ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

მილიონების მარში "მონსანტოს" წინააღმდეგ.

საპტროტესტო აქცია 50-მდე ქვეყანაში.


დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართულია გენმოდიფიცირებულ პროდუქტების მწარმოებელთა წინააღმდეგ. აქციები გასულ კვირას 50-მდე ქვეყანაში გაიმართა. მანიფესტანტების უმთავრესი სამიზნე ამჯერად ამერიკული კორპორაცია "მონსანტო" გახდა, რომელიც მსოფლიო ლიდერია მცენარეთა ბიოტექნოლოგიის დარგში. კომპანიას ადანაშაულებენ იმაში, რომ მის მიერ წარმოებული მარცვლეული და სხვა პროდუქცია ვნებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

"ადამიანებს სრული უფლება აქვთ იცოდნენ, რას ჭამენ, - ამბობს აქციის მონაწილე კანზას-სიტიდან. - ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ აქვთ ეს უფლება, მაგრამ ეს უფლება დაირღვევა, სანამ კორპორაციები ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ, რათა ზეგავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე".

"მათ არა აქვთ ჩვენი მოწამვლის უფლება, არ არის საჭირო საკვებზე ექსპერიმენტები!"

საპროტესტო მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ ფირმა "მონსანტომ" აშშ-დან აზიაში მარცვლეულის ექსპორტზე მონოპოლია დააწესა. შედეგად კომპანიის პროდუქციის მძევლები აღმოჩნდნენ უპირველეს ყოვლისა მცირე ფერმერები. თანაც მონსანტო აპატენტებს მის მიერ გამოყვანილ ტრანსგენურ მცენარეებს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტებს, რაც მისი საქმიანობის მოწინააღმდეგეთა აზრით, გამოიწვევს მთელი რიგი ქვეყნების დამოკიდებულებას მონსანტოზე, თუკი ეს ქვეყნები სწორედ მონსანტოს პროდუქციას დანერგავენ.

კორპორაცია აქტიურად ლობირებს თავისი პროდუქციის წარმოების გაგრძელების შესაძლებლობას. აშშ-ს კონგრესმა უკვე მიიღო "მონსანტოს დაცვის აქტი", რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს საქმიანობა გენმოდიფიცირებული პროდუქტების აკრძალვის შემდეგაც კი.

Комментариев нет:

Отправить комментарий