიპოვე, ამ მადლს კი დედამიწის ვერანაირი საგანძურის ფასად ვერ მოიპოვებს კაცი. უფალმა იცის, რომ მისგან მიღებულ ნიჭებს ყოველთვის სხვას გადასცემ. ამიტომაც ყოველთვის გისრულებს სათხოვარს. ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი შეისმენს შენს ლოცვასო.
წმინდა სპირიდონმა ცრემლით დაასველა მიწა, მერე მკვდარ ქალს ხელი დაადო, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა:
_ ძეო ცოცხალი ღმრთისაო, მხოლოდშობილო სიტყვაო მამისაო, უფალო იესო ქრისტე, შთაბერე სიცოცხლე ამ მკვდარ დედაკაცსო.
წმინდანის ლოცვით ქალიც მკვდრეთით აღდგა. წმინდა სპირიდონმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას გაუწოდა. ხოლო იქ მყოფთ და ყოველივეს მხილველთ სთხოვა, დაემალათ და არავისთვის მოეთხროთ ამ დიდებული სასწაულის შესახებ. როცა წმინდა სპირიდონი მიიცვალა, მისმა დიაკვანმა არტემიდორმა ეკლესიაში, მორწმუნეებს უამბო ყოველივე.
თევზი მიუტანა.
წმინდა სპირიდონის სახელობის ყუთლუმუშის მონასტრის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კორფუდან (იგივე კერკირა, სადაც წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილები ასვენია) გამოსული მონაზვნები. წმინდა სპირიდონის დღესასწაულისთვის (12 დეკემბერი) მამებმა თევზი ვერ იშოვეს და ძალზე წუხდნენ. ბერებმა თავიანთ მოძღვარს შესთავაზეს, ნედლი თევზის ნაცვლად ხმელი ვირთევზა ვიყიდოთო, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა, _ მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი თვითონ გამოგვიგზავნის თევზსო _ და შეუჩერებლად სკვნილს მარცვლავდა. სადილის კეთების დრო დადგა. მონაზვნებმა მოთმინება დაკარგეს. ამ დროს კელიის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გააღეს და რას ხედავენ, ორი მეთევზე დგას თევზით სავსე კალათებით. მათ მოძღვართან საუბარი მოისურვეს. მორჩილებმა მოძღვარს დაუძახეს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს:
_ ეს ის მამაო არ არის, ჩვენთან სხვა მოძღვარი მოვიდა და გვითხრა: _ ეს თევზი წმინდა სპირიდონის კელიაში წაიღეთ. იქ ახლა დღესასწაულია და კარგ საფასურს გადაგიხდიანო.
მიხვდა მოძღვარი, რომ სასწაული მოხდა. მეთევზეები შეიყვანა ტაძარში ხატების საამბორებლად. წმინდა სპირიდონის ხატის დანახვისას ერთხმად წამოიძახეს:
_ აი, ამ მოძღვარმა გამოგვატანა თქვენთან თევზიო.
მაშინ სულშემუსვრილმა მოძღვარმა წამოიძახა:
_ ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ ფული, ის კურთხევად გექნებოდათ წმინდანისგანო.
კორფუს დაბომბვა.
II მსოფლიო ომის დროს იტალია, მუსოლინის ბრძანებით, თავს დაესხა საბერძნეთს. მათი პირველი მსხვერპლი მეზობელი კუნძული კორფუ აღმოჩნდა.
დაბომბვა 1940 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. კორფუს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ ჰქონდა, ამიტომაც იტალიურ ბომბდამშენებს შეეძლოთ განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეზე ეფრინათ. მაგრამ ამავე დროს დაბომბვისას უცნაური ამბები ხდებოდა: მფრინავები და ისინიც, ვინც მიწაზე იყო, ამჩნევდნენ, რომ ბევრი ბომბი პირდაპირ მიწაზე კი არ ეცემოდა, უხვევდა და ზღვაში ვარდებოდა. ხალხისთვის ერთადერთი თავშესაფარი წმინდა სპირიდონის ეკლესია იყო. ეკლესიის გარშემო შენობები ძალზე დაზიანებული ან დანგრეული გახლდათ, თვითონ ტაძარში კი მინაც არ გაბზარულა.
ეკატერინეს ამბავი.
კორფუელი ეკატერინე ჰყვებოდა: `თუმცა სხვა ადგილას დავიბადე, მაგრამ წმინდა სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმინდანი. ეს სიყვარული გამიძლიერდა, როცა გავთხოვდი და საცხოვრებლად კორფუზე გადავედით. ბავშვი მეყოლა. ბერძნული ტრადიციით, მას ჩემი მამამთილის სახელი დაარქვეს. არადა, ძალიან მინდოდა, სპირიდონი დამერქმია. ვოცნებობდი, კვლავ ბიჭი მყოლოდა და წმინდა სპირიდონისთვის მიმეძღვნა. ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, მუცლადვიღე და ორი თვის ბავშვი დავკარგე. ავადმყოფი წმინდა სპირიდონს შევტიროდი, _ ღმერთმა რატომ წაიყვანა ეს პატარა? ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო-მეთქი. იმ ღამეს საავადმყოფოში სიზმრად გამომეცხადა წმინდა სპირიდონი და მაკურთხა, _ ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლიერებით ხელზე ვეამბორე. გამომწერეს საავადმყოფოდან. ოცდაოთხი დღის მერე კვლავ დავფეხმძიმდი. შემეძინა ვაჟი _ სპირიდონი, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. სპირიდონის შობიდან სამი თვის თავზე მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედა ვარ. ახლა ქალიშვილი შემეძინა. მას ოლღა დავარქვი დედამთილის პატივსაცემად, რომელიც მამშვიდებდა ხოლმე: _ პირველი ვაჟი შენი ვალი იყო, მეორე _ წმინდანისადმი დანაპირების აღსრულება, ეს ბავშვი კი ღვთის საჩუქარიაო.
სალიტანიო მსვლელობა.
წმინდა სპირიდონის გარდაცვალების დღის (12 დეკემბერი) გარდა, წელიწადში ოთხი დღეა, როცა საბერძნეთის ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს მას. ამ დღეებში მორწმუნეები ლიტანიობით შემოივლიან კორფუს ქუჩებს. მღვდლები და დიაკვნები მხრებით მინის კუბოთი, ვერტიკალურად მიასვენებენ წმინდა სპირიდონის უხრწნელ ნაწილებს, თითქოს მოქმედი ეპისკოპოსი მღვდელმთავრის ტახტზე ბრძანდებოდეს. ათასობით მორწმუნე ტროტუარის ორივე მხარეს დგას და ელოდება პროცესიას. სახლები დროშებით არის შემკული, ქუჩებში ყვავილებია დაფენილი. ავადმყოფები, ინვალიდები, ეშმაკეულნი წვანან გზაზე და წმინდანის კუბოს ზედ გადაატარებენ. წმინდა ნაწილებს უკან მოჰყვება საეკლესიო და საერო ხელისუფლება, შემდეგ ჯარისკაცები, ვეტერანები, მოსწავლეები, უკრავს ორკესტრი.
პირველი მსვლელობა.
ბზობის კვირას ლიტანიობით იხსენიებენ კუნძულის შავი ჭირისაგან გათავისუფლებას. ეს სნეულება 1629 წლის შობის დღეებში მოედო კუნძულს. რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. სიკვდილის მაუწყებელი ზარები 1630 წლის ლაზარეს შაბათამდე რეკდა. ამ დღეს ჭირს გამოქცეული კორფუელები წმინდა სპირიდონის ტაძარში მასვე შესთხოვდნენ შეწევნას, სწორედ იმ მომენტიდან წმინდა სპირიდონი ჭირით სნეულებს ეცხადებოდა და კურნებას ჰპირდებოდა. ჭირის მძვინვარების ყველაზე საშინელ დღეებში ეკლესიის თავზე ნიშანს _ ანთებულ სანთელს ხედავდნენ წმინდა სპირიდონის შეწევნის ნიშნად. ამ ზეციურ სინათლეს მუდმივად თვალს ადევნებდნენ ქალაქის გალავანზე ასული დარაჯები. ჭირის ეპიდემია სრულიად შეწყდა ბზობის კვირას.
მეორე ლიტანია.
ვნების შვიდეულის შაბათს მეორედ იმართება მსვლელობა. 1532 წელი კორფუსათვის მოუსავლიანი იყო. მარაგიც გამოელიათ და ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ავდრის გამო ვერც სხვა პორტებიდან შემოჰქონდათ ხორბალი. ვნების შვიდეულის შაბათს ხორბლით დატვირთულმა ერთმა ხომალდმა სძლია შტორმს და ღუზა ნავსადგურშიჩაუშვა. თურმე სხვაგან მიმავალი გემის კაპიტანს გამოეცხადა წმინდა სპირიდონი და სთხოვა, ეს ხორბალი კორფუს მოსახლეობისთვის წაეღო, თანაც დაჰპირდა, კარგ ფულს გადაგიხდიანო. სააღდგომო ლიტანია განსაკუთრებული სიხარულით იზეიმეს კორფუელებმა, ყველა მადლობდა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის.
11 აგვისტო.
მესამე მსვლელობისას კორფუელები 1715 წელს თურქებზე სასწაულებრივ გამარჯვებას იხსენებენ. მაშინ კუნძული ვენეციელთა ხელში იყო, მათ კი ომი ჰქონდათ თურქეთთან. სამთავრობო ჯარის 4800 დაქირავებული ჯარისკაცი და ათასი კორფუელი ფიცხელ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქთა 33000-იან არმიას, რომელთაც ნაწილების გადმოსხმა დაიწყეს კუნძულზე. თურქთა მეწინავე ნაწილები მთელი არმიის თავმოყრას ელოდნენ და დიდი შეტევისთვის 11 აგვისტო დათქვეს. ვენეციელ-ბერძენთა მცირერიცხოვანი არმია შიშით ელოდა თურქთა შემოტევას. 10 აგვისტოს კუნძულის თავზე ცა შავი ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამოიჭრა ქარიშხალი. აგვისტოში ასეთი ამინდი უჩვეულო იყო კორფუელებისთვის. მეორე დილით კორფუელმა მზვერავებმა უცნაური ამბავი მოიტანეს: თურქთა სანგრები ცარიელია, ირგვლივ მიმოფანტულია ათასობით თურქის ცხედარი და მათი ცხენების ლეში. სამარისებური სიჩუმეა და მტრის ჯარი სადღაც გამქრალაო. თურქთა უეცარი უკან დახევა 11 აგვისტოს ისეთი ნაჩქარევი და ქაოსური იყო, რომ ბევრი მათგანი ტყვედ ჩაუვარდა ბერძნებს. ისინი ჰყვებოდნენ, რაც მოხდა: წინა დღეს მოღრუბლულ ცაზე უეცრად გამოჩნდა ფიგურა დიდებული მეომრისა, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი და მახვილი ეპყრა, მარჯვენაში კი ჯვარი. უკან უამრავი ანგელოზი მოჰყვებოდა. მათ ერთად შეუტიეს თურქებს, თან კოკისპირულად წვიმდა. დამფრთხალი თურქები თავპირისმტვრევით გარბოდნენ და ერთმანეთს თელავდნენ... თურქების აღწერილობით კორფუელებმა დიდებულ მეომარში წმინდა სპირიდონი შეიცნეს.
მეოთხე მსვლელობა.
ნოემბრის პირველ კვირას კორფუელები ლიტანიობით იხსენიებენ 1673 წელს წმინდა სპირიდონის შეწევნით საშინელი ჭირისგან განკურნებას. კუნძულის მოსახლეობა მხურვალედ ევედრებოდა უფალს. ჭირის სასწაულებრივად შეწყვეტამდე, წინა სამ ღამეს, სამრეკლოს თავზე არამიწიერ ნათელში ცხადად ჩანდა წმინდა სპირიდონის ფიგურა ჯვრით ხელში და განდევნიდა ჭირს, რომელსაც შავი მოჩვენების სახე მიეღო და ჰაერში მიმოძვრებოდა, თითქოს წმინდა სპირიდონის ხელთაგან გასხლტომას ლამოდა. ამ ოთხიდან თითოეული ლიტანიობის მერე წმინდა სპირიდონის კუბო სამი დღე ღიაა და კორფუელ თუ ჩამოსულ მომლოცველებს შეუძლიათ ემთხვიონ მის წმინდა ნაწილებს

შიმშილისაგან დაიხსნა.
ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო. წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუნტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე. ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა. წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა _ მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა _ შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: _ ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო.
ამ დროს ვაჭარმა `თავისი~ საგანძურის ყურებით დატკბობა მოისურვა. გახსნა სკივრი და შიგ ცოცხალი გველი დახვდა, სახურავის დახურვა ძლივს მოასწრო, კინაღამ გველი ეძგერა. მეორე დღეს ვაჭრის მონა მოვიდა გლეხთან _ ჩემი ბატონი გეძახისო. ვაჭარი `მეგობრულად~ შეხვდა: _ დამავიწყდა შენი მოცემული გირაო, ფული გადამიხადე და შენი ნივთი წაიღეო. სკივრის გასაღები მიაწოდა და `ალერსიანად~ უთხრა: `აბა, ნახე, ნივთი თუ არის თავის ადგილზეო~. გლეხმა გახსნა და შიგ ოქროს გველი გამობრწყინდა. ვაჭარმა დააფიცა, მითხარი, ეს რა საგანძურიაო. გლეხმა უთხრა: `მეუფე სპირიდონს ვთხოვე დახმარება. ფული არ ჰქონდა და ეს ძვირფასი ნივთი მათხოვაო~. გლეხი მივიდა წმინდა სპირიდონთან. მღვდელმთავარმა უთხრა: `ახლა წავიდეთ და ბატონს გადავუხადოთ მადლობა, ვისგანაც ვითხოვეთ ეს ნივთიო~. შევიდნენ ბაღში, მივიდნენ ერთ-ერთ ხვრელთან და წმინდა სპირიდონმა წარმოთქვა: `უფალო ჩემო იესო ქრისტე, შენი წმინდა ნებით ყოველივე შეიქმნება და ხორცს შეისხამს! ოდესღაც ფარაონის წინ ეგვიპტეში მოსეს კვერთხი გველად აქციე, ხოლო ჩემს ბაღში _ ოქროს ნივთად. ახლა კი დაუბრუნე თავდაპირველი სახე შენს ქმნილებას, რათა დაინახოს ჩემმა მეგობარმა და მოუყვეს ამ საოცარ, შენი ყოვლისშემძლე მარჯვენით მოხდენილ სასწაულზე და დარწმუნდეს, რარიგ ზრუნავ ადამიანებზე~. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, ოქროს გველი გაცოცხლდა და თავის ხვრელში შეცურდა.

კახაბერ კენკიშვილი
"კარიბჭე". 2009. 26
Комментариев нет:
Отправить комментарий