ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 мая 2013 г.

ისლამისტმა ბოევიკებმა სირიაში დაარბიეს მართლმადიდებლური მონასტერი.

  სირიაში, ოპოზიციური ფორმირებების მხარეს მებრძოლი შეიარაღებული ექსტრემისტები თავს დაესხნენ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ძველ, მართლმადიდებლურ მონასტერს, რომელიც სირიისა და ლიბანის საზღვრიდან 20 კმ-ს მოშორებით, ქალაქ ელ-ქუსეირის გარეუბანში მდებარეობს.

როგორც მონასტრის წინამძღვარი ჰადირ იბრაჰიმი იუწყება, ბოევიკებმა გააპარტახეს ქრისტეანული სავანე, გამოიტანეს საეკლესიო ჭურჭელი, ააფეთქეს სამრეკლო, დაანგრიეს საკურთხეველი და ემბაზი. ბოლოს კი დაანგრიეს ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველის ქანდაკება, რომელსაც სირიაში პატივს მიაგებდნენ როგორც ქრისტეანები, ასევე მუსლიმებიც.

"ტაძრისა და მონასტრის შებილწვა - დაქირავებული უცხოტომელების ნახელავია", - დარწმუნებულია იბრაჰიმი. მისი თქმით, "სირიელები ვერ გაბედავდნენ ამდაგვარი მკრეხელობის ჩადენას". იღუმენმა განაცხადა, რომ სავანე დაახლოებით ათას ხუთასი წლისაა და ის, როგორც არქიტექტურული ძეგლი, სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება.

სირიაში არსებული კონფლიქტის გასული ორი წლის განმავლობაში დაანგრიეს ათობით ეკლესია და მეჩეთი, უმთავრესად ჰომსესა და ალეპოში. დაზიანდა ასევე ძველი სინაგოგა ჯუბარში, რომელიც დამასკოს ახლოს მდებარეობს.

წყარო: http://radonezh.ru/news/18165.html

Комментариев нет:

Отправить комментарий