საქართველოს საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება, თუმცა, მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გამართულ აქციას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა.
17 მაისი მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში სპეციალური განცხადება გუშინ საღამოს გაკეთდა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელიც "პროვოკაციული ხასიათის იყო".
მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც სამართლიან პროტესტს იწვევს, მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა "არაფერს არ გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ისტორიულ მეხსიერებასთნ და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია, ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ და მაპროვიცირებულ ფაქტორად იქცა".
მისივე თქმით, ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალდობას გამართლება არ აქვს და საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთაA ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ქცევის ნორმებში არ ჯდება.
ამასთან, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სამწუხაროა, რომ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ და ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას ზიანი მიაყენეს.
როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და სათანადო რეაგირებას მოახდენს. თუმცა, მისივე თქმით, რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა 17 მაისის მოვლენების დროს და პოლიციის თანამშრომელთაAთავდადებული ქმედება, შდეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/240672-sapatriarqo-im-sasuliero-pirtha-qmedebebs-sheistsavlis-romlebmac-17-maiss-thavisi-qmedebith-eklesias-ziani-miayenes.html

Комментариев нет:
Отправить комментарий