რჩეული ადგილები ს. პ ფილიმონოვის წიგნიდან: "წმინდა მართლმადიდებლობა და უსჯულოების საიდუმლო"
რედაქციისგან: გლობალიზაციის ანალიტიკოსები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კუთხით აფასებენ, ჰგვანან ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ აისბერგის გარეგან მხარეს ხედავენ და წარმოდგენაც არ აქვთ მისი თვალისგან დაფარული ზომების შესახებ.
ამ ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ს. პ ფილიმონოვი გლობალიზმის რელიგიურ ასპექტებს განიხილავს და გლობალისტი-სატანისტების მთავარ მიზნებზე საუბრობს. ამ წიგნში განხილული თემები უკლებლივ ყველა ადამიანს ეხება, მისი მრწამსისა და იდეოლოგიის მიუხედავად.
წიგნის ავტორი დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენებს, თუ რა სწრაფად ახორციელებენ გლობალისტები თავიანთ ჩანაფიქრს, როგორ ცდილობენ შექმნან მსოფლიოს ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი და დაამყარონ სატანური "ახალი მსოფლიო წესრიგი". ეს წიგნი კაცობრიობისთვის გაფრთხილებაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს.
ბოლო ჟამის დროთა ნიშნებისა და თარიღების შესახებ.
შეუმჩნევლად და უხმაუროდ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რევოლუცია. მას გლობალურ-ინფორმაციულ რევოლუციას უწოდებენ. რევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალად ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერ-სპეციალისტები როდი გვევლინებიან, არამედ ანტიქრისტიანული "მსოფლიო ელიტის" წარმომადგენლები. ჯერ კიდევ 1968 წელს ახალი ბაბილონის ერთ-ერთი მთავარი მშენებელი ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა: "ჩვენი ეპოქა მხოლოდ რევოლუციური სულისკვეთებით სავსე როდია; ჩვენ შევედით კაცობრიობის ისტორიის ახალი მეტამორფოზის ფაზაში. მსოფლიო ტრანსფორმაციის ზღურბლზე დგას, რომელიც თავისი ისტორიული და ადამიანური შედეგებით, უფრო დრამატული აღმოჩნდება, ვიდრე ის შედეგები, რომლებიც ფრანგულმა და ბოლშევიკურმა რევოლუციებმა გამოიწვია. 2000 წელს აღიარებენ, რომ რობესპიერი და ლენინი რბილი რეფორმატორები იყვნენ".
მრავალმხრივმა განვითარებამ საშუალება მისცა "დაღუპვის ძის" წინამორბედებს ტექნიკური ბაზა შეექმნათ, რომელიც მათი ბატონის გამეფებას შეუწყობს ხელს. თავისი არსით ეს პროცესი სხვა არაფერია თუ არა ისტორიაში ჯერ არარსებული ტექნოტრონული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამაზე თავის დროზე თვით ნაპოლეონი და ჰიტლერიც კი ვერ იოცნებებდა. უახლოეს წლებში რეალობა ორუელის, ჰაკსლისა და ზამიატინის ფანტასტიკურ რომანებში აღწერილ მოვლენებს გადააჭარბებს. მსოფლიო კომპიუტერული სისტემა პლანეტის თითოეულ მცხოვრებს გააკონტროლებს და ნივთივით დაიწყებს მის მართვას იმ კანონების მიხედვით, რომლებიც სახარების მცნებებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან. ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს სულიერ და ფიზიკური მონებად აქცევენ.
უდიდესი გლობალურ ინფორმაციული რევოლუცია სხვა არაფერია თუ არა ეშმაკისა და მისი ბნელი ძალების უკანასკნელი შეწინააღმდეგება უფალთან და მის მიერ შექმნილ ადამიანთან. ის მიზნად ისახავს ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტის განადგურებას და ცალკეული პიროვნების ღმრთითბოძებული თავისუფალი ნების სრულ ჩახშობას.
როგორ? მისი სრული დამორჩილებით ოკულტური მსოფლიო მთავრობის მიერ, რომლის წიაღიდანაც ადრე თუ გვიან ერთპიროვნული დიქტატორი მოგვევლინება. დღეს ყველასთვის ცხადი ხდება, რომ სრულდება აპოკალიფსის ბევრი შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება.
"დიდი რვიანის" სამიტის წინ, რომელიც 2004 წელს სი-აილენდის კუნძულზე გაიმართა, მოეწყო რუს პოლიტოლოგთა შეხვედრა "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგთან, აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ ამიტაემ ეტციონისთან. შეხვედრის მთავარი მიზეზი, დოქტორ ეტციონის ახალგამოცემული წიგნი გახდა. წიგნში ავტორი ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის პერსპექტივებს, იგი ეხება მსოფლიო მთავრობის შექმნის "უმტკივნეულო" პროცესს.
"ყველა სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში იმყოფება" - განაცხადა პროფესორმა. "დიდი რვიანის" შეხვედრის მთავარი მიზანი კი მსოფლიოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ელექტრონული საბუთების შემოღება გახლავთ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბუთები საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პირადი კოდებით აღიჭურვებოდა, მათ თან დაერთვოდათ ბიომეტრიული მონაცემები, რომლებიც ჩიპზე ჩაიწერებოდა. აქედან ცხადი ხდება, რომ "ახალი თაობის" პასპორტები ფაქტიურად მსოფლიო მთავრობის სახელით გაიცემა. ამასთანავე ადამიანის ყველა მონაცემი რეალური დროის რეჟიმში მსოფლიოს ერთიან საინფორმაციო ცენტრში გადაიცემა. დრო კი სწრაფად მიჰქრის და ყოველდღე ახალ-ახალი ტექნოლოგიები ჩნდება.
2005 წელს აშშ-სა და გერმანიაში ინერგება ყიდვა-გაყიდვის ახალი სისტემა, რომელიც ადამიანის თითის ანაბეჭდების აღებით ხორციელდება, მისი გამოყენებისას არაა საჭირო არც ნაღდი ფული და არც ელექტრონული პლასტიკური ბარათები.
მექსიკაში, ბრაზილიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებსა და სხვა რიგ ქვეყნებში აქტიურად ინერგება პროგრამები ადამიანის სხეულში მიკროჩიპ-იმპლანტანტების ჩადგმასთან დაკავშირებით. ესაა რადიოსიხშირის მქონე მიკროპროცესორული ხელსაწყოები, რომლებიც შეასრულებენ პირადობის მოწმობების, ელექტრონული საშვების, ელექტრონული სამედიცინო ბარათების, ელექტრონული საფულისა და სხვა მრავალ ფუნქციას. ამ ელექტრონული ხელსაწყოების წყალობით შესაძლებელია დადგინდეს ადამიანის ადგილმდებარეობა დედამიწის ზედაპირზე, ასევე შესაძლებელი იქნება მისი გადაადგილებისა და ფინანსური საქმიანობის გაკონტროლება. რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელი გახდება ადამიანის ქცევის მართვა.
და ბოლოს, კანონმორჩილი ევროპელების აღფრთოვანება საეჭვოა გამოიწვიოს ევროკომისიის მიერ 2005 წლის მარტში მიღებულმა კანონმა: ელექტრონული იმპლანტანტების გამოყენება მასიური კონტროლის თვალსაზრისით კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონტროლი წინდაწინვე გამყარებულია კანონმდებლობითი კუთხით... იმ შემთხვევაში თუ დემოკრატიულ საზოგადოებაში იქნება ამისი გადაუდებელი და გამართლებული აუცილებლობა... იმპლანტანტების გამოყენება უნდა მოხდეს ბავშვებისა და უფროსების ქცევის მოსაწესრიგებლად საზოგადოებისათვის მისაღებ ჩარჩოებში.
მომდევნო თავში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება თანამედროვე "დემოკრატიულ საზოგადოებაში" წარმოიქმნას მიკროჩიპების მასიური ჩადგმის "გადაუდებელი და გამართლებული აუცილებლობა", ანუ როგორ შეიძლება განხორციელდეს უსჯულოების საიდუმლო (2 თესალონიკ. 2, 7).
ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობა
"ცხვარი უნდა იყო, რომ ის ვერ დაინახო რა ხდება ირგვლივ" - მწუხარებით ამბობდა ათი წლის წინ მთაწმინდელი ბერი პაისი. რატომ ცხვარი? იმიტომ რომ ჩვენი თანამედროვეები ჭეშმარიტად ცხვრებს ჰგვანან, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან სასაკლაოზე თავიანთ წინამძღოლს.
წინამძღოლი კი ბევრია, თუმცა, ისევე როგორც უწინ, მათში მთავარი ისევ ადამიანთა ცბიერი მკვლელი, თვითონაც ცრუ და სიცრუის მამა, სატანაა, რომელიც ჟამთა დასასრულს ცეცხლოვან და გოგირდოვან ტბაში ჩავარდება (გამოცხ. 20: 10). მას მიჰყვება სულიერ უსინათლოთა ბრბო, რომელთაც სიცრუეს დაუჯერეს და მასში განმტკიცდნენ, რადგანაც სწორედ სიცრუე გახდა თავდაპირველად ეშმაკის იარაღი ადამიანთა წარსაწყმედად. ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "აღიჭურვეთ უფლის მახვილით, რათა შეძლოთ ეშმაკის მზაკვრობებს დაუპირისპირდეთ..." (ეფეს. 5: 10-17)
ეშმაკი რაღაც აბსტრაქტული ბოროტება როდია, იგი რეალური სულიერი არსებაა, რომელიც ღმრთითგანდგომილ ბოროტ სულთა ლეგიონებთან ერთად, სიცრუითაა გაჟღენთილი და ბოროტებით სუნთქავს. ეშმაკი უწყვეტად იბრძვის ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ, ქრისტეს ეკლესიის წინაღმდეგ. თუკი ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ ხანაში მოციქული პეტრე ერთგულებს არიგებდა: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტ. 5: 8); რაღა უნდა ვთქვათ დღევანდელ დღეზე, როდესაც მსოფლიოში გამოსულია უამრავი ცრუწინასწარმეტყველი, რათა "აცდუნონ, თუ შესაძლებელია რჩეულნიც" (მარკოზი 13: 22).
ისევე, როგორც ათასი წლის წინ ცხონების მტრის მთავარი იარაღი სიცრუეა, მისი გამოაშკარავება კი ყველა ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა.
სიცრუისა და ბოროტების სამეფო დღეს ხილულად გვაკრავს. ჩვენს დროში ჭეშმარიტებას სიცრუედ სახავენ, სიცრუეს კი - ჭეშმარიტებად; და თითოეულმა უნდა დაიჯეროს ამგვარად წარმოსახული ცნებები ყოველგვარი მტკიცებულებებისა და საფუძვლების გარეშე; თუ არადა, ჰოი უბედურებავ! უფლის ჭეშმარიტებისა და მცნებების ერთგულს ეს ყოველივე ძვირად დაუჯდება. და ასე ხდება ყველგან - ზოგჯერ რელიგიურ და საეკლესიო სფეროშიც კი... ძმებო! ნუ დავნებდებით ამა სოფლის სულს: ჩვენ ხომ კარგად ვიცით უფლის სიტყვები, იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა სიბნელის ბატონის, ჩვენი დაუძინებელი მოწინააღმდეგის, ბოროტმოქმედის, სიცრუისა და ადამიანის მკვლელის, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება (იოანე 8: 44). არ შევუშინდეთ დაცინვას, ჩათესილ შუღლსა და შევიწროებას მის ერთგულ მსახურთა მხრიდან...
ამრიგად ეშმაკი დაუღალავად იბრძვის ქრისტეანული ეკლესიის წარსაწყმედად, რადგან როგორც სულიერ არსებას მას ხომ არც ძილი სჭირდება და არც დასვენება. იგი ამ ქვეყნის ბატონივით მოქმედებს. დაცემული კაცობრიობის შვილებს შორის ის პულობს თავის მოკავშირეებს - "წინააღმდეგობის ძეებს", რომლებიც მისი ბოროტი ნების აღმასრულებელნი არიან. ამიტომაც აღნიშნავდა ბერი პაისი მთაწმინდელი ანტიქრისტეს წინამორბედები მრავალგვარ ტყუილზე, მხეცურ სიცრუესა და უკანონობაზე დამყარებული მეთოდებით იხელმძღვანელებენო.
ჩვენს დროში სიტყვა "გლობალიზაცია" განსაკუთრებით მოდური გახდა. მას ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და გლობალისტები, ამავდროულად ისინი ამ სიტყვას დადებით მნიშვნელობას ანიჭებენ და მასზე როგორც ბუნებრივ მოვლენაზე ისე საუბრობენ. როგორც წესი, ხალხი არ უფიქრდება იმას თუ რა იმალება ამ ტერმინის უკან.
მთლიანობაში, გლობალიზაცია ნიშნავს იმ პროცესების ერთიანობას, რომელთაც გლობალური (მსოფლიო) ხასიათი გააჩნიათ, თუმცა ცოტა თუ ხედავს მის შინაგან არსს. მხოლოდ მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით შეიძლება მისცე გლობალიზაციას სწორი შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გეძლევა შესაძლებლობა გამოხვიდე პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფულად-სავაჭრო პრიზმიდან და ამ პროცესს ზემოდან შეხედო.
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სისტემა არსებობდა: მონარქიული, რესპუბლიკური, ტოტალიტარული, დემოკრატიული, ისინი კონკრეტულ პიროვნებებს, პარტიებს, თუ დიქტატორულ იდეოლოგიას ეფუძნებოდნენ, მაგრამ გლობალური საზოგადოება ახლა შენდება. მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ბაბილონის ენათა აღრევას. რა თქმა უნდა, განვითარების ასეთი გზა რეგრესული და ბრიყვულია. გლობალიზაციის ახლანდელი პროცესი უთუოდ ანტიქრისტეს გამეფებამდე, ცივილიზაციის განადგურებამდე და მსოფლიოს დასასრულამდე მიგვიყვანს. ჩვენ ამას უტყუარ ჭეშმარიტებად უნდა ვაღიარებდეთ. ანტიქრისტეს მომავალი სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთიკური და მსოფლმხედველობითი ბაზა დღეს იქმნება, ამ ბაზის მთლიანი მშენებლობის პროცესს კი "გლობალიზაციის" ტერმინით მოიხსენიებენ.
სულიერი თვალსაზრისით, "ბუნებრივად" მიმდინარე პროცესი არ არსებობს. სინამდვილეში დაფარული, ხილულად კი თითქოსდა "ბუნებრივი" პროცესების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა, სხვა არაფერია თუ არა დაფარული ათეიზმი, მსოფლიოსა და ადამიანზე უფლის ნებისა და მფარველობის უგულვებელყოფა. ამიტომაც ვამბობთ, რომ გლობალიზაცია არ არის ბუნებრივი პროცესი. ის მხოლოდ "უსჯულოების საიდუმლოს" რეალიზაციაა, მასზე საუბრობს პავლე მოციქული თავის მიმართვაში თესალონიკელთა მიმართ.
უდავოა, რომ გლობალიზაციის მთავარი მიზანი - ძალაუფლების დამყარებაა. უფრო ზუსტად კი ძალაუფლების ხელში ჩაგდება არაადამიანთა ხროვის მიერ პლანეტარული მაშტაბით, რაც მსოფლიო ბატონობის დამყარებასა და მთელი კაცობრიობის დამონებას ისახავს მიზნად. საბოლოოდ კი ეს ანტიქრისტიანული, ზეტოტალიტარული დიქტატურის, ანუ ანტიქრისტეს სამეფოს ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს.
კაცობრიობის ისტორიაში არნახული ტირანიის დამყარებას ხელს უწყობს გლობალიზმი ანუ მონდიალიზმი. ესაა სატანური ცრუ სწავლება, რომლის თანახმადაც აუცილებლობის საბაბით უნდა შეიქმნას "ზოგადსაკაცობრიო" საერთაშორისო საზოგადოება, სადაც ადამიანები უგვარტომო ნომრები, ე. წ. "ნაცრისფერი რასის" წარმომადგენლები იქნებიან. მათ არც სამშობლო ექნებათ და არც ოჯახი. იტყვიან, რომ ეროვნულობა და რელიგია წარსულის გადმონაშთია. მსოფლიოს მართვა მოხდება ზეეროვნული ცენტრიდან, რომელსაც მსოფლიო მთავრობა ჰქვია - ეს ყოველივე კი ეთანხმება ერთიანი რელიგიის შექმნის ცნობილ თეზისს - "იწამე როგორც გინდა, მაგრამ თაყვანი ეცი ერთ ბატონს".
ჯერ კიდევ 1991 წელს ბილდერბერგის კლუბის სხდომაზე დევიდ როკფელერმა განაცხადა: "მსოფლიო დღეს მომწიფებულია ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნისთვის. ინტელექტუალური ელიტისა და მსოფლიო ბანკირების ზეეროვნული ხელისუფლება, ხალხთა თვითდამკვიდრების იმ უფლებაზე უპირატესია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვუწევდით ანგარიშს".
ფაქტობრივად გლობალიზმი მარქსიზმის შთამომავალია. გლობალიზმს ხელმძღვანელობს იგივე რევოლუციური იდეა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. შემთხვევითი როდია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომაული კლუბის ეგიდით გამოიცა ცნობილი წიგნი "პირველი გლობალური რევოლუცია". მაგრამ თუკი ათეისტები თავისი არსით აჯანყებული ათეისტები იყვნენ, გლობალისტები აჯანყებული სატანისტები არიან.
რუსეთის ფედერაციის საქმეთა მართვის ინფორმაციული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე იგნატოვმა თავის ანალიტიკურ წერილში ღიად დაახასიათა მსოფლიო მთავრობის წარმომადგენლები და მათ ოკულტური, ხასიდურ-პარამასონური ჯგუფის წევრები უწოდა. ისინი ერთმანეთთან ეთნიკური ნათესაობით არიან დაკავშირებულნი და დესტრუქციული მიმართულების ლოჟათა ინიციატორები არიან.
მსოფლიო მთავრობა, მსოფლიო ბატონობისაკენ მიილტვის, მას ეზიზღება წმინდა მართლმადიდებლობა. დაცემული ქერუბიმი - კოლოსალური აზრობრივი ენერგიის სიკვდილის მომტანი არსება, რომელიც შეურიგებელი სიძულვილით, დახვეწილი სიცრუით, მზაკვრობითა და ამპარტავნებითაა გაჟღენთილი, თვითონ მართავს ამ დემონებისმაგვარ ხალხს. სწორედ ეს შეპყრობილი ინფერნალები უდგანან სათავეში მსოფლიო მთავრობას, ისინი დიდი ძალაუფლებით არიან აღჭურვილნი - ასკვნის რუსი მწერალი ალექსეი იაკოვლევ-კოზირიოვი.
მაღალფარდოვანი სიტყვებით დაფარული მზაკვრული სიცრუე, თვალისგან უხილავს ხდის მსოფლიო მმართველთა რეალურ საქმიანობას. საკმარისია გავიხსენოთ ჯორჯ ბუშ უფროსის ფარისევლური სიტყვები: ეს დიადი იდეაა: ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც სხვადასხვა ხალხი საერთო საქმისათვის გაერთიანდება კაცობრიობის საერთო მისწრაფებების განსახორციელებლად - თავისუფლება და წესრიგი, მშვიდობა და უსაფრთხოება...
ანტიქრისტეს გასამეფებლად ცრუ-წინასწარმეტყველი ორ ძალას გამოიყენებს: ცდუნებისა და სასწაულების ძალას. მაგრამ ეს ჭეშმარიტი სასწაულები როდი იქნება, რომელთაც მხოლოდ ღმერთი აღასრულებს, არამედ "ცრუ სასწაულები" (2 თესალონიკ. 2: 9). ისინი მოხერხებულობაზე, გრძნობათა მოტყუებაზე იქნება დამყარებული. მათ განსახორციელებლად ბუნების დაფარული ძალები იქნება გამოყენებული, მაგრამ ისინი ეშმაკის მეშვეობით აღსრულდება, ეშმაკეული უნარების საზღვრებში, - წერს ამბერკი ტაუშევი.
ახალი "მსოფლიო წესრიგიც" ხომ ამგვარი ძალებით მყარდება? წიგნის ფურცლებზე ვრცლადაა აღწერილი ადამიანთა ცდუნების სხვადასხვაგვარი მეთოდები, რათა მათი მეშვეობით მოხდეს პლანეტის მცხოვრებთა ცნობიერების მასიური დამუშავება. ადამიანის გონებაც ეგება "პროგრესისა", "მშვიდობისა და უსაფრთხოების" ახალ ანკესს. ამავდროულად "გარიყული ქვეყნების" მოთვინიერება, რომელთაც არ სურთ მსოფლიო უნიფიკაციის სისტემაში ჩართვა, ღია სამხედრო ჩარევით ხდება. იუგოსლავიის, ავღანეთისა და ერაყის ბარბაროსული დაბომბვები სხვა არფერია თუ არა "ცეცხლი, ციდან ჩამომავალი". ამ ხელით ქმნილ, ცრუ სასწაულებსა და ნიშნებს აშკარად ეტყობათ ეშმაკეული არსი. ისინი ემსახურებიან ერთ მიზანს - შიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხალხი დაუმონონ ანტიქრისტეს. სატანისტური ძალების ბოლო ოპერაციის კოდური სახელწოდება ერაყის დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ გახლდათ: "შოკი და თრთოლვა"...
ამავდროულად, ღია ძალადობრივი მოქმედებებით, იგება ტოტალური კონტროლის სისტემა, იგი განკუთვნილია მათთვის, ვინც ანტიქრისტეს წინამორბედებს არ დაემორჩილება. ეს ნიშნავს იმას, რომ იგეგმება მსოფლიო ხალხთა დამორჩილება სატანური ძალების მიერ. იგი მოასწავებს ანტიქრისტეს მიღების ბოლო ეტაპის დადგომის მოახლოებას.
მთელი მსოფლიოს ოქრო ახლა იმაზე იხარჯება, რომ პლანეტაზე შეიქმნას მორჩილ ადამიანთა ფარა. ფარა, რომელიც კონტროლირებადი და მართვადი იქნება; ფარა, რომლის რაოდენობის განსაზღვრაც ოკულტისტთა სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი. ოკულტისტთა სწორედ ეს ჯგუფი წარმოადგენს დღეს "მსოფლიო ელიტას".
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ბჟეზინსკი განუწყვეტლივ საუბრობდა ადამიანთა მასებზე განსახორციელებელი კონტროლის აუცილებლობის შესახებ. გაიზრდება პიროვნების სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა. სულ მალე შესაძლებელი გახდება თვალყურის დევნება თითოეულ მოქალაქეზე, ასევე განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეების შექმნა, რომლებიც საერთო ინფორმაციის გარდა გააერთიანებენ ყველაზე კონფიდენციალურ დეტალებს ადამიანის ჯამრთელობისა თუ მისი ქცევების შესახებ... შესაბამის ორგანოებს ამ ფაილებთან უშუალო შეხება ექნებათ. ძალაუფლება მათ ხელში იქნება კონცენტრირებული, ვინც ინფორმაციას აკონტროლებს...
მსგავსი ტენდენცია რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდება, საბოლოო ჯამში ის ტექნოგენურ ერამდე მიგვიყვანს - დამყარდება დიქტატურა, რომლის დროსაც დღეს არსებული პოლიტიკური პროცედურები მთლიანად გაუქმდება...
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, საფუძველი დაუდო მსოფლიო კომპიუტერული სისტემის შექმნას, რომელიც პლანეტის თითოეული მცხოვრების თვალთვალის საშუალებას იძლევა, შესაძლებელი გახდა პიროვნების მართვა მსოფლიო მთავრობის ინტერესების გათვალისწინებით. პირველ რიგში ეს კონტროლი გადაადგილებას შეეხება, ასევე ადამიანის შემოსავალ-გასავალს. სწორედ ასეთი მსოფლიო წყობაა აღწერილი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში.
ყოველივე ეს, კეთდება ვითომდა კეთილშობილური მოსაზრებით, "ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების" მიზნით, ასევე "მშვიდობისა და უსაფრთხოების" უზრუნველყოფისათვის - "საერთაშორისო ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლის" საბაბით. სინამდვილეში მიმდინარეობს ახალი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბება, რომელსაც შეგვიძლია პლანეტარული მაშტაბის ელექტრონული კონცენტრაციული ბანაკი ვუწოდოთ.
სიტყვათშეთანხმება "საერთაშორისო ტერორიზმი" გახდა შელოცვა, რომლის მაგიური ძალა დილიდან საღამომდე მოქმედებს ადამიანთა ცნობიერებაზე. ამ სიტყვებს განუწყვეტლივ იმეორებენ ტელეეკრანებიდან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. მიმდინარეობს ტვინის ზომბირების უპრეცენდენტო პროცესი, რომელიც შიშისა და კოშმარის ატმოსფეროს ქმნის: "მტერი უკვე ზღურბლზე დგას... ფრონტი გადის ყოველ ქალაქზე, ყოველ ქუჩაზე, ყოველ სახლზე... ტერორისტულმა საფრთხემ გლობალური ხასიათი მიიღო... ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე, სოლიდარობა, მოქალაქეთა და სახელმწიფოს ძალისხმევის გაერთიანება".
მსგავსი გამოთქმები და ზოგჯერ ისტერიული გამოსვლები მხოლოდ ერთ ფაქტზე მიგვითითებენ: პატიოსან მოქალაქეებს სთავაზობენ ღმრთისგან მინიჭებული თავისუფლების გაცვლას მითიურ უსაფრთხოებაზე. სულიერი თავისუფლება, ხრწნადი ხორცის "უსაფრთხოებაზე" იცვლება.
შემთხვევითი არაა, რომ ტერორიზმის პრობლემების მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ტერორისტული აქტების კლასიფიკაცია იმის მიხედვით კი არ ხდება, თუ ვინ იყო ტერორისტი, არამედ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამ ტერაქტს. ასეთ მოვლენებს სათავისოდ იყენებენ პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანთა ემოციური განცდების ექსპლუატირებას ახდენენ.
ამის ნათელი მაგალითია ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები, რომლებიც მთელი რიგი ცნობილი სპეციალისტების შეფასებით გრანდიოზული პოლიტიკური პროვოკაცია გახლდათ. ამ პროვოკაციის შედეგი "გლობალური ანტიტერორისტული ოპერაცია" გახდა. ამავდროულად რიგით ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდეს თავიანთი უფლებანი და თავისუფლებანი, "მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" შეეწირათ.
როგორც არაერთხელ ითქვა და დამტკიცდა, წვერიანი ბენ-ლადენი, რომელიც სადღაც ავღანეთის გამოქვაბულში იჯდა, ერთგვარი შირმის როლს ასრულებდა სისხლიანი დრამის რეალური რეჟისორ-დამდგმელებისთვის.
არანაკლებ სასტიკი პროვოკაცია იყო ბოროტმოქმედებების სერია, რომლებიც რუსეთში 2004 წლის აგვისტოს დასასრულსა და სექტემბრის დასაწყისში განხორციელდა. აფეთქებები მოსკოვში, ჰაერში ორი სამოქალაქო ლაინერის განადგურება და ბოლოს, ბესლანის ტრაგედია...
ვინ პოულობს სარგებელს ამ "ტერაქტებისგან"? ვინ დგას იმ ბოროტების აღმასრულებელთა უკან, რომლებიც თავიანთი არსით, უდავოდ სატანის ბრმა იარაღს წარმოადგენენ? როგორ გახდა შესაძლებელი ამ ყველაფრის განხორციელება? ამ კითხვებზე ნაწილობრივ პასუხს იძლევა ტელეარხ "ალ-ჯაზირას" მოსკოვის ბიუროს შეფი აკრამ ხუზამი: "ლონდონში არსებობს ფირმები, რომლებიც ქირაობენ და ამზადებენ ბოევიკებს ნებისმიერი ქვეყნებისა და ნებისმიერი მიზნებისათვის. ეს გიგანტური ბიზნესია. ფირმები თავის თავზე იღებენ სამხედრო ოპერაციის შესრულებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ერთი ასეთი ოპერაცია შესაძლოა მილიარდი დოლარი დაჯდეს".
აკრამ ხუზამის აღიარებამ მხოლოდ ნაწილობრივ ახადა ფარდა საერთაშორისო სისტემას, რომლის ფესვებიც უშუალოდ მიწისქვეშეთში გრძელდება. შესაძლებელია ბესლანის 2004 წლის თავზარდამცემი აქცია იქ დაიგეგმა, სადაც ნიუ-იორკის 2001 წლის საშინელი ტერაქტის იდეა წარმოიშვა.
ანტიქრისტეს წინამორბედები მსოფლიო პროცესების ხელმძღვანელობას თავიანთი ნაციონალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებენ - ესაა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, სამმხრივი კომისია, რომისა და ბილდერბერგის კლუბები და სხვა. მსოფლიო მთავრობაში შემავალი ტრანსნაციონალური კორპორაციები უძლიერესი სპეცსამსახურებით არიან აღჭურვილნი, რომლებიც არც ერთი სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ მსოფლიოს ბევრ დაზვერვასთან.
აი, ასეთ სპეცსამსახურებს ძალუძთ მოაწყონ ნებისმიერი პოლიტიკური პროვოკაცია და იზრუნონ იმაზეც, რომ არსად არ დარჩეს არავითარი მოწმე... მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერო და "დიდი რვიანი" ამერიკის ხელმძღვანელობით - ეს მხოლოდ შირმაა, რომლის უკანაც "ამა სოფლის ბატონები" დგანან. მათი სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მსოფლიო ტერორისტული ქსელი გლობალური მართვის სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
მათი მეშვეობით ხორციელდება კონფლიქტური სიტუაციების მართვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ეს მრავალსაფეხურიანი სისტემაა, ამიტომაც შემსრულებლები არასოდეს არ იცნობენ რეალურ დამკვეთს, გეგმის შემმუშავებლებსა და იმ პირებს, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტულ ოპერაციებს. ანდრეას ფონ ბიულოვი, რომელიც გერმანიის სპეცსამსახურებს თითქმის 30 წლის მანძილზე კურირებდა, აღნიშნავს, რომ "ყველა ტერორისტული ოპერაციები "მატრიოშკას" პრინციპითაა აგებული. როგორც წესი, თვალის ასახვევად ჩანან მხოლოდ "სამუშაო დონის" ტერორისტები. უმაღლეს დონეს - "არქიტექტორები" წარმოადგენენ. ისინი იმ ტერაქტების სქემას ადგენენ, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე არიან ორიენტირებულნი. თქვენ ვერასოდეს ვერ მიაღწევთ უმაღლეს ეშელონებამდე" - ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი.
სისტემის მთავარი ამოცანაა - გლობალური პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება, რომელსაც მართვადი ქაოსის შექმნაზე დაამყარებენ. ამრიგად, ტერორიზმი - გლობალისტების იარაღია!
როგორ უნდა დაიმორჩილო პლანეტის მაცხოვრებლები? ძალიან ადვილად... უნდა შექმნა საერთო მტერი - "საერთაშორისო ტერორიზმი" და ყველა ქვეყანა მის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში უნდა გააერთიანო. ის კი ასეთი მოუხელთებელია... ის ყოველ ქუჩაზეა, ყოველ სახლშია, ყოველ ბინაშია... ამრიგად, ყოველი ადამიანი დაბადებისთანავე პოტენციურ ტერორისტად უნდა აღიქმებოდეს, თითოეული ადამიანი ეჭვმიტანილი უნდა გახდეს. ყველამ უნდა გაცვალოს თავისუფლება "უსაფრთხოებაზე". ასეთია ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებელთა ლოგიკა.
ამ გეგმის განხორციელებაში კი მათ ცნობილი პოლიტიკოსები, ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლები, სოციოლოგები და ჟურნალისტები ეხმარებიან. ისინი ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის გადახვევას სხვა მიმართულებით. გვთავაზობენ ტერორიზმის შედეგებთან ბრძოლას, ამ დროს კი არ ხდება ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების განხილვა და პრობლემის საწყისის ძიება. მათი მიზანია საზოგადოებაში პანიკური შიშის ატმოსფეროს გამწვავება. მათი გათვლებით ადამიანმა თვითონ უნდა მოითხოვოს უსაფრთხოების ახალ სისტემაში შესვლა - ყველგან ვიდეოთვალთვალის კამერები დაიდგა, მორჩილებით მივიღეთ ახალი ელექტრონული საბუთები პირადი კოდითა და ერთიანი მსოფლიო სტანდარტების მქონე ბიომეტრიული მონაცემებით. ყველაზე დიდი მიღწევა კი ის იქნება, თუ ადამიანები საიდენტიფიკაციო მიკროჩიპებს ჩაიდგამენ სხეულში... ჩვენს თვალწინ, ჩვენივე მონაწილეობით, "საერთაშორისო ტერორიზმთან" ბრძოლის საბაბით, მიმდინარეობს დიქტატორული რეჟიმის ფორმირება, რომელიც ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ კი არა, პატიოსან მოქალაქეთა წინააღმდეგაა მიმართული.
ვატიკანის ბიბლიოთეკის ბიზანტიურ ხელნაწერთა შორის აღმოაჩინეს ხელნაწერი, რომელიც XV-ე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ესაა ბერ ბასილის საუბრები ხუცესთან, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია. როგორც ჩანს, ეს ნეტარი ადამიანი თავისი დროის უდიდესი მოღვაწე გახლდათ, რომელიც სულიწმინდის მადლით იყო აღსავსე. საოცარია, თუ როგორ აღწერს ხუცესი ანტიქრისტეს დიქტატურის დადგომის დროებას: "თითოეული ადამიანი აღწერილი იქნება. თითოეულის მხოლოდ საქმე და ცხოვრება როდი იქნება გაკონტროლებული, არამედ მისი ნებისმიერი სულიერი მოქმედება უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა და შესაბამისად დაისჯება კიდეც თავისი სულიერი განცდების გამო. ამიტომაც ადამიანები პირქუში სახეებით ივლიან, იმის შიშით, რომ მათმა გარეგნობამაც კი არ გამოხატონ ისეთი აზრი, რომელიც მსოფლიო მმართველისთვის მიუღებელი აღმოჩნდება... დროებითი არსებობის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც მხეცის ნიშანს მიიღებს; მაგრამ ეს იქნება არსებობის ყველაზე შეურაცმყოფელი და მწირი პირობები იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც შემოქმედმა უბოძა ადამიანს. ყველაფერი იმ მიზნით გაკეთდება, რომ ქრისტეს სახელი ადამიანთა გულებიდან წარიტაცონ. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთის სამეფო იქნება დედამიწაზე. უფლის ერთგული ადამიანებიდან ძალიან ცოტანი თუ დარჩებიან...". ჯოჯოხეთის სამეფოს მშენებლობა, რომლის შესახებაც ხუცესი საუბრობს, თავის დასასრულ უახლოვდება.
2000 წლის ივლისში, ოკეანეთში "გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ქარტია მიიღეს" - ესაა პროგრამული, პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს "XXI-ე საუკუნის ერთიანი, მსოფლიო, ქსელური, ინფორმაციულ-ფიჭური საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებას", უფრო ზუსტად კი ელექტრონული კონცენტრაციული ბანაკის ჩამოყალიბებას. თავისი არსით იგი რევოლუციური ხასიათის გარდაქმნაა, რომელიც პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კაცობრიობის არსებობისათვის მნიშვნელოვან სფეროებზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ზემოქმედებას ეხება. ქარტიაში ასევე ნათქვამია რევოლუციური "სოციალური ტრანსფორმაციის" შესახებ, რომელიც "ადამიანთა ცხოვრების წესს, მათ განათლებას, სამსახურსა და ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობას შეეხება".
2001 წლის ივლისში გენუაში ჩატარდა "დიდი რვიანის" ხელმძღვანელთა შეხვედრა. შეხვედრაზე განისაზღვრა გლობალიზაციის პროცესების მომდევნო განვითარების ეტაპები:
ა) საზღვრების, ეკონომიკებისა და მთავრობების გამჭვირვალობის მიღწევა.
ბ) მათი გაკონტროლება ზეეროვნული სტრუქტურების მიერ - მსგავსი სტრუქტურებია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვა.
ფაქტიურად ეს ორგანიზაციები აკონტროლებენ "ნაციონალური" მთავრობების ქცევას დეინდუსტრიალიზაციის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული მრეწველობის, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების განადგურებას. ეს ის სფეროებია, რომელთა ერთიანობა სახელმწიფოს ქმნის. ყოველივე ის, რაც არ ჯდება "ახალი საერთაშორისო შრომითი დაყოფის" ფარგლებში უნდა განადგურდეს, ან დემონტაჟს დაექვემდებაროს. ასეთია "ამა ქვეყნის ძლიერთა" ნება, რომელთა ხელშია კონცენტრირებული დღეს მთელი პლანეტის ძალაუფლება.
გენუაში შეხვედრის შედეგად დაიგეგმა გლობალური ინფორმაციულ-ფიჭური საზოგადოების ჩამოყალიბების გზები - ახალი "კაცობრიობის ნათელი მომავლის" დამყარების მეთოდები.
გენუაში ჩატარებული სამიტიდან ერთი კვირის შემდეგ ებრაულ საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მაშიაყი მოევლინა. 2001 წლის 29 ივლისს კი მესამე ტაძრის საფუძველში, საძირკვლის ქვის ჩადების სიმბოლური ცერემონია გაიმართა. ცერემონია ებრაული რელიგიური ჯგუფის "ტაძრის მთის მცველთა" მიერ იყო ორგანიზებული.
2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ცნობილი მოვლენები მოხდა. სულ მალე კი პრეზიდენტმა ბუშმა მსოფლიოს განუცხადა: "ის ვინც ჩვენთან ერთად არაა - ტერორისტებთან ერთადაა!" გამოიკვეთა "ბოროტების ღერძი" - ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა ტერორისტებს მალავენ (!) - ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია, სუდანი, ეთიოპია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა... და რუსეთი. ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" ფარგლებში დაიწყო მსოფლიო პოლიციური რეჟიმის შექმნა. გლობალურმა "ანტიტერორისტულმა ოპერაციამ" ფაქტიურად გათელა საერთაშორისო სამართლის მწირი ნარჩენები. ძალაში დარჩა მხოლოდ "ამა ქვეყნის ძლიერთა" უფლება, მოახდინონ დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამორჩილება.
2002 წლის ივნისში "დიდი რვიანის" შეხვედრა კანადის ქალაქ კანანასკისში რიტუალური ცერემონიით დაიწყო, რომლის დროსაც ინდოელმა შამანებმა ლოცვა აღავლინეს "მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში". ალბათ მათ ძახილზე დემონების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი...
სამიტის მთავარი თემები, გასაგები მიზეზების გამო, კვლავ "საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას" ეხებოდა, ასევე "მსოფლიოს მყარი ეკონომიკური განვითარების საკითხებს". სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება "ცივილიზებულ სამყაროში" ტოტალური თვალთვალის რეჟიმის დამყარების შესახებ. მიიღეს ბირთვული იარაღისა და განიარაღების პროგრამა "საერთაშორისო უსაფრთხოების გამყარების" მიზნით.
2003 წლის ივნისი - ფრანგულ გვიანაში "დიდი რვიანის" შეხვედრის მთავარი საკითხები ნაციონალური სახელმწიფოების ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განადგურებას დაეთმო:
ა) უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური სტრუქტურის მქონე სახელმწიფოები გამჭვირვალე ტერიტორიული წარმონაქმნებით, რომლებიც ლოიალურნი იქნებიან მსოფლიო მთავრობის მიმართ.
ბ) განიხილეს ინფორმაციულ-ფიჭური სოციალური სტრუქტურების გამყარების გზები.
გ) ასევე "ანტიტერორისტული ინტერნაციონალის" გაძლიერება და ტრანსნაციონალური პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება.
დ) ბიომეტრიულ იდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გლობალური სატრანსპორტო კონტროლის შემოღება, ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და მათი ამომცნობი ტექნიკის შექმნის ჩათვლით.
უფრო ადრე, 2003 წლის მაისში, პარიზში "დიდი რვიანის" შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრა შედგა, რომელზეც განაცხადეს ახალი ტიპის, ერთიანი საერთაშორისო პასპორტების შექმნის შესახებ, რომლებიც პირად კოდებსა და ელექტრონულ ჩიპებს შეიცავდა. ჩიპებზე თანდართული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია მფლობელის თითის ანაბეჭდებისა და სხვა სახის ბიომეტრიული მონაცემების შესახებ. საფუძველი - "პლანეტის მაშტაბით, საერთაშორისო ტერორისტების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა."
2003 წლის დეკემბერში კი ჟენევაში შედგა პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელზეც განხილული იყო ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბება. მასში მონაწილეობა მიიღო უამრავმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, სოციოლოგმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მეცნიერ-სპეციალისტმა. ამ შეხვედრაზე შეჯამდა ინფორმაციულ რევოლუციაზე გადასვლის "გარდამავალი პერიოდი", სანამ პარალელურად არსებობდნენ ტრადიციული და ელექტრონული ტიპის მთავრობები.
"დიდი რვიანის" მომდევნო შეხვედრა 2004 წლის ივნისში, აშშ-ში, სი-აილენდის კუნძულზე გაიმართა. მასზე გლობალური იმპერიის შექმნისათვის ბოლო ხუთი წლის მანძილზე გატარებული რევოლუციური სამუშაოების შემაჯამებელი შედეგები განიხილეს. აღინიშნა, რომ ეროვნული სახელმწიფოების, გამჭვირვალე ტერიტორიებად გარდაქმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მთელი დედამიწა "პასუხისმგებლობის ზონებად" იქნა დაყოფილი, რომელთაც რეგიონალური მმართველები ხელმძღვანელობდნენ. დაიგეგმა ახალი "ღონისძიებები"პლანეტის სხვადასხვა კუთხეში "მშვიდობისა და უსაფრთხოების" დამყარების მიზნით. საბოლოოდ, ახალი ელექტრონული საბუთების შემოღებასთან დაკავშირებით, შეთანხმდა ერთიანი მსოფლიო სტანდარტების მქონე კურსი. ამრიგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთიანი ზეეროვნული მსოფლიო დიქტატურის - ანტიქრისტეს სამეფოს დამყარების მცდელობა.
იმაზე, თუ რეალურად ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რამოდენიმე წლის წინს მსოფლიოს წამყვან მილიარდერთა ცნობილი კონსულტანტ-ფსიქოლოგი ანტონიო მენეგეტტი საუბრობდა: "პრეზიდენტები მხოლოდ მარიონეტები არიან სხვის ხელში... ისინი აღარ ფლობენ ძალაუფლებას. რეალურად მსოფლიოს მართავენ პირები, რომელთა ხელშიც ციფრული ტექნოლოგიების საკომუნიკაციო ქსელებია, ისინი მსოფლიო ეკონომიკას ისე ცვლიან, როგორც მათ სურთ". უმაღლესი ლუციფერიტები, რომელნიც უშუალოდ ქვესკნელთან ურთიერთობენ, თავისი მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევენ უკან.
სხვადასხვაგვარ აზრს წარმოშობს ზოგიერთი ფაქტი, ასევე მოვლენები, რომლებიც "დიდი რვიანის" პრეზიდენტების 2005 წლის შეხვედრას ეხება.
ეს შეხვედრა შოტლანდიის ქალაქ ედინბურგის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო Gleneagles-ში შედგა. ცნობილია, რომ ედინბურგი უძველესი დროიდან ითვლება მასონების ერთ-ერთ უძველეს მსოფლიო ცენტრად. ჯერ კიდევ XVI-ე საუკუნეში აქ იქნა ორგანიზებული მასონთა ლოჟა, რომელიც თავისი მნიშვნელობით პირველი იყო შოტლანდიაში. 1717 წელს კი წმინდა წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, ლონდონში შეიკრიბა ინგლისის ყველა მასონური ლოჟის წარმომადგენელი, რომელიც ინგლისის მასონთა დიდი ლოჟის შექმნით დასრულდა. ლონდონი გახდა ის ცენტრი, საიდანაც მთელ მსოფლიოში "მასონური სწავლების შუქი" გავრცელდა.
ალბათ არავის მიუქცევია ყურადღება უცნაური დამთხვევისთვის, როდესაც 2005 წლის "დიდი რვიანის" სამიტის ოფიციალური გახსნა წმინდა წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, 7 ივლისს დაემთხვა.
ამავე დღეს, დილით, ერთი საათის მონაკვეთში, ლონდონში 4 უძლიერესი აფეთქება მოხდა - სამი მეტროპოლიტენში, მეოთხე კი ლონდონის ერთ-ერთ ცნობილ ორ სართულიან ავტობუსში. შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანზე, რომელთა უმეტესობაც საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მიიყვანეს.
სამი დღით ადრე აფეთქებების ადგილზე პოლიციელთა, მეხანძრეთა და ტექნიკურ სამსახურთა ფართომაშტაბიანი სწავლებები ჩატარდა, რომლებიც მსგავსი შემთხვევების დროს შესაბამის სამსახურთა დროულ რეაგირებას მიეძღვნა, ამიტომაც ტერაქტის დღეს ყველა ზემოთ აღნიშნული სამსახური ოპერატიულად მოქმედებდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ლონდონელები მშვიდად და ვაჟკაცურად იქცეოდნენ, არსად შემჩნეულა ზედმეტი პანიკა და ემოციები, თუმცა რაღაც დროით ინგლისის დედაქალაქი პრაქტიკულად პარალიზებული გახლდათ.
ყურადღებას იპყრობს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჩარლზ კლარკის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონის აფეთქებები "არსაიდან მოვიდა" და მის უწყებას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ "არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა". და ეს იმ დროს, როდესაც მისი სიტყვებით, მთელი მსოფლიოს პოლიციურ სამსახურებს შურთ ლონდონის პოლიციისა.
საერთო ჯამში ინგლისში ჯაშუშთა მთელი კოჰორტა მოქმედებს. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უთვალთვალებს და უსმენს ათეულობით მილიონ ადამიანს, მათი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. ჯერ მარტო ფარული ვიდეოკამერების რიცხვი მთელი ქვეყნის მაშტაბით 1,5 მილიონი ერთეულია...
გაზეთების, რადიოების, ტელევიზიების კომენტარები ერთი და იგივე სიტყვებით იწყებოდა: "ახალი შეტევა მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ", "ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს - საერთაშორისო ტერორიზმი", "მსოფლიო მაშტაბის ტრაგედია", "აუცილებელია ყველა ქვეყანამ გააერთიანოს ძალები, მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში", "7 ივლისი ლონდონს ისევე ემახსოვრება, როგორ ნიუ-იორკს ახსოვს 11 სექტემბერი".
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 11 სექტემბერი წმინდა წინასწარმეტყველის, უფლის წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა... საინტერესოა, რომ ამერიკელი ერისადმი მიმართვისას, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკებზე შეტევას მიეძღვნა, პრეზიდენტ ბუშს ერთი სიტყვაც არ დასცდენია "საერთაშორისო ტერორიზმზე". მას წინ უსწრებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადება 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით: "მასობრივი ტერორიზმი ეს არის დღევანდელი მსოფლიოს ახალი ბოროტი სულის გამოვლინება. ის მოდის ფანატიკოსებისგან, რომელთათვისაც ადამიანთა სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ჩვენ, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ უნდა გავერთიანდეთ ბრძოლისთვის, რათა წინ აღვუდგეთ ამ ეშმაკს". შემდგომში სწორედ "ბლერის ვერსიამ" მოიპოვა საერთო აღიარება.
2005 წლის 7 ივლისს კი "მოულოდნელად" ლონდონში გამოჩნდა რუსეთში ცნობილი მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა სასტიკი ომი გაეჩაღებინათ ტერორიზმთან - ომი განადგურებამდე, სანამ არ მიიღწევა გამარჯვება.
"დიდი რვიანის" პრეზიდენტების შეხვედრას თუ მივუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის თანახმად, სამიტის დღის წესრიგში განსახილველ თემებს შორის იყო კლიმატის ცვლილების, აფრიკის ქვეყნებისათვის დახმარების გამოყოფის, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განვითარების საკითხები, ასევე დაგეგმილი იყო პრეზიდენტთა ორმხრივი შეხვედრები.
ლონდონის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება დღის წესრიგის კარდინალური შეცვლის შესახებ. გადაწყდა ახალი მკაცრი საბუთების შემოღება, რომლებიც ტერორიზმის ბრძოლის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული სპეციალური განცხადების" შემოღების ინიციატორად მოგვევლინა. მისი წინადადება "რვიანის ჯგუფის" სხვა ქვეყნებმაც მოიწონეს.
იმავე დღეს ნიუ-იორკში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო სხდომა გაიმართა, რომელზეც შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ 2005 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართა საერთაშორისო სამიტი, მასში ყველა სახელმწიფოს, სხვადასხვა ნაციონალური და რელიგიური სტრუქტურების მქონე ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას. სამიტზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ახალის სისტემის გლობალურ მართვას ეხებოდა.
7 ივლისის საღამოს პრეზიდენტთა ინტერვიუებში ერთი და იგივე სიტყვები მეორდებოდა: "ტერორისტების მიზანი ადამიანთა გულებში შიშის დათესვაა... ტერორისტებს უნდათ უარი ვთქვათ დემოკრატიის მშენებლობაზე... ეს ტერაქტი იმისათვის დაიგეგმა, რათა უარი გვეთქვა ჩვენს შეხვედრაზე... ჩვენ უმოწყალოდ შევებრძოლებით მათ, ვინც მსოფლიოს თავს ტერორიზმსა და ექსტრემიზმს მოახვევს..."
8 ივლისს მიიღეს "რვიანის ჯგუფის" განცხადება, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხებოდა. სასწრაფოდ გადასაწყვეტ ამოცანებს შორის დასახელდა: ყოვლისმომცველი კონვენციის მომზადება საერთაშორისო ტერორიზმზე, მასიური განადგურების იარაღის ტერორისტთა ხელში ჩაგდების აღკვეთა, სადაზვერვო და სამართალდამცავ ორგანოთა საერთაშორისო თანამშრომლობა (ფაქტიურად ესაა კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი ზეეროვნული სადამსჯელო, პოლიციური ძალების შექმნის საქმეში), ტერორისტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პირობების შექმნა (პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გადაცემა საზღვრებს გარეთ), დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა (ალბათ იმავე სცენარით როგორც ეს ერაყში, ავღანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს), უფრო ეფექტური უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა (მსოფლიო ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობის დაჩქარება) და სხვა.
სხვა საკითხებს შორის იკვეთება "მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსახლეობის ფართო მასების მიერ ტერორიზმის სრული მიუღებლობის მიღწევის მიზნით". აშკარაა, რომ თვით ტერორისტები არიან ამ "სამუშაოს" შემადგენელი ძირითადი ნაწილი. წიგნის შემდეგ ფურცლებზე ვრცლად იქნება აღწერილი ბრიტანეთის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მძლავრი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ახალი, მიკროჩიპებით აღჭურვილი საბუთების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ის საბუთებია, რომლებიც პირად კოდსა და მფლობელის ბიომეტრიულ მონაცემებს შეიცავენ. მსოფლიო დიქტატურის მქადაგებლებს, თავის სასარგებლოდ კიდევ ერთი "არგუმენტი" - 2005 წლის, 7 ივლისის ლონდონის მოვლენები დაემატა...
apocalypse.ge.

Комментариев нет:
Отправить комментарий