ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

მართლმადიდებლობა და ახალი მსოფლიო წესრიგი.II

  ევროპის საერთაშორისო ურთიერთობათა მოწესრიგების საქმეში ქრისტიანული ეკლესიების როლის შესახებ საუბრისას დოქტორი მარკო მარკოვიჩი დაეჭვებით აცხადებს, რომ ეკუმენიზმი კრახს განიცდის და ამის დასტურია სამწუხარო რეალობა, რომელიც გამოიხატა ფაქტში: არც ერთმა არამართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღიად არ დაიცვა წამებული სერბი ხალხი.

შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

საუბარი კორესპონდენტთან გრძელდება სამმხრივი კომისიისა და რომის პაპის შესაძლო შეთანხმებაზე, რომ ამოაგდონ მართლმადიდებელი ხალხები ისტორიული კალაპოტიდან.

_ ასეთი თვალსაზრისი, _ ამბობს დოქტორი მარკო მარკოვიჩი, _ ძალიან გამარტივებული იქნება. ჩვენ ჯერ მხოლოდ მედლის ერთი მხარე განვიხილეთ.


დავუბრუნდეთ უკვე ხსენებულ ბჟეზინსკის, რომლის გეგმა გაცილებით რთული იყო და რომელიც, ჩემი აზრით, სამ მიზანს ისახავდა: იგი არ დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ რუსეთის განადგურებით. მას, ისევე როგორც სამმხრივ კომისიას, სურს, რომ ევროპა ამერიკაზე დამოკიდებული გახადოს, აგრეთვე, იაპონია და მთელი მსოფლიო. ამას კი მათი დესტაბილიზაცია სჭირდება... ამერიკისა და იაპონიის წარმომადგენლებს როგორ ესახებათ თავიანთი ურთიერთობა, ვერ გეტყვით. ევროპის მიმართ კი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია:


პანისლამიზმი. ერთი შეხედვით, ეს თქვენ წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, სიგიჟედაც კი. არადა, ირანული პანისლამიზმი სამმხრივი კომისიის ყველაზე გენიალური გადაწყვეტილებაა.


ვინ შეიყვანა ჯიმი კარტერი სამმხრივ კომისიაში, აშშ მომავალი პრეზიდენტი? ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. ვინ მიატოვა ირანის შაჰი და დაუშვა, რომ აიათოლა ჰომეინი მოსულიყო ხელისუფლების სათავეში? ჯიმი კარტერმა. ჰომეინი დაუყოვნებლივ ჩაება ერაყთან მრავალწლიან ომში, რითაც დასავლეთს კარგად მოემსახურა. აი, რეზა ფეხლევის, შაჰს, ამის გაკეთება არ სურდა. მაგრამ ჰომეინის ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელო სამსახური იყო იმასთან შედარებით, რისი არევაც შეეძლო ირანულ პანისლამიზმს მომავალში... ჯერ ერთი, იგი, სამმხრივი კომისიის პრინციპიდან გამომდინარე, წინააღმდეგია ეროვნული სახელმწიფოების არსებობის. პანისლამიზმი, უწინარეს ყოვლისა მუსლიმური ერების წინააღმდეგია. შეხედეთ ეგვიპტეს, რომელმაც პანისლამისტური ტერორის მიზეზით დაკარგა ტურიზმი და რომლის ეკონომიკა სულს ღაფავს. ან აიღეთ ალჟირი, რომელიც უკვე ჩათრეულია სამოქალაქო ომში, რომლიდანაც გამოსვლა ძნელია. შემდეგ _ მეზობელი აზიური ქვეყნები, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მუსლიმური რესპუბლიკები, რომელთა რუსეთთან კონფლიქტამდე მიყვანას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. დაბოლოს, ევროპის ჯერიც დგება.


_ თქვენი ლოგიკის გაზიარება შესაძლებელია, როცა საქმე აზიასა და აფრიკას ეხება, მაგრამ სათუოა ევროპასთან დაკავშირებით, რომლის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ისლამი არ არსებობს...


_ სწორედ ევროპაში გველოდება ყველაზე მეტი მოულოდნელობა. რამდენიმე წლის წინათ ფრანგმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა ოკრენტმა, მინისტრ კუშნერის ცოლმა, რომელიც დაჟინებულ ანტისერბულ კამპანიას ეწევა, ინტერვიუ ჩამოართვა ალექსანდრ დე მარანშს, საფრანგეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილ შეფს (1970-1981), და შემდგომ წიგნად გამოსცა. აი, ამ წიგნის 269-ე გვერდზე დე მარანში წუხს ისრაელის გამო, რაც ეფუძნებოდა მუსლიმთა შორის შობადობის გაზრდის ტენდენციას. 372-373-ე გვერდებზე იგი ლაპარაკობს, რომ მონაწილეობდა მაროკოს სულთნისა და ესპანეთის მეფის მოლაპარაკებაში, რომელიც ეხებოდა გვირაბის გაყვანას გიბრალტარის სრუტის ქვეშ, რათა გაეადვილებინათ აფრიკიდან ევროპაში მუსლიმთა მასობრივი გადასახლება. უეჭველია, რომ მუსლიმთა ასეთი შემოსევა დაარღვევდა ევროპელი ხალხების წონასწორობას. რაც უფრო საგრძნობი ხდება მუსლიმთა იმიგრაცია, მით უფრო ძლიერია ევროპის მოსახლეობის წინააღმდეგობა, პარალელურად კი ვრცელდება აზრი, რომ ამ ხალხებში ძლიერდება რასიზმი და ნაციზმი. გიბრალტარის გვირაბის გარეშეც გერმანიასა და საფრანგეთს ვერ დაუძლევიათ ეს მოჯადოებული წრე. შესაბამისად, შეკითხვა _ ვინ მისცა დე მარანშს უფლება, ჩართულიყო ამ მომაკვდინებელ პროექტში და ხომ არ იდგნენ მის უკან რესპუბლიკის პრეზიდენტი ან თუნდაც მთავრობის თავმჯდომარე? _ თავისთავად იბადება, რადგან, თავისი მაღალი თანამდებობის მიუხედავად, ეს სახელმწიფო ჩინოვნიკი ამგვარი პასუხისმგებლობის აღებას ვერ გაბედავდა.


პასუხის მიღებას გაგვიადვილებს ფაქტი, კერძოდ ის, რომ იმ დროს (1974-დან 1981 წლამდე) საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო ვალერი ჟისკარ დესტენი... სამმხრივი კომისიის ერთ-ერთი ევროპელი წევრი და ბჟეზინსკის თანამოაზრე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კავშირის გაძლიერების საკითხში. ამიტომ იყო, რომ საფრანგეთმა შეიფარა აიათოლა ჰომეინი ირანში ხელისუფლების სათავეში მის მოსვლამდე.


ბუნებრივია, რომ ბჟეზინსკის თეორია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კავშირის შესახებ არ ავალდებულებდა აშშ-ს, ფართოდ გაეღო კარი სამხრეთ ამერიკიდან დევნილებისთვის. აი ევროპაში კი ამ თეორიის საფარქვეშ საჭირო იყო, რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო მუსლიმთა შემოსევა, პანისლამიზმი დაგვიანებით შემოვა. დღეს ისლამისტები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. სუვერენული ბოსნიური სახელმწიფოს აღიარებით, ჩვენს წინაა პირველი ისლამური ფორპოსტი ევროპაში («საქართველო და მსოფლიოს» დაკვირვებულ მკითხველს მხედველობიდან არ გამორჩებოდა სააკაშვილის მიერ მუსლიმებთან შეთამაშების ელემენტები _ შინ მუსლიმთა დღესასწაულის სახელმწიფო დღესასწაულად აღიარება, საგარეო პოლიტიკაში _ ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და ასევე _ ირანთან).


დოქტორმა კუშნერმა და ბერნარ ანრი-ლევიმ მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს პარიზში მიეღო იზეტბეგოვიჩი, როგორც ვინმე ავტორიტეტული სახელმწიფოს მეთაური...


_ თურქეთი ეროვნული სახელმწიფოა, რომლისთვისაც პანისლამიზმი, როგორც თქვენ ამბობდით, საშიშია.


_ ...სანამ დასავლეთი თურქეთს ნდობით ეკიდება, ესე იგი, ეს ქვეყანა დაინტერესებული იქნება... ყოფილი საბჭოთა კავშირის მუსლიმთა მხარდაჭერით: ერთის მხრივ, იგი ამით დროებით აიცილებს პანისლამიზმის საშიშროებას, მეორე მხრივ, გააძლიერებს თავის გავლენას ბალკანეთზე, შავ ზღვასა და კავკასიაში. ხოლო ის, რომ დასავლეთს თურქეთი რეზერვში ჰყავს, როგორც მნიშვნელოვანი მოკავშირე, იქიდანაც ჩანს, რომ დაიწყო ქურთების დევნა, რომელთა ბედი ერაყში მას წლების განმავლობაში აწუხებდა. რაიმე სასწაულით რუსეთთან ურთიერთობა რომ დალაგდეს, დასავლეთი თურქეთს მეორე დღესვე მიატოვებს.


_ თქვენს თეორიას ყური რომ ვუგდოთ, გამოდის, რომ მართლმადიდებელი ქვეყნები დასაღუპადაა განწირული, ხოლო არამართლმადიდებელი ხალხები თვითმკვლელობის პოლიტიკას ეწევიან, ყველა, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა.


_ ის, რაც ვთქვი, «თეორია» არ არის, მხოლოდ არსებული ფაქტებით იფარგლება. თუ დასავლეთი კვლავაც აქტიურად ჩაერევა ბალკანეთისა და რუსეთის კონფლიქტებში, ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადი გახდება, რომ ჩვენ უკვე ჩართული ვართ მესამე მსოფლიო ომში.


სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი «თეორია» არ გამაჩნია, რომ წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ არ ვიცი, ვინ არის რეალურად «მსოფლიოს მპყრობელი», არ შემიძლია გითხრათ, თვითმკვლელობის გზით მიდის თუ არა ამერიკა, თუ მხოლოდ დანდობილი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა დანაღმულ ველზე დგას, სადაც ზანგების პრობლემას ემატება შუაამერიკული იმიგრაცია და ისლამიზმის საშიშროება, რამაც თავი იჩინა ლოს ანჟელესისა და ნიუ იორკის ამასწინანდელ ინციდენტებში, არ მჯერა, რომ მათი «ამქვეყნიური სამოთხე» დიდხანს გაგრძელდება.


_ ასე რომ, გამოსავალი არ არის. რა კუთხითაც გინდა შევხედოთ, თქვენ მიერ აღწერილი გეგმა სატანისტური ძალების მიერ შთაგონებულსა ჰგავს. თითქოს ხორციელდება მამა იუსტინე პოპოვიჩის სიტყვები: «ჩვენი საუკუნე ეშმაკთან კავშირის შეკვრას ნიშნავს».


_ გეთანხმებით. მაგრამ რამდენი ადამიანია მსოფლიოში, ვინც ეს შეიგნო?.. დროდადრო გოეთეს «ფაუსტს» გადავშლი ხოლმე და მაოცებს ავტორის მეფისტოფელისეული რეფლექსები: «საუკუნეების მანძილზე სიცრუეს ქადაგებდნენ ჭეშმარიტების ნაცვლად... ადამიანი, სიტყვებს რომ გაიგონებს, მზადაა, ჩათვალოს, რომ ისინი აუცილებლად უნდა შეიცავდეს რაიმე აზრს... საწყალი ადამიანები ეშმაკს ვერ გრძნობენ მაშინაც კი, როცა იგი მათ ყელში ხელს წაუჭერს». ან შემდეგი წინადადება კათოლიკური ეკლესიის შესახებ: «ეკლესიას კარგი კუჭი აქვს, მან გადაყლაპა მთელი სახელმწიფოები და, მიუხედავად ამისა, ამის გამო მას არ დარღვევია საჭმლის მონელების უნარი. მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მოინელოს ცუდი გზით მიღებული ამგვარი სიკეთე».


როგორც ხედავთ, გოეთეს იუმორის გრძნობა ჰქონდა.


_ კი, მაგრამ ჩვენ აქ საქმე გვაქვს იმასთან, რასაც გერმანელები უწოდებენ «გალგენხურს» _ იუმორს სახრჩობელიდან... თავი უნდა დავიმშვიდოთ ღვთისმეტყველთა შეგონებით: «სადაც სულიწმინდაა, იქით მიისწრაფის, ვითარცა ჩრდილი, დევნა და ბრძოლა... აუცილებელია, რომ ჭეშმარიტება განიცდიდეს დევნას» (წმ. მაკარიუს ეგვიპტელი).


მართლმადიდებლობა და მასონობა


_ მართლმადიდებლობასა და ახალ მსოფლიო წესრიგზე საუბრისას თქვენ გაკვრით ახსენეთ ერთი ფრანგი ფრამასონი, ანუ «თავისუფალი კალატოზი». რამეს ხომ არ გვეტყოდით მასონობაზე?


_ ძალიან რთული ამოცანის წინაშე მაყენებთ. ამოცანაც არ ეთქმის, თქვენ ჩემგან ნამდვილ გმირობას მოითხოვთ. ეს საგანი ფრიად დელიკატური და რთულია. თავიდანვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავაყენებთ საკითხს, რომელზეც უნდა ვისაუბრო.


_ ვთქვათ ასე: «შეიძლება კი ვინმე ერთდროულად იყოს მართლმადიდებელიც და მასონიც?»


_ ამ შემთხვევაში რა გსურთ: პრობლემა განვიხილოთ მასონური თვალთახედვით თუ მართლმადიდებლობის კუთხით?


_ მოდით, ჩავერთოთ თამაშში და დავიწყოთ მასონთა პოზიციიდან.


_ მასონთა აზრით, საამისოდ არა თუ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს, არამედ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასონობის მსოფლიო გავლენა ეფუძნება ინფილტრაციის მის უნარს ყველა რელიგიაში, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ყველა სოციალურ ფენაში. არის ასეთი ანეგდოტი: «მითხრეს, რომ თქვენ დაბინავდით სასტუმრო «კონტინენტალში». გაითვალისწინეთ, მასონთა შორის, რომელთაც სასტუმროში შეხვდებით, კურთხევის უმაღლესი ხარისხი შეფმზარეულს შეიძლება ჰქონდეს».


_ მაშინ მართლმადიდებლური პოზიციიდან განვიხილოთ.


_ ერთი შეხედვით, მართლმადიდებლური თვალსაზრისითაც არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობანი, რადგან თითოეულ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც რომელიმე მასონური ლოჟის წევრია. ამ კუთხით თუ მივუდგებით საკითხს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მართლმადიდებელი ერთდროულად შეიძლება მასონიც იყოს.


_ მესმის, რისი თქმაც გსურთ. კითხვა სხვაგვარად უნდა დასმულიყო: «ჩემი მართლმადიდებლური რწმენა მაძლევს კი უფლებას ვიყო მასონი»?


_ უეჭველად. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ გიპასუხებთ _ ის, ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარა მასონი, თუ ის, ვინც უკვე მასონია. მართლმადიდებლური რწმენის პირები, რომლებიც არ არიან მასონები, რა თქმა უნდა, უარყოფითად გიპასუხებენ. აი, ის მართლმადიდებლები კი, რომლებიც ამა თუ იმ მასონური ლოჟის წევრები გახდნენ, გიპასუხებენ, რომ მათი სინდისი სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მათ მასონობას და რომ მასონური იდეალები არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რადგან ეფუძნება შოტლანდიურ ტრადიციას, რომელსაც რელიგიური ხასიათი აქვს.


_ ვინღაა მართალი?


_ ვინმემ მიკერძოებულობა რომ არ დაგვწამოს, პასუხის გაცემამდე ორი წინასწარი პირობა უნდა შევასრულოთ: პირველი, დროებით დავივიწყოთ ყველა, მასონობის საწინააღმდეგო ჩვენთვის ცნობილი ბრალდება და მოვიქცეთ ისე, თითქოს ახლა ვიწყებთ ჭეშმარიტების აღმოჩენას. და მეორე, რომელიმე მასონს მივცეთ საშუალება, წარმოგვიდგინოს თავისი დამოკიდებულება მასონობის მიმართ, და მხოლოდ შემდეგ გამოვთქვათ ჩვენი საკუთარი აზრი.


_ თქვენი მეთოდი სავსებით ობიექტურია, მაგრამ ნება მიბოძეთ, გამოვთქვა ერთი შენიშვნა: რასაც თქვენ გვთავაზობთ, მე არსებითად არ მიმაჩნია. მასონობა ეზოთერული საზოგადოებაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი დაფუძნებულია საიდუმლოებებზე. როგორც ვიცი, მასონობის 33 ხარისხის თითოეულ დონეზე მასონები იგებენ ახალ საიდუმლოებებს, ან, თუ გნებავთ, ახალ მიზნებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმაღლეს დონემდე ყველა ვერ აღწევს, რომ უმეტეს შემთხვევაში მასონები კვდებიან იმაზე უფრო ადრე, ვიდრე თავიანთი ორგანიზაციის ყველა საიდუმლოებასა და მიზანს შეიტყობენ, მასონობაზე სიმართლეს ვერ გეტყვით ის, ვინც თვითონ არ იცის სრული სიმართლე.


_ შენიშვნა დროულია. მართალია, რომ მასონთა უმრავლესობისთვის ამ ორგანიზაციის ყველა მიზანი უცნობია. სწორედ ეს აბრკოლებს ბევრ ქრისტიანს, ამ ორგანიზაციაში გაერთიანდეს: ძნელია, დაადგე გზას, თუ ზუსტად არ იცი, სად მიგიყვანს იგი. მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც მასონები გეტყვიან, რომ მასონობის მიზნები მათი მოსწავლე-ქარგლებისთვისაც კი ცნობილია, ხოლო «საიდუმლოებანი» არის უფრო სიღრმისეული ათვისება მასონური მოძღვრების, ამიტომ ისინი თანდათან უნდა გაცხადდეს თქვენთვის. იმავეს გეტყვიან ქრისტიანობაზე: ქრისტიანები იწამებენ ღმერთს უფრო ადრე, სანამ გაეცნობიან ქრისტიანულ თეოლოგიას. ეს ჩვეულებრივი სოფიზმია, რადგან ქრისტიანს, თუ აქვს ამის სურვილი, შეუძლია თავიდანვე გაიცნოს ყველა ქრისტიანული ჭეშმარიტება, საეკლესიო იერარქიის ყველა წევრის სახელი და გვარი, რაც მასონების შემთხვევაში შეუძლებელია.


_ მაშასადამე, თქვენ იძულებული ხართ აღიაროთ, რომ მასონობის სანდო ადვოკატი შეიძლება იყოს მხოლოდ ის მასონი, ვინც 33-ე საფეხურამდე ამაღლდა. ასეთის პოვნა კი ძნელია.


_ ამაშიც სრულად გეთანხმებით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, შევძელით შოტლანდიური წეს-ჩვეულების 33-ე საფეხურის მასონის პოვნა. ეს იყო ფრანგი კაცი, რომელიც მართლმადიდებლობაში გადმოვიდა. ეს კაცი ბარონი ივ მარსოდონია.


ბარონი 1899 წელს კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, მიიღო იურიდიული განათლება, ისწავლა პოლიტიკური მეცნიერებანი, თუმცა მისი ბიოგრაფი გარკვევით არ ამბობს, დაამთავრა თუ არა სრული კურსი. ამის მიუხედავად, უკვე 1932 წლისთვის მან გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სანაოსნო კომპანიებში.


_ რით შეიძლება აიხსნას ასეთი სწრაფი კარიერული აღმასვლა?


_ უთუოდ მასონობასთან კავშირებით, რომელთანაც ურთიერთობა ჯერ კიდევ 1924 წლიდან ჰქონდა დამყარებული დიადი აღმოსავლეთის ლოჟის ცნობილი მასონის _ ანდრე ლებეს მეშვეობით. როცა საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, იგი «რესპუბლიკის» ლოჟის დირექტორად დაადგინეს. იგი მთლიანად გადაერთო მასონური ლიტერატურის შესწავლაზე, რაც დაეხმარა, ძალიან მალე გამხდარიყო 33-ე საფეხურის მასონი და 1936 წელს შესულიყო საფრანგეთის უმაღლეს საბჭოში სახელმწიფო მინისტრის ჩინით და წმინდა ქალაქის კეთილისმყოფელი რაინდის ტიტულით. ამასთან, იგი გახდა რაინდი სუვერენული ორდენის, რომლისგანაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სპეციალური მისიის სრულუფლებიანი მინისტრის სტატუსი მიიღო. მაგრამ, მისი ბიოგრაფიის მიხედვით, «პიუს XII-ის დროს რომის ინტეგრისტების გავლენით», რომელთა შორის მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო კარდინალი კანალი, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მაგრამ მარსოდონისადმი ნდობის დასადასტურებლად მალტის ორდენმა მას დამსახურებული (ფაქტობრივად _ ყოფილი) მინისტრის ტიტული მიანიჭა და მანაც განაგრძო ბრძოლა ხსენებული კარდინალის წინააღმდეგ.


_ ეს ცნობები საიდან ამოკრიბეთ?


_ მარსოდონისავე წიგნებიდან: «ეკუმენიზმი ფრამასონ-ტრადიციონალისტის თვალით» და «მასონური კურთხევიდან ქრისტიანულ მართლმადიდებლობამდე»...


მასონიზმის ბუნება რელიგიურია?


_ მარსოდონის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებია იმ ანათემის უსაფუძვლობა, რომლითაც პაპმა კლიმენტ XII-მ შეაჩვენა მასონობა. ამიტომ იგი ცდილობდა, წარმოეჩინა მასონობის რელიგიური და ქრისტიანული ნიშნები _ მასონობის «ღრმად მონოთეისტური» რელიგიური ხასიათი: «იგი დაფუძნებულია მამა ღმერთის მტკიცე რწმენაზე, საკაცობრიო ძმობასა და სულის უკვდავებაზე». თუმცა, თუ ვენდობით ბროშურას «საფრანგეთის დიადი ეროვნული ლოჟა და კათოლიკური ეკლესია» (გამოიცა 1963 წელს), ლოჟის წევრად გახდომის პირველი პირობა არის «უმაღლესი არსების რწმენა», «რწმენა ღმერთისა, მსოფლიო დიადი არქიტექტორის ღვთაებრიობის რწმენა», მისი ნების რწმენა, რომელიც გახსნილია და გადმოცემულია «წმინდა კანონის წიგნში» და «სულის უკვდავების რწმენა».


_ ამაზე რას ამბობს პირადად მარსოდონი?


_ იგი უფრო შორს მიდის და აქცენტს აკეთებს მასონობისა და ქრისტიანობის მსგავსებაზე, რაც განსაკუთრებით ვლინდება მე-18 საფეხურის რიტუალში, რომელსაც ასრულებენ მასონური «საიდუმლო სერობის» დროს დიდ ხუთშაბათს. მაშინ როზენკრეიცერები შოტლანდიური ცერემონიით მოიგონებენ «მსოფლიოში ვითარცა ლამპარი გაბრწყინვებული, დოქტორ ტოგოს დოქტრინას, რომელიც მოკვდა, იმიტომ განანათლა ყველა ადამიანის ძმობა... ტოგოს დოქტრინა, ვისი მისწრაფებაც _ განეხორციელებინა კაცობრიობის ბედნიერება, სიკვდილით დაისაჯა, და რომელსაც ერთადერთს შეუძლია დაამარცხოს უკუნი».


_ მასონური რელიგიურობის ყველა ეს განსაზღვრა ორაზროვანი ჩანს. ვინ არის ეს დიადი არქიტექტორი _ ღმერთი თუ მხოლოდ სიმბოლო? რისი სიმბოლო? თუ ღმერთია, მაშინ უნდა მიგვანიშნონ მისი თვისებები, რადგან რელიგიის ისტორიისთვის ცნობილია ასობით კეთილი და ბოროტი ღმერთი. ნებისმიერ შემთხვევაში, ძნელად სარწმუნოა, რომ იგი ქრისტიანული ღმერთია, რომ ლაპარაკია წმინდა სამებაზე, რადგან მამა ღმერთის შემდეგ არ ასახელებენ ძესა და სულიწმინდას, მხოლოდ «საკაცობრიო ძმობასა და სულის უკვდავებას» უსვამენ ხაზს. დაბოლოს, ქრისტიანებს სწამთ არა მხოლოდ სულის უკვდავება, არამედ ხორციელი აღდგომაც, «ახალი ცისა და ახალი მიწის» მოსვლა.


_ დიახ და ეს ანალიზის მხოლოდ დასაწყისია. ყურადღებით განვიხილოთ მაგალითი, რომელიც მარსოდონს მოჰყავს. ვაღიაროთ, რომ როზენკრეიცერების მიერ განდიდებული მოკლული პიროვნება გვაგონებს ქრისტეს, მაგრამ ქრისტეს არ ასახელებენ. მარსოდონი რამდენიმე გვერდით წინ აცხადებს, რომ ცნობილი ათეისტი ისტორიკოსისა და ქრისტოლოგის «კუშუს სკოლამ» დაადგინა «ქრისტეს ისტორიული არსებობა». მარსოდონი აქ აშკარად ტყუის. ცნობილია, რომ პ.ლ. კუშუმ თავის წიგნში «იესოს საიდუმლო» დაასკვნა: «სერიოზული განსჯის შემდეგ ისტორიკოსმა უნდა ირწმუნოს, რომ ეს არის სასამართლო ოქმი არმყოფ ადამიანზე». ერთი სიტყვით, კუშუს არ სწამდა ქრისტეს ისტორიულობა, მარსოდონი კი სწორედ კუშუს იმოწმებს. როგორ ავხსნათ ეს?


_ ახსნა შეიძლება სამგვარი იყო: ან მარსოდონი ლაპარაკობს რაღაც განაგონს ისტორიკოსზე, რომელიც არ წაუკითხავს...


_ ეს კი ნიშნავს, რომ 33-ე საფეხურზეც კი არ დგანან ყოვლისმცოდნე ადამიანები.


_ ან იგი, როგორც კუშუ, მიიჩნევს, რომ ქრისტე გამოგონილი პიროვნებაა, რომ იგი არსებობდა იმათ წარმოსახვაში, ვინაც ირწმუნა მისი.


_ ამ შემთხვევაში «იგი» როზენკრეიცერების რიტუალში შეიძლება მხოლოდ მითი იყოს.


_ ან მინიშნებაში «იგი» იმალება მავანი, რომელიც ქრისტე არ არის?


_ ვფიქრობ, რომ თქვენი ეს უკანასკნელი ჰიპოთეზა ყველაზე ახლოა ჭეშმარიტებასთან და რომ პასუხი მოცემულია ადონირამის, ანუ ადონქირამის (ადონ-ხირამ) ლეგენდაში, რომელიც მოგონილია ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ამ ლეგენდის მიხედვით, ადონირამი, სოლომონის ტაძრის არქიტექტორი, მოღალატეებმა მოკლეს. ამ ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით, ადონირამმა სამი დღე კუბოში გაატარა, შემდეგ აღდგა და დაასრულა ტაძრის მშენებლობა. აი, როგორ შეიძლება აიხსნას მასონური ტექსტის მსგავსება ქრისტეს ვნებებთან.


_ აქ უნდა შევჩერდეთ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ, ნახსენები სახელების დომხალი რომ ავირიდოთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასონური სიმბოლიკა ეფუძნება სოლომონის ტაძრის მშენებლობის ლეგენდას. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ადონირამი, არც ხირამი ბიბლიაში ტაძრის არქიტექტორებად არ არიან მოხსენიებულნი. ადონირამი მეფეთა მესამე წიგნში არის ნახსენები, როგორც «ბადას ძე _ ხარკის განმგებელი» (3 მეფ. 4,6) და როგორც ლიბანში ბეგარის განმგებელი (3 მეფ. 5,14). მაგრამ რადგან ადონირამი მხოლოდ სიტყვათა თამაშია, უნდა წავიკითხოთ «ადონ ხირამი», ე.ი. «ბატონი ხირამი», მაშასადამე, ლეგენდა ამ შემთხვევაშიც ვერ მტკიცდება. ძველი აღთქმითაც სახელი ხირამი დაკავშირებულია სოლომონის ტაძრის მშენებლობასთან _ ამ სახელის მქონე ორი ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში: ხირამი _ ტიროსის მეფე, რომელიც დავითსა და სოლომონს ამარაგებდა მშენებლობისთვის საჭირო კედლის ხის მასალით (3 მეფ. 5,1-48); და ხურამ-აბი, რომელიც ტიროსის მეფემ გაუგზავნა სოლომონს, როგორც სამსხმელო საქმის სპეციალისტი (II ნეშ. 2,13-14). მან ააგო ორი სვეტი: «ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი _ მარჯვნივ, მეორე _ მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას _ ბოჟაზი» (II ნეშ. 3,17). ეს სვეტები დღესაც დიდ როლს თამაშობს მასონურ სიმბოლიკაში და ემსახურება «სპილენძის ზღვის» შექმნას, მაგრამ აქ არსად არ ჩანს არქიტექტორი, მით უფრო _ ქრისტე.


_ მარსოდონი ამტკიცებს, რომ ქრისტე მაინც არის, მაგრამ დაფარულია. ჩვენს დასარწმუნებლად გვიმხელს მასონური საიდუმლოების ნაწილს. ტაძარი მხოლოდ აკროსტიხია, რომელიც უნდა წავიკითხოთ ასე: Homo Sesus rex altissimus mundi (ადამიანი იესო _ სამყაროს ნამდვილი მეფე).


_ ასეთი საშუალებით ნებისმიერ სახელს შეიძლება მივანიჭოთ ნებისმიერი მნიშვნელობა, თუმცა ქრისტე, მარსოდონის მიხედვით, ხირამს (ხურამს) ამოფარებული, ღმერთი კი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია.


_ და მაინც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ფაქტი, რომ ქრისტეს მიმართ მასონობაში ორი მიმდინარეობა შეიმჩნევა: შუასაუკუნეების კალატოზები, დღევანდელი მასონების წინაპრები, ქრისტეში პირველ მასონს ხედავდნენ... დღევანდელი, შოტლანდიური წეს-ჩვეულების მასონები კი მიდრეკილნი არიან ქრისტეს მსოფლიოს დიად არქიტექტორთან გასაიგივებლად...


_ მოკლედ რომ ვთქვათ, ლაბირინთიდან კი გამოვედით, მაგრამ ქრისტე ვერ ვიპოვეთ.


გაგრძელება იქნება

Комментариев нет:

Отправить комментарий