ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 июня 2013 г.

4.,,ქვირ’’-რევოლუცია სქესთა თანასწორობიდან მათ გაუქმებამდე.

ოლგა ჩეტვერიკოვა

გარყვნილთა "ახალი სამყარო", როგორც მსოფლიო სოდომური ანტიეკლესია



4.,,ქვირ’’-რევოლუცია სქესთა თანასწორობიდან მათ გაუქმებამდე.


*"ქვირ" (ინგლ. Queer – გაფუჭება, შეშლილი, უცნაური) - ტერმინი გამოიყენება ტრადიციული მოდელისადმი შეუსაბამო ნებისმიერი ქცევისა და იდენტურობისადმი.

ამასთან 80-იანი წლების მიწურული და 90-იანის დასაწყისი აღინიშნა სერიოზული ცვლილებებით სოდომიტური თანამეგობრობის შიგნით, რომელშიც გამოიკვეთა ორი მიმართულება. პირველი აერთიანებს გეებსა და ლესბოსელებს, რომლებიც აღიარებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მაგრამ ესწრაფვიან ტოლერანტობას მათი არჩევანისადმი, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება კატეგორიულად უარყოფს თვით სქესთა განსხვავების პრინციპს და ჰეტეროსექსუალობას როგორც ასეთს; და თუკი პირველი წარმოადგენს ე. წ. ქუჩის "ჰომოსექსუალიზმს", რომელიც ცდილობს გარკვეული იურიდიული და სოციალური შედეგების მიღწევას, მეორე ინტელექტუალურ და საუნივერსიტეტო წრეებში დომინირებს და იმ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო-ოკულტურ ბირთვს წარმოადგენს, რომელიც სქესთა შორის განსხვავების დანგრევის გზით გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს ნორმალური ურთიერთობების დასანგრევად.

მეორე მიმართულების გამყარება გახდა დედაკაცთა ჰომოსექსუალიზმის აქტივიზაციის შედეგი, რომელიც, შეუერთდა რა ფართო ფემინისტურ მოძრაობას და გახდა მისი იდეური საყრდენი, თვით ფემინისტური მოძრაობა მისთვის საჭირო კალაპოტში მოაქცია. სწორედ ფემინისტ-ლესბოსელებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. ქვირ-მოძრაობა (ინგლ. queer - უცნაური), რომელიც "გენდერის" ცნების ახალი ინტერპრეტაციას ჩაუდგა სათავეში. პირველი, ვინც გამოიყენა "ქვირ-იდენტობის" შემდეგში უკვე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლესბოსელი პროფესორი ტერეზა ლაურეტისი. შემდეგ ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს არა მარტო სოდომიტების, არამედ სხვა "იდენტობების" აღსანიშნად, რომლებიც ვერ თავსდება ტრადიციული გენდერული დიქოტომიის ჩარჩოებში (http://genderstudiescentre.wordpress.com/2011/11/05/ирина-жеребкина-концепции-квир-идент/). ამგვარად, "ქვირის" ცნება მოასწავებდა გადასვლას ჰომოსექსუალობის ფემინისტური თეორიიდან გენდერულ თეორიამდე, რომელიც ლაპარაკობს უკვე "გენდერული იდენტურობის" განსხვავებულ ტიპებზე.


ქვირ-თეორიის ნამდვილი დამფუძნებელი გახდა იუდით ბატლერი (ნაშრომი "გენდერული მღელვარება". 1990 წ.), რომელმაც ტერმინ "გენდერს" მიანიჭა რევოლუციური განსაზღვრება და სრულიად გააკრიტიკა "სქესობრივი იდენტურობის" თვით ცნებაც კი. საბოლოოდ განჰყო რა "ბიოლოგიური სქესისა" და "სოციალური სქესის" (გენდერი) ცნებები, მან განაცხადა, რომ მეორე სრულიად დამოუკიდებელია პირველისგან, განისაზღვრება ადამიანის თავისუფალი არჩევანით, იმ გენდერისგან დამოუკიდებლად, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერს ადამიანი. ამ სიახლის არსი შეიძლება გამოვხატოთ ტერმინით "მრავალი ქვირები", რომლის დამკვიდრება აღიარებს განსხვავების გაქრობას მამრობით და მდედრობით სქესებსა და მათზე დამოკიდებულ კატეგორიებს შორის. ამჯერად მკვიდრდება "მულტისექსუალურობა", რომელიც დამახასიათებელია ჰომოსექსუალობისთვისაც, ანდროგენებისთვისაც, ბისექსუალებისთვისაც, ჰერმაფროდიტებისთვისაც, ტრანსსექსუალებისთვისაც და ჰეტეროსექსუალებისთვისაც, თანაც, მშვიდად არის შესაძლებელი ერთი განსხვავებულობიდან მეორეზე გადასვლა. როგორც ბატლერი ასწავლის, ადამიანი არ განისაზღვრება მისთვის ბოძებული ბუნებით, არამედ ყალიბდება და ფორმატირდება: "სქესობრივი ქცევა არ არის ჩადებული ჩვენს სიღრმისეულ "მე"-ში. ის იბადება გამოცდილებიდან, ჩვენი დამოკიდებულებიდან სხვების მიმართ, რთული ფსიქიკური მექანიზმების ზეგავლენით" (Toulza A. Opt.cit. P.162).

ამგვარად, გენდერის ახალი კონცეფცია, რომელიც ქვირ-თეორიის ნაყოფი გახდა, იბრძვის სქესთა სრული აღრევისთვის და სქესის ნეიტრალური განსაზღვრებისთვის, რომელიც შეესაბამება საშუალო სქესს (რუს.: "оно", ინგლ.: "it"). ასეთი მიდგომის პირობებში, რომელიც ყველა გამოვლენას, რაც კი მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებულ ბიოლოგიურ განსხვავებებთან არის დაკავშირებული, ერთგვარ მითებად აცხადებს, ჰეტეროსექსუალურობა ქცევის უბრალოდ შესაძლებელ ფორმად არის მიჩნეული. გენდერი განსაზღვრულ უნდა იქნას ადამიანის პირადი არჩევანით, რომელიც შესაძლოა იცვლებოდეს ლტოლვისგან დამოუკიდებლად - აი სწორედ ამას უწდოდებენ დღეს "გენდერულ იდენტურობას" (ინგლისურ ენაზე მას ეწოდება "performance").

ყველა ეს თეორია საფუძვლად დაედო მსოფლიო ტოტალურ სექსუალურ რევოლუციას, რომელიც მიმართულია ადამიანის საკუთარი სქესისგან "გაუცხოებისკენ", თუმცა, მისი რეალიზაციის მეთოდებიდან გამომდინარე მისი მიმდევრები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად. ერთი გამოდის კულტურული და სოციალური წყობის ფარული განადგურების მომხრედ, ხოლო მეორემ აირჩია მაქსიმალური ვარიანტი, რომელიც უარყოფს სქესობრივი განსხვავების თვით ფიზიოლოგიურ ბუნებას და სრული სექსუალური ანარქიისთვის იბრძვის.

მაგალითად, ესპანელი ქვირ-ფილოსოფოსი ბეატრის პრესიადო დაჟინებით მისდევს ისეთ "პოლიტიკურ სტრატეგიას", როგორიცაა "იდენტურობის გაუქმება, სხეულის ტექნოლოგიის შეცვლა, ანატომიური მედიცინის შეცვლა, რომელიც წარმოქმნის "ნორმალურ" და "გადახრის" მქონე სხეულებს და ა. შ. სხვა გაყვნილი მწერალი მონიკ ვიტინგი, ლესბიური მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი და მოდური თეორიის, straight-ის (ნიშნავს "სექსუალურად სწორს") ავტორი საერთოდ ამტკიცებს, რომ არც მამაკაცი არსებობს და არც დედაკაცი. ის ამ კატეგორიებს "ენობრივ ხრიკებად" მიიჩნევს, რომელთა დახმარებით არის აგებული მთელი ჰეტეროსექსუალური საზოგადოება, და მოუწოდებს გათავისუფლდნენ მისგან, გამოიგონონ ახალი ენა და ახალი გრამატიკა, შეცვალონ ყველა ტერმინი, რომელიც სქესთან არის დაკავშირებული (დედა, მამა, ქმარი, ცოლი) ახალი, "გენდერულად ნეიტრალური" ტერმინებით. კიდევ ერთი ქვირ-ფილოსოფოსი, ჯაკ დერიიდა ასეთ იდეებს გვთავაზობს: "რატომ არ უნდა მოვიფიქროთ სხვა სხეული? სხვა ისტორია? სხვა ინტერპრეტაცია?"

შედეგად, სწორედ ამ კარგად შეკრულმა ქვირ-მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ "გენდერის" და "გენდერული იდენტურობის" ცნება არა მარტო სოციოლოგიაში დამკვიდრდა, არამედ სამართლებრივ სფეროშიც, და "სექსუალური ორიენტაციის" სახელწოდებით ახალი მსოფლიო სექსუალური ხასიათის წყობის მთავარი ელემენტი გახდა. ამან, თავის მხრივ, დასაბამი მისცა ტოტალურ ღვევას. საქმე იმაშია, რომ, მართალია ცნება "სექსუალური ორიენტაცია" ჰომოსექსუალურობის შირმად ითვლება, არც ერთ საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებში ის დაკონკრეტებული არ არის, ასე რომ ნორმის სტატუსი შეიძლება მიეცეს ნებისმიერ სექსუალურ ორიენტაციას. ანუ, ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც დღეს დანაშაულებრივად განიხილება, მაგრამ აღსრულებულია ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობით, შესაძლოა სოციალურად ლეგიტიმური გახდეს.

ეს ეხება პოლიგამიასაც, და პოლიანდრიასაც (მრავალქმრიანობა), და სექსუალურ მულტიპარტნიორობას, ასევე ბისექსუალობას, ინცესტს, და ბოლოს პედოფილიასა და ზოოფილიას (აქ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებიც კი ვერაფერს გახდებიან).

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების მაღალ წრეებში "დაწინაურებაზე", სადაც ან თვით ამ საზოგადოების წევრები არიან მსოფლიო სოდომური მაფიის წევრები, ან კიდევ მათი უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.




3.სნეულების გარდაქმნა ნორმად.

Комментариев нет:

Отправить комментарий