ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 мая 2013 г.

განა მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს, მისი უფლებათა უპირველესი დამცველი რომელი რელიგიის აღმსარებელია?

17 მაისს რუსთაველზე დატრიალებული მოვლენების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მეტად მკაცრი და შეუვალი იყო. გეიაღლუმის იძულებითი კონტრაქცია არ იყო დასრულებული და საბოლოო შედეგებიც უცნობი იყო, რომ დამნაშავეთა _ კანონდამრღვევთა დაუყოვნებლივი დასჯა მოითხოვა. არადა, ამ დროს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა მას შეკითხვის დასმისას მკაფიოდ განუმარტა, რომ სახალხო დამცველს გეიაღლუმის ჩამშლელი აქციის მონაწილეებსა და მის ორგანიზატორებზე ეკითხებოდნენ.
მოგვიანებით ყველაფერი დალაგდა, ქართველმა ხალხმა უზნეობა და უხამსობა უმცირესი ძალის გამოყენებით დაიფრინა რუსთაველიდან. ხელისუფლებისგან, ინტელიგენციისგან, არასამთავრობო სექტორისგან უპატრონოდ მიტოვებულ ათეულ ათასობით ადამიანს პატრონად ქართული ეკლესია გამოუჩნდა. სწორედ სასულიერო პირებისა და პოლიციის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მსხვერპლის თავიდან აცილება, რასაც, შესაძლოა, უმართავი პროცესებიც მოჰყოლოდა.
კი, შესაძლოა, ზოგიერთი სასულიერო პირი მისი საეკლესიო სტატუსისთვის შეუფერებლად მოიქცა, მაგრამ ეს მოვლენების მორალური მხარეა და არა იურიდიული. მათ, თუ დასასჯელები არიან, თავად ეკლესია გამოუტანს სასჯელს. რატომ? ახლავე მოგახსენებთ: როცა სარწმუნოებას გიგინებენ, როცა გეიუმცირესობას ჩაფიქრებული აქვს, რომ ქაშუეთის ეკლესიაში უხამსი პერფონმანსი დადგას, როცა შიშველი გეები და ლესბოსელები მინისპექტაკლის გამართვას აპირებენ და ამ წარმოდგენის ერთი ნაწილი ტაძარში დასვენებული სიწმინდეების, წმინდა ჯვრისა და ხატების შებღალვას ისახავს მიზნად, ამ დროს სასულიერო პირს ვერ მოსთხოვ, ამ ბინძურ გეგმას წინ არ აღუდგეს. პირიქით, ნებისმიერი რანგის სასულიერო პირი მოვალეა, ასეთი საფრთხე, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით, აღკვეთოს. თუ საჭიროა, მრევლსაც მოუხმოს ამგვარი სიბინძურისა და სატანისტური ქმედების ასალაგმავად. ბედად, გეიაქციის მონაწილეთა ამ გეგმის შესახებ ხალხმა არაფერი იცოდა, ამის შესახებ იცოდნენ სასულიერო პირებმა და მათი ძალისხმევა იმიტომაც იყო მიმართული იმისკენ, რომ მეაღლუმეებს ქაშუეთის ტაძრამდე არ მიეღწიათ, შიგნით არ შესულიყვნენ და თავიანთი შემზარავი პროვოკაცია არ განეხორციელებინათ. ეს რომ მომხდარიყო, მერე არც სასულიერო პირების, არც მრევლის დამკავებელი აღარავინ იქნებოდა და სექსუმცირესობების წარმომადგენელთა ძვლებს თუღა აკრეფდნენ რუსთაველიდან პოლიციელები. აი, რა უბედურებას გადავრჩენილვართ და ამის შესახებ ახლაღა გაცხადდა.

წეღან სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვახსენე, ბატონი უჩას პირველი განცხადება _ ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოსო, ნაჩქარევი იყო. მას არაფერს ვასწავლი, მაგრამ უმჯობესი იყო, ეთქვა, _ ჯერ გამოძიება ჩატარდეს და მერე, ვინც დამნაშვე აღმოჩნდება, დაისაჯოსო. სახალხო დამცველი, როცა მას პროცესების განვითარების შესაძლო სცენარზე, მოსალოდნელ პროვოკაციაზე არ გააჩნია ინფორმაცია, სულ მცირე, არ უნდა ჩქარობდეს ასეთი მკაცრი და რადიკალური შეფასების გაკეთებას.დალოცვილო, ჯერ გაიგე, რატომ დაირღვა კანონი, თუკი ის დაირღვა საერთოდ. იქნებ ეს მცირე კანონდარღვევა იძულებითი პრევენცია იყო დიდი უბედურებისა და უკანონობის კასკადის თავიდან ასაცილებლად? დიახ, ასეც იყო, მაგრამ უჩა ნანუაშვილმა ამის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მან იქვე, აქციის მსვლელობისას გაიმეტა საციხედ სასულიერო პირები, რომელთაც დიდი უბედურება აგვაცილეს თავიდან.შემდეგაც სახალხო დამცველმა არაერთხელ განცხადებაში კატეგორიულად მოითხოვა, დასჯილიყო ყველა ის ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. უჩა ნანუაშვილის საქმე არ არის, ვინ დაისჯება და ვინ არა. ეს გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივაა და კარგი იქნება, თავისი ნაჩქარევი განცხადებებით სახალხო დამცველი ამ პროცესებს ხელს თუ არ შეუშლის. მისი ფუნქცია მოვლენების შეფასებაა, პროკურორობას კი როგორმე სხვები გასწევენ.
ახლა იმის შესახებ, თუ ვინ არის უჩა ნანუაშვილი. უპირველესად, ახალი სახალხო დამცველი, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ფლირტის ნაყოფია, რომელსაც დღემდე კოაბიტაციის პროცესად მოიხსენიებენ. საპარლამენტო უმცირესობამ უჩა ნანუაშვილს ძალზე საეჭვო ერთსულოვნებით დაუჭირა მხარი და დღემდე ამ ფაქტის ახსნა ვერავინ მოახერხა. "საქართველო და მსოფლიომ", სავარაუდოდ, მიაგნო იმ მიზეზს, რის გამოც "ნაცმოძრაობამ" უჩა ნანუაშვილს ნდობა გამოუცხადა. სავარაუდოდ, მივაგენით იმ მიზეზსაც, რის გამოც, სახალხო დამცველი ასეთი გულმოდგინებით ეშურება მართლმადიდებელი სასულიერო პირების დასჯას.
სანამ ბელინსკის ქუჩიდან ანტიმართლმადიდებლურ ტრანსში შესულ ომბუდსმენს პოლიცია ევაკუაციის წესით გაიყვანდა, ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მას მიაძახა: – ნანუაშვილო, თქვი, რა აღმსარებლობისა ხარ, რატომ მალავ, რომ ბაპტისტი ხარ და შენი მეუღლეც ბაპტისტური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელიაო. ნანუაშვილმა ან ეს შეძახილი ვერ გაიგონა, ან პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც კულუარული წყაროებიდან ირკვევა, უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე, ირმა მამასახლისი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლი არიან, თუმცა ამას, ორივე მათგანი შეძლებისდაგვარად მალავს. ამის შესახებ არაერთმა წყარომ გვითხრა, მაგრამ სახალხო დამცველთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით მათ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.
ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმაც დაგვიდასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე მანაც თავი შეიკავა. მეტიც, მან ერთი მეტად საინტერესო ისტორიაც მოგვითხრო: უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველად ახლადდანიშნული იყო, როცა მასთან შეხვედრაზე ერთ-ერთი პატიმრის დედა მივიდა. აქვე დავძენ, რომ ეს ქალბატონი და ნანუაშვილი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. დათქმულ დროს ბატონი ნანუაშვილი არ აღმოჩნდა ვაკეში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარე სახალხო დამცველის ოფისში. მას ქალბატონმა დაურეკა და შეახსენა, რომ მასთან იყო დაბარებული. ამ ქართველი პოლიტიკოსის ინფორმაციით, ნანუაშვილმა პატიმრის დედა მშრალ ხიდთან, ორბელიანის მოედანზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში დაიბარა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ოფისი არასამთავრობო ორგანიზაციას _ "საქართველოს რელიგიური ჯგუფები" ეკუთვნოდა.წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული არასამთავრობო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქოლგის ქვეშ მოქმედებს და დაფინანსებასაც ევროპიდან იღებს მსხვილი ბაპტისტური ფონდებიდან. 
ოფისში მისულმა პატიმრის მშობელმა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა ნანუაშვილს, რომელმაც მალევე დატოვა ოფისი. წასვლამდე ბატონმა უჩამ ქალბატონს გააცნო მისი მეუღლე _ ირმა მამასახლისი, რომელიც "საქართველოს რელიგიური ჯგუფების" ხელმძღვანელია. წყარო ამტკიცებს, რომ ირმა მამასახლისმა ქალბატონს ბაპტისტური რელიგიის სიკეთეებზე ჩამოუგდო სიტყვა და ღიად მოჰყვა ამ რელიგიის პროპაგანდას. ბოლოს პატიმრის დედას უთხრა, _ მისი შვილი ბაპტისტი რომ ყოფილიყო, როგორც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს, სასჯელაღსულების სისტემის მესვეურებთან რეკომენდაციას საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი, გაუწევდა, არც "საქართველოს რელიგიური ჯგუფების" რეკომენდაციას დაამადლიდა და პატიმარსაც ციხიდან ვადამდე გათავისუფლების რეალური შანსი ექნებოდა. წყარო აცხადებს, რომ ირმა მამასახლისისა და ტუსაღის დედის საუბარი აქ დასრულდა, რადგან მართლმადიდებელმა ქალბატონმა სახალხო დამცველის მეუღლის არაპირდაპირი შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღო და ოფისი სასწრაფოდ დატოვა. შემდეგ ის პატიმარი ამნისტიით გათავისუფლდა და სახალხო დამცველის დახმარება აღარ დასჭირვებია.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ ვავრცელებთ ვერსიას, რომელიც მეტად სანდო წყარომ მოგვაწოდა.
"საქართველო და მსოფლიო", ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოში ევანგელ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან სონღულაშვილს დაუკავშირდა (ის ამავე დროს მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის ძმისშვილი გახლავთ).
_ ქალბატონო რუსუდან, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე _ ირმა მამასახლისი ბაპტისტები, თქვენი ეკლესიის მრევლი არიან.
_ ნამდვილად ვიცი, რომ უჩა ნანუაშვილი ჩვენი ეკლესიის მრევლი არ არის. რაც შეეხება მის მეუღლეს, მისი სახელი და გვარი პირველად გავიგე.
_ თქვენი ეკლესიის ქოლგის ქვეშ მოქმედებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რელიგიური ჯგუფები"?
_ ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ არაფერი მსმენია. არც თქვენ მიერ ნახსენები და არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქოლგის ქვეშ არ ფუნქციონირებს.
ევანგელ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი არ ადასტურებს, რომ უჩა ნანუაშვილი ბაპტისტია, მისი მეუღლის სახელი კი საერთოდ არ სმენია. საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ, მაგრამ ასევე ვიტოვებთ უფლებას, სრული ნდობა გამოვუცხადოთ იმ წყაროებს, რომლებთანაც წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ და რომლებიც ჩვენს ნდობას ნამდვილად იმსახურებენ.
შესაძლოა, ბევრს გაუჩნდეს კითხვა _ რა შენი საქმეა, უჩა ნანუაშვილი ბაპტისტია თუ კათოლიკე? მათ კითხვებითვე ვუპასუხებ:
რამდენად მართებულია, ბაპტისტი სახალხო დამცველი მართლმადიდებელი მღვდლების დაჭერას გავეშებული ითხოვდეს? რამდენად სამართლიანია, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელ ქრისტიანად აცხადებს თავს, სახალხო დამცველად მაინცდამაინც ბაპტისტი დაუნიშნო? განა მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს, მისი უფლებათა უპირველესი დამცველი რომელი რელიგიის აღმსარებელია?
ლევან ჯავახიშვილი.

geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий