ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 июня 2013 г.

ეშმაკის საცთური.

ეშმაკს, ანუ მაცთურს იმისთანა შემთხვევასა და მიზეზს ნუ მისცემთ, რომლითაც მას თქვენდამი მიახლება და წარწყმედა შეეძლება. ეშმაკი, ანუ ჩვენი სულიერი მტერი, იმდენად გვაცთუნებს, რამდენადაც ჩვენ თვითონ ამის მიზეზს მივცემთ. მიზეზი კი მისთვის ჩვენი ყოველი ცუდი მიდრეკილება, უკრძალველობა და დაუდევრობაა. ზოგიერთი კაცი, ან უგუნურებით, ან ფარისევლობით, ყოველ თავის ცოდვას ეშმაკს მიაწერს: ეშმაკმა მაცთუნა, მტერმა შემაცდინაო. მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებიდან _ ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (ეფ.4, 27) – სჩანს, რომ მას შემთხვევასა და მიზეზს ჩვენ თვითონ ვაძლევთ, რომ გვაცთუნოს. ეშმაკი გიყურებს შენ და გამოგცდის, რით ხარ შენ ცუდი, რომელი ცუდი თვისება და მიდრეკილება მკვიდრობს შენში. თუ შეგამჩნია, რომ ანგაარი კაცი ხარ, მაშინ იმ ანგარებით მრავალ ცოდვაში ჩაგაგდებს; თუ შეგატყო, რომ გულფიცხელი ხარ, მაშინ ამ მხრივ მოგეკიდება და დაგღუპავს. მაგრამ უმეტესად კაცი თავის გულში ეშმაკს ადგილს მაშინ აძლევს, როდესაც იგი უქმია, შრომა და გარჯა არ უყვარს.

  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий