ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 мая 2013 г.

ლევან ვასაძე:იმ ევროპაში, სადაც მამაკაცები ერთმანეთს აღოღდებიან, არაფერი გვესაქმება

იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ რუსთაველის გამზირზე 17 მაისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ,გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, კულტურა, რომელშიც ევროპა "ახლა ბანაობს", ქართული საზოგადოების ზნეობისა და ღირებულებებისგან განსხვავებულია.

ამასთან, ვასაძე 17 მაისს გამართული აქციისას დაფიქსირებული ძალადობრივი ფაქტების გამო საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებასაც გამოეხმაურა და მათ პოზიციასთან დაკავშირებით გაკვირვება გამოთქვა.

"მინდა, მივმართო ამ ბატონებს, სად იყო მათი აღშფოთება და შოკი, როცა 26 მაისს ჩვენი მოსახლეობა კანონიერი მოთხოვნების გამოსახატად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და მათ თავპირი დაამტვრიეს, სისხლში აბანავეს, ხელკეტები გაუკეთეს უკანალებში (უკაცრავად ამ სიტყვისთვის) და აყროლებული გვამები მაღაზიების თავზე შემოდეს, ამის პარალელურად კი ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორც მუამარ კადაფიმ სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. სად იყვნენ ეს ბატონები? სად იყო მათი შეშფოთება და აღშფოთება და რატომ შფოთდებიან მარტო მაშინ, როცა ქართული საზოგადოება სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნით გამოდის - არ მოხდეს გარყვნილების პროპაგანდა. არის რაღაცეები, რომლებიც ძალიან გვინდა მივიღოთ ევროპისგან და მე ვარ ევროპის და დასავლეთის ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტთაგანი, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისტორიული ევროპა არის ერთი და ის კულტურა, რომელშიც ახლა ბანაობს ევროპა, არის მეორე. იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება, არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილებს, არც ჩემს სამეგობროს და თუ გამოვლენ და მეტყვიან, რომ ესაა ჩვენი სტანდარტი და თუ გინდათ ჩვენთან მოხვიდეთ, ასეთები გახდითო, ჩვენ ვეტყვით, გვაპატიეთ, გვეგონა რომ ევროპა რაღაცა სხვა იყო. ევროპაში შევალთ ან ღირსეულად, ან არ შევალთ საერთოდ. დამერწმუნეთ, ღირსება აყრილ, ყველაფერზე დამთანხმებელ სუბიექტს ევროპაში კი არ დაიცავენ, არამედ ლაქიად აქცევენ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად იგრძნობდა პატრიარქი 17 მაისს განვითარებული მოვლენებისას რიგი სასულიერო პირის ქმედების გამო უხერხულობას, ვასაძის თქმით, "პატრიარქის ცხოვრება უხერხულობა კი არა წამებაა".

"პატრიარქის მთელი ცხოვრება უხერხულობა კი არა წამებაა და ეს მისთვის ახალი არაა. მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, ვინ მოაწყო ეს სპექტაკლი და ვინ დაამთხვია ეს უწმინდესის ქვეყნიდან წასვლას, ვის ინტერესებში შედიოდა შუბლით შეჯახება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის? მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს აწგანსვენებული პოლიტიკური რეჟიმის ინტერესებში შედიოდა, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც აქ აფინანსებენ გარყვნილების დ უზნეობის ქადაგებას. ეკლესიის და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ინტერესებში რომ არ შედიოდა, ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადია", - აღნიშნა ვასაძემ და იქვე დასძინა, რომ მხარს უჭერს გარყვნილების პროპაგანდა კანონმდებლობით აიკრძალოს.

ამასთან, ბიზნესმენის აზრით, საქართველოში მამათმავლობის ნორმის წესად ქცევის წინააღმდეგ გამოსვლა არ უნდა იქნას აღქმული, რომ "რუსეთთან გვინდა ყოფნა".

"ეს იქნება უსამართლობა. ღმერთმა დაგვიფაროს ავდგეთ და რუსეთს შევუერთდეთ და დავუწვეთ ქვეშ, მაგრამ ზუსტად ასე, ღმერთმა დაგვიფაროს ყველაფერში დავუწვეთ ქვეშ ევროპას და აზროვნება, რომ ჩვენ ვართ ერთი აფრებ დაფლეთილი გემი, რომელმაც ღელვას უნდა შეასწროს რომელიმე ყურეში, სადაც დააპურებენ, ღირსებას არ აყრიან, მაგრამ რასაც გვეტყვიან ის უნდა ვაკეთოთ, ჩვენ დაგვღუპავს", - აღნიშნა ვასაძემ.


http://www.kvirispalitra.ge/politic/17206-levan-vasadzeim-evropashi-sadac-mamakacebi-erthmaneths-aghoghdebian-araferi-gvesaqmeba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий