ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

კანადის თავდაცვის ექს-მინისტრი უცხოპლანეტელებზე მსჯელობს.

კანადის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლ ჰელერმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები, რომლებთანაც მათ უკვე დიდი ხანია, რაც კონტაქტები გააჩნიათ, ფლობენ განახლებადი ენერგიისა და ცივი სინთეზის ტექნოლოგიებს, რაც გადაწყვეტდა კაცობრიობის ყველა პრობლემას ენერგეტიკისა და წარმოების სფეროში.

"უფოლოგია არ არის ჩემი სპეციალობა, აცხადებს ყოფილი მინისტრი, ჩემი სპეციალობაა საერთაშორისო ბანკინგი, და ეს ჩემი ნომერ პირველი ინტერესია. უნდა ვთქვა, რომ პლანეტაზე ყველაზე მძაფრი პრობლემა - გარემოს დაცვის პრობლემაა. ჩვენ ვანგრევთ პლანეტას, და ამას ძალიან სწრაფად ვაკეთებთ. აუცილებელია შეწყდეს დედამიწის განადგურება და მისი ყველა სისტემის რეორგანიზება. პირველი სისტემა, რომელიც გადასინჯვას ითხოვს - ფინანსებია, ხოლო მეორე - ყოველივე იმის გახსნა, რაც დაკავშირებულია ენერგიის "ეგზოტიკურ" წყაროებთან, და რომელიც უცხოპლანეტელებთან საიდუმლო კონტაქტებიდან არის ცნობილი. ეს კონტაქტები კი უკვე 60 წელია არსებობს დედამიწელებსა და უცხოპლანეტელებს შორის. საჭიროა უფრო მეტი ცვლილებები.

ის, რომ არსებობს განახლებადი ენერგიისა და ცივი სინთეზის ტექნოლოგიებ, ათი წლის წინათაც ვიცოდი. უკვე მაშინ მიდიოდა ჩვენში მსჯელობა იმის შესახებ, რომ აუცილებელია ამ ტექნოლოგიების დანერგვა, რადგან ვითარება არის საკმაოდ კრიტიკული. თუმცა, მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ რუბიკონი უკვე გადალახულია.

რაღაც უნდა ვქნათ, და ვქნათ ახლა. გარდაქმნებს წინ მრავალი პრობლემა ეღობება და ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია, რომელსაც ნავთობკომპანიები ავრცელებენ და, რომლებიც დღემდე ბურღავენ მექსიკის ყურეს... აუცილებელია ვიმუშაოთ ახალ ტექნოლოგიებთან და ეს ძალზედ სწრაფად უნდა გაკეთდეს".

წყარო: etccard-web.net




რედაქციისგან: მოცემულ თემაზე ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში ვამბობდით, რომ მსოფლიო საიდუმლო მთავრობის ადეპტები ნელ-ნელა ამზადებენ ადამიანებს იმ აზრისთვის, რომ შესაძლოა დედამიწის გარდა სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც არსებობდეს. რომ სიცოცხლე (და ცხადია, რელიგიებიც) დედამიწაზე უცხოპლანეტელებმა ჩამოიტანეს და ისინი კვლავ ეწვევიან კაცობრიობას გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამგვარი იდეოლოგიით, სატანის მსახურები ამზადებენ იმ გლობალურ განდგომილებას, რომელსაც უნდა მოჰყვეს ანტიქრისტეს მოსვლა და მისი გამოცხადება უზენაეს ღვთაებად. ცხადია, მსგავსი სისულეების მიმღებ კაცობრიობას არც ანტიქრისტეს ღმერთად აღიარება გაუჭირდება, რადგან თვალწინ დაუტრიალდება უამრავი ცრუსასწაული და ცრუმეცნიერული "აღმოჩენა". ამჯერადაც, უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე მსჯელობს არა რომელიმე მარგინალი უფოლოგი, არამედ დასავლეთის სამყაროს პოლიტიკური ელიტის სრულიად ოფიციალური პირი. რა არის ეს: ფარდის ახდის ოპერაცია, დედამიწაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის მასშტაბური ინსცენირებისთვის მზადება თუ კიდევ სხვა რამ? პასუხი ჯერ არ ჩანს.

*************************************


აზერბაიჯანში შესაძლოა აშენდეს უცხოპლანეტელთა საელჩო
თუ ოფიციალური ბაქო მას მიანიჭებს ექსტერიტორიალურობას


"ქვეყნის არჩევის კრიტერიუმებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საელჩოს ექსტერიტორიალურობის საერთაშორისო სტატუსს და მშვიდობას ჩვენს პლანეტაზე, რომლის გარეშეც ჩვენი შემოქმედნი ოფიციალურად არ გამოჩნდებიან. საელჩოს პროექტი შეიძლება რეალიზებულ იქნას ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა ისტორიულად ელოხიმები უპირატესობას ისრაელს ანიჭებდნენ". - ასე უპასუხეს რაელიტთა საერთაშორისო მოძრაობაში "ექოს" ("Эхо") მიერ დასმულ კითხვას: შეიძლება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაჩნდეს საელჩო უცხოპლანეტელთათვის. ცნობილია, რომ რაელიტური მოძრაობა ცდილობს ამგვარი დიპწარმომადგენლობის ჩამოყალიბებას მსოფლიოს ერთ რომელიმე ქვეყანაში.

უკანასკნელად რაელიტების სექტა უცხოპლანეტელთა საელჩოს გახსნას რუსეთში ცდილობდა (ადრე მათ ლიტვის მთავრობასაც მიმართეს ანალოგიური თხოვნითა და დაპირებებით), მაგრამ რუსეთის მთავრობისგან უარი მიიღეს. როგოც პორტალი РБК daily იუწყებოდა, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ საერთშორისო რაელიტური მოძრაობის (არაკომერციული ორგანიზაცია რომლის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს) წერილი ექვსი მინისტრის, პრემიერისა და რუსეთის პრეზიდენტისადმი თხოვნით, გამოჰყონ ტერიტორია საელჩოს მშენებლობისთვის. რაელიტები რუს ჩინოვნიკებს "უზარმაზარ ტურისტულ შემოსავლებს" ჰპირდებოდნენ და რუსეთის, როგორც "პლანეტის მომავალი სულიერი ცენტრის" პერსპექტივით ხიბლავდნენ. ეკონომიური განვითარების სამინისტრომ მათ ურჩია მიწის ნაკვეთი ეძებნათ "მიწის კოდექსის შესაბამისად და იმ ორგანოებთან შეთანხმებით, ვინც პასუხისმგებელია ამგვარ საკითხებზე".

როგორც რაელიტები მიიჩნევენ, კაცობრიობის შემქმნელი მეცნიერ-ელოხიმები დედამიწაზე კვლავ დაბრუნებას 2035 წლამდე აპირებენ. ამაში მყარად არის დარწმუნებული საერთაშორისო რაელიტური მოძრაობის 65 ათასამდე წევრი. მათი თქმით მეცნიერ-ელოხიმებს თან ჩამოჰყვებიან იესუ, მოსე, მუჰამედი და ბუდა, რომლებიც სხვადასხვა დროს დედამიწაზე წარმოაგზავნეს კაცობრიობის დასამოძღვრად.

ამ საერთაშორისო მოძრაობის, უფრო სწორედ სექტის დამფუძნებელია ფრანგი მრბოლელი კლოდ ვორილონ რაელი (როგორც თვიოთონ ამბობს "უცხოპლანეტელებთან" ურთიერთობა აქვს 1973 წლიდან. სექტაც ამ წლიდან არსებობს - რედ.). ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში (ჟენევა). "კაცობრიობის შემოქმედ" უცხოპლანეტელებთან ღირსეული შეხვედრისთვის რაელიტებმა ერთდროულად მიმართეს მსოფლიოს რამოდენიმე სახელმწიფოს. რუსეთის ხელისუფლებას კი ერთი წლის წინათ. მიმართვა გაეგზავნათ: რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, პრემიერ ვლადიმირ პუტინს, ფინანსთა მინისტრს ალექსეი კუდრინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, სპორტის მინისტრს ვიტალი მუტკოს, განათლების მინისტრ ანდრეი ფურსენკოს, კულტურის მინისტრს ალექსანდრე ავდეევს და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეთაურს ელვირა ნაბუილინას. ყველას, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გარდა, შეეძლო თავისი ირონია გამოეხატა ხსენებული მიმართვისადმი, მაგრამ ქ-ნ ნაბიულინას უწყებას შეტყობინება სერიოზულად უნდა განეხილა და ოფიციალური პასუხიც მიეცა.

"ჩვენ სრულიად დავაფინანსებთ საელჩოს მშენებლობას და მოვაწყობთ ყველა საჭირო ინფრასტუქტურას", - ნათქვამი იყო რაელიტთა მსოფლიო მოძრაობის მიმართვაში რუსეთის მთავრობის მიმართ. საელჩოს გვერდით რაელიტები ითხოვდნენ მუზეუმის, მედიტაციისა და ცნობიერების ცენტრის, ასევე სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შექმნას.

"მილიონობით ადამიანი მოაწყდება რუსეთს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რათა პატივი მიაგონ ჩვენი რელიგიების დამფუძნებელთ", - ცდილობდნენ რუსი ჩინოვნიკების მოხიბლვას რაელიტები და წარმოუდგენდნენ მათ იმ შემოსავლებს, რასაც ტურისტების ნაკადიდან მიიღებდა რუსეთის ხაზინა. ეს იყო გადატენილი სასტუმროები, რესტორნები და უამრავი სუვენირი, რომელსაც ტურისტები აქ შეიძენდნენ. ქვეყანა, სადაც ამგვარი საელჩო აშენდება, "ჩვენი პლანეტის ყველაზე სულიერი ცენტრი გახდება", არწმუნებდნენ თეთრ სახლს.

მიწას რაელიტები ითხოვდნენ "ექსტერიტორიალური სტატუსით", როგორც ეს ნებისმიერ საელჩოს შეეფერება, გარანტირებული საჰაერო სივრცით. "შემოქმედნი ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა მოფრინდნენ", სადაც ვერ შევლენ ვერც სამხედროები და ვერც პოლიცია. წერილის ავტორი, რომელიც პასუხისმგებელი პირია ევროპის რაელიტთა მოძრაობისა, პიერ ჰარი მზადყოფნას გამოხატავდა შეხვედროდა "მადამ ნაბიულინას" მის "საოცარ ქვეყანაში", "ნებისმიერ დროს" და "თემის პირობები და დეტალები განეხილა". რუსეთისთვის ამ "ისტორიულად გადამწყვეტ" პასუხს ხელს აწერს უძრავი ქონების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

"მიწის ნაკვეთის გამოყოფა იმ ტერიტორიებიდან, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის განკარგულებაში იმყოფება, ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ იმ თანმიმდევრობით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიწის კოდექსის 30-32-ე მუხლებით არის დადგენილი". ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რაელიტებს ლაკონურად მიუთითეს, რომ მისამართი შეეშალათ.

"ინდიელებს თავის დროზე არ სჯეროდათ, რომ ოკეანის გაღმა ევროპაა. უცხოპლანეტელები ოდესღაც მოვლენ დედამიწაზე ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე ესპანელები ჩავიდნენ ახალ სამყაროში", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ვითარებას "ექო"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა აზერბაიჯანელმა მწერალ-ფანტასტმა, განათლებით ბიოლოგმა ალექსანდრე ხაკიმოვმა. "მე დარწმუნებული ვარ უცხოპლანეტელთა არსებობაში და იმაშიც, რომ ისინი ეწვევიან დედამიწას. ისინი იკვლევენ სამყაროს და შეიძლება წააწყდნენ დედამიწას, თუ უკვე არ წააწყდნენ. ამიტომაც, აუცილებლად მიმაჩნია აზერბაიჯანში აშენდეს საელჩო უცხოპლანეტელთა შესახვედრად. ადრე თუ გვიან კონტაქტი უცხოპლანეტელებთან განხორციელდება, და არსებობს იმისი შანსები, რომ ეს სწორედ ჩვენთან მოხდება, ჩვენ კი უკვე მზად ვიქნებით ამგვარი მოვლენისთვის. მე არ ვამტკიცებ, რომ ისინი მაინცა და მაინც აზერბაიჯანს აირჩევენ, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენს ქვეყანას ხომ უძველესი ისტორია, კარგი კულტურა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია", - თქვა მწერალმა.

ა. ხაკიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც ამ საკითხში არ ეთანხმება - ეს არის ადამიანთა წარმომავლობა. "არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ უცხოპლანეტელთა შთამომავლები ვართ. როგორც ბიოლოგი მე ვსწავლობდი ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანს. ადამიანი მიწიერი ბუნების ნაშობია, კითხვა აქ ასე უნდა დაისვას - მთელს დედამიწაზე რატომა აქვს განვითარებული ტვინი მხოლოდ ადამიანს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვემხრობი საელჩოს აშენების აუცილებლობას. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შესასვლელად", - თქვა ფანტასტმა მწერალმა.

სხვათა შორის, დავოსის ბოლო, ეკონომიკურ ფორუმზე განიხილებოდა უცხოპლანეტელების ვიზიტის შესაძლებლობა დედამიწაზე, რაც "აზერბაიჯან-ცნობებმაც" ("Новости-Азербайджан") გადმოსცა. ეს იყო დავოსის ოქმის უკანასკნელი პუნქტი, რომელიც ეძღვნებოდა მალე მოსახდენ მოვლენას. ერთნი ამბობდნენ, რომ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ასე მალე არ მოხდება, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ახლოვდება სხვადასხვა პლანეტების მცხოვრებთა დაახლოებას და უცხოპლანეტელთა კონტაქტი დედამიწის ქვეყნების მთავრობებთან მალე მოხდება. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ უცხოპლანეტელები უკვე არიან დედამიწაზე, ოღონდ შენიღბული სახით. სერიოზული მსოფლიო ეკონომისტები და პოლიტიკოსები განიხილავდნენ, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს ამგვარი შეხვედრა.

ა. ხაკომოვის აზრით, თუ ეკონომისტები და პოლიტიკოსები ასეთ სერიოზულ დონეზე უკვე მსჯელობენ უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ან მათ რაღაც იციან, ან კიდევ არ იციან, მაგრამ ხვდებიან.

ბაქოს სლავური უნივერსიტეტის (ბსუ) დოცენტმა შელალე ჰასანოვამ "ექო"-სთან საუბარში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება მიიპყროს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება, თუ ამ საელჩოს მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში დაიწყება. "მაგრამ, სანამ საელჩოს მშენებლობას დავიწყებდეთ და მისთვის ტერიტორიას გამოვყოფდეთ, აუცილებელია მოვიფიქროთ, რა სახის რესურსებზე გაპიარდება ეს ყოველივე და რომელ ქვეყნებში, ამისთვის კი უნდა ჩატარდეს წინასწარი გამოკვლევა. პიარში ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ტარდება ანალიზი. უნდა გავიგოთ, რომელ ქვეყნებში ავლენენ ამ თემისადმი განსაკუთრებულ ინტერესს, რათა იმ ქვეყნებიდან და მათი მასმედიიდან დავიწყოთ. თუ მთელი ეს კომუნიკატიური კონცეფცია კარგად იქნება ჩაფიქრებული, მაშინ ამის გაკეთებას აზრი აქვს. და ეს კარგად აისახება აზერბაიჯანის ტურისტულ ინტერესზე. ამ პროექტს შეიძლება გააჩნდეს მაღალი პოტენციალი", - თქვა ექსპერტმა.

სხვათა შორის, უცხოპლანეტელებთან შესახვერდრად მარტო რაელიტები როდი ემზადებიან. ასე მაგალითად, ამასწინათ შოტლანდიის ხელისუფლებამ დაარწმუნა მოსახლეობა იმაში, რომ ქალაქში უცხოპლანეტელების გამოჩენის შემთხვევაში მათ თბილი და მეგობრული შეხვედრა ელოდებათ. ასეთი განცხადება ჩინოვნიკებმა გააკეთეს ქალაქის ობივატელის ანონიმურ და უჩვეულო კითხვაზე, - იუწყება Herald Scotland. ქალაქ გლაზგოს ანონიმი მცხოვრები სვამს კითხვას: "მაინტერესებს, რა ზომებს მიიღებს ჩვენი ხელისუფლება უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემთხვევაში?". ხელისუფლებამ იუმორის გარეშე უპასუხა ამ შეკითხვას. მათ ყურადღება მიაქციეს იმას, რომ "ჯერ სრულიად გარკვეული არ არის სამართლებრივი ბაზა არამიწერი ფორმებთან კონტაქტის დამყარებასთან მიმართებასი, და კოსმოსის შესახებ 1967 წლის ხელშეკრულებაში უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის შესახებ არაფერია ნათქვამი". გლაზგოს კი მთელი დედამიწის მხოლოდ 0,00003% უჭირავს, და ნაკლებად სავარაუდოა უცხოპლანეტელები მაინცა და მაინც გლაზგოთი დაინტერესდნენ.

"ყველა სტუმრის მომხიბლავი და შთამბეჭდავი გლაზგო, რომელმაც მრავალი ჯილდო დაიმსახურა ეროვნული და საერთაშორისო გზამკვლევებისგან, მაინც შეიძლება მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის შორეული გალაქტიკებიდან", - განაცხადეს ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა.

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ზადრუშტ ალიზადემ "ექო"-ს განუცხადა ექსტერიტორიალურობის პრინციპის შესახებ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია რაელიტებისთვის. "ეს სტატუსი ეძლევა ადამიანებსაც, ძირითადად აშშ-ს მოქალაქეებს. ისინი სხვა ქვეყნებისგან ცდილობენ მოიპოვონ ექსტერიტორიალურობა თავიანთი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებმაც შესაძლოა რაიმე დანაშაული ჩაიდინონ ერყში, ავღანეთში და სხვა ქვეყნებში. ისინი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყნებთან, შემდეგ კი როდესაც მათი ჯარისკაცი ჩაიდენს რაიმე უმსგავსობას რომელიმე ამ ქვეყანაში, არავის ექნება მათი დაპატიმრებისა და გასამართლების უფლება".

"რაც შეეხება საელჩოს, ვენის კონვენციის თანახმად, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სტატუსს ეხება, არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება გაასამართლოს სხვა ქვეყნის დიპლომატი, არამედ მათ ეძლევათ განსაკუთრებული სტატუსი, ისინი აღჭურვილნი არიან განსაკუთრებული იმუნიტეტით, თუმცა სამშობლოში დაბრუნების დროს შეიძლება გაასამართლონ და დასაჯონ კიდევაც. გარდა ამისა, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ უფლება შეიჭრან სხვისი საელჩოს ტერიტორიაზე. ექსტერიტორიალურობის მკაფიო მაგალითია ჯულიან ასანჟის შემთხვევა, რომელმაც ლონდონის ცენტრში თავი ეკვადორის საელჩოს შეაფარა. ბრიტანეთის პოლიციას არ შეუძლია ამ შენობაში შესვლა, თუმცა არსებობს სასამართლოს დადგენილება ასანჟის ამერიკაში ექსტრადირების შესახებ", - განმარტა ექსპერტმა.

ავტორები: ჟ. მამედოვა, ნ. აბასოვი.

Комментариев нет:

Отправить комментарий