ბოროტ დედაკაცთან ერთად ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ ღმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი შეიქნა, მასზე უფრო საძაგელი არაფერია. თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს. ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვის მოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ-ქმრობის, მამა-შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამამყარებელი და ამღორძინებელი იყოს, ნეტარ არს ის ქვეყანა და ერი, რომელსაც წმიდა ზნეობის დედაკაცნი ჰყავს. ასეთი ქვეყანა ყოველთვის წარმატებული და ბედნიერი იქნება; წინააღმდეგ ამისა, სატირალი და უბედურია ის ერი და ქვეყანა, რომელშიც ქალებმა თავისი მნიშვნელობა დაივიწყეს და ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ; ასეთი ქვეყანა და ერი მალე წახდება და დაეცემა.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий