ღმერთი

ღმერთი

пятница, 31 мая 2013 г.

თენგიზ არჩვაძე - რუსებს ორას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ საერთოდ წაეთრენ!

  რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის "გადმოჩოჩებას" პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ეხმაურებიან. "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრისას ღვაწლმოსილი ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე აღშფოთებას ვერ მალავდა...


თენგიზ არჩვაძე:

- საზღვარი კი არ გადმოწიეს, სამაჩაბლოს ერთი გოჯი მიწა არ ეკუთვნის არავის, საქართველოს გარდა, ბატონო. რომ ამბობთ, საზღვარი გადმოწიესო - მაგათი იყო ოდესმე, დაკანონებულია ვინმესგან, თუ რას გულისხმობთ, რას ნიშნავს - გადმოწიეს?! ახლა მთელი სამაჩაბლოს ნაცვლად, ას მეტრს ედავებიან? - ოკუპანტების ფეხი სამაჩაბლოში საერთოდ არ უნდა იყოს, იმ სახით, როგორც ახლა ისინი იქ ბრძანდებიან. ახლა მოიწევენ და სულ ასე თანდათან ახლოს მოჩოჩდებიან, თუ თავშივე არ იქნა აღკვეთილი მაგათი უმსგავსობა. ასი მეტრი გადმოწიესო და ახლა უნდა გვქონდეს ხომ მძაფრი რეაქცია და ვაი-უშველებელი?! - ასი მეტრის იქეთ რაც არის, იმის ფლობის უფლება როდის მერე აქვთ, მაგათი მამა-პაპის მემკვიდრეობაა თუ რა?!...

- რაც ხდება სამაჩაბლოში ზოგი წინა ხელისუფლებას აბრალებს, ზოგი დღევანდელს... თქვენ რას იტყოდით?

- მე არცერთი ხელისუფლება არ მწამს, ვინც საერთოდ ასეთი რამ დაუშვა. წინა ხელისუფლებამ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ფეშქაშად მიართვა(წაგვართვეს ბ.თენგიზ, წაგვართვეს.e.s) რუსეთს. იმ სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ას მეტრს ედავებიან და უკიჟინებენ.

- ხშირად ახსენებთ ას მეტრს... არ უნდა ვედავოთ ას მეტრს?

- რუსებს ას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ, საერთოდ წაეთრენ. ხელშეკრულება ხომ ჰქონდათ სარკოზისთან დადებული, რატომ არ იცავენ!?

- რუსეთში ქართველი ხელოვანები ჩავიდნენ, კონცერტები გამართეს და იმედი ჰქონდათ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბებოდა... თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს...

- რუსეთთან არ შეიძლება სრულიად ლაპარაკის შეწყვეტა, მაგრამ არც გულხელდაკრეფილი ჯდომა და თავის დაქნევა შეიძლება მათ თავხედობაზე. უნდა გამოძებნონ რაღაც გზა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამისთვის აქვთ ათმაგი ხელფასი. მათი პროფესიული მოვალეობაა, გამოძებნონ რამე საშუალება, რომ შეწყდეს ეს უმსგავსობა. არ შეიძლება ეგ! - ვის მიწას აძლევენ?! მე ვიცნობ სამაჩაბლოს, ეს ჩემი მიწა-წყალია, სულ ფეხით მაქვს მოვლილი. ახლა წყალი გადაუკეტეს და სარწყავი და სასმელი წყალი აღარ აქვს ხალხს.

- თქვენ ამბობთ რომ რუსები უნდა გავყაროთ და ამავდროულად გსურთ ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ომი არაფრით შეიძლება! ახალგაზრდები აღარ უნდა შეეწირონ ომს! დღევანდელ ხელისუფლებას გონიერება არ აკლია, სხვა უნდა მოიფიქრონ რამე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, არც მრჩეველი, მაგრამ მე, როგორც ქართველ კაცს, მინდა, ჩემი სამშობლო - ჩემი სამშობლო იყოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
kvirispalitra.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий