ღმერთი

ღმერთი

среда, 22 мая 2013 г.

ერთსქესიანთა ოჯახში აღზრდილი ბავშვების პრობლემები - სამეცნიერო ნაშრომი

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთსქესიან ოჯახში აღზრდას ბავშვებისათვის?

2010 წელს სოციოლოგიის დოქტორმა მარკ რეგნერუსმა მსგავს ქორწინებაში მყოფთა ოჯახში აღზრდილ 3 ათას რესპოდენტის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა თავისი გამოკვლევა, სახელწოდებით: “რით გამოირჩევიან მოზარდები, რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“. ნაშრომი მან დაასრულა 2012 წელს და შოკისმომგვრელი შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში „Social Science Research“.

მაშ ასე, რა თავისებურებები აღმოუჩინა მან ერთსქესიანი „ოჯახების“ შვილებს:

1.ვენერიული ინფიცირების მაღალი დონე - ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების 25% -ს აღენიშნება ვენერიული დაავადებები (ცხოვრების სპეციფიკური პირობების გამო);

2. ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა - 40% ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ ლოიალურია;

3. ფსიქოლოგიური პრობლემები - მოზარდების 24% ახლო წარსულში გეგმავდა თვითმკვლელობას;

4. სოციალურ-ეკონომიკური უმწეობა - ლესბოსელთა შვილების 28% არის უმუშევარი, ხოლო ლესბოსელთა ბავშვების 69%-სა და გეების ბავშვების 57%-ის ცნობით, მათი ოჯახები იღებდნენ სახელმწიფო დახმარებას.

5. სექსუალური თვითიდენტიფიკაციის აღრევა - ერთსქესიან ოჯახებში აღზრდილი ბავშვების მხოლოდ 60-70% რაცხდა თავს სრულ ჰეტეროსექსუალად.

რეგნერუსს აუმხედრდნენ ლგბტ-ის აქტივისტები, ცილი დასწამეს ტენდენციურობაში და მოითხოვეს მისი უნივერსიტეტიდან გაძევება. პასუხად უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ სკრუპულოზურად შეისწავლა ავტორის მონაცემები და დაადგინა, რომ კვლევები ჩატარებულია უმაღლეს სამეცნიერო დონეზე და პასუხობს ყველა აკადემიურ მოთხოვნას.

ნაშრომის შეფასება გამოქვეყნდა ისეთ ავტორიტეტულ გამოცემაში, როგორიც არის „The New York Times“-ი. მისი მეოხებით მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ შეიტყო რეგნერუსის ავტორიტეტული კვლევა-ძიების შესახებ, რომელიც შუქს ჰფენს ერთსქესიან ოჯახებში ბავშვების აღზრდის ტრაგიკულ შედეგებს.

http://news.ge/ge/news/story/54931-ertsqesianta-ojakhshi-aghzrdili-bavshvebis-problemebi-sametsniero-nashromi

Комментариев нет:

Отправить комментарий