ღმერთი

ღმერთი

среда, 26 июня 2013 г.

პირველად შევამჩნიე ეხლა ეს...

ძველი აღთქმა

დაბადება თავი

პირველი

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-1.htm

პირველად დავაკვირდი რომ მხეცებიც ბალახს ჭამდნენ თურმე.

(ალბათ წარღვნის შემდეგ მართლა სერიოზული გადასხვაფერება მოხდა. ფაქტიურად წყალმა მოსპო საძოვრები.?)
****


რატომღაც მგონია რომ,   მეექვსე დღის მონაკვეთში  შეიძლება იყოს 666-ის ახსნა . რადგან, რაზეც ბატონობის უფლება ღმერთმა ადამიანებს მისცა , ასევე 666-ის სამეფოშიც ადამიანებს კერძო საკუთრების უსაზღვრო უფლებები ექნებათ,(მაგრამ არა ღვთისბოძებული, არამედ ამ მხეცის ბოძებული) მაგრამ, ალბათ პროდუქტი არ იქნება ბუნებრივი, ის უბარლოდ ემგვანება ბუნებრივს, აბა, რით მოწამლონ ადამიანები?.თქვენი  იქნება ყველაფერი ოღონდ ხელოვნური, სახლში მიტანით,  ნუ გეშინიათ, ეჭვი თუ შეგეპარათ,  სამედიცინო დახმარება უსწრაფესად გაჩნდება თქვენთან, (ანდა სულაც ჩამოგწერენ.)ოღონდ იქონიეთ ამ ქვეყნის პასპორტი-666. მაგრამ ნაყოფიერება და გამრავლება ფაფუ.

ღმერთის ხატად შექმნილი კაცი შექმნის მხეცის ხატებას, რადგან ეს მხეცი ადამიანს ღმერთივით ყოფნის სურვილს გაუღვიძებს.

****


როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ ბაბილონს -ასეთ დამნაშავეს_ არ ჰყავდეს ტყვეები?


ანუ,

ბაბილონი რომ დასაჯონ, მძევლებიც ხომ არ უნდა მიაყოლონ ზედ.


ბაბილონის დასჯა შოუ არ არის, რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს, შესაბამისად ადამიანებმა უნდა გაიგონ გაფრთხილება რომ გამოვიდნენ მისგან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვისგან და რისგან, რა მიზეზით უნდა გამოვიდნენ,ესეიგი ადამიანები უნდა მიხვდნენ ვინ არის დამნაშავე. ეს ეხებათ ალბათ იმ ადამიანებს რომლებთაც ესმით რა არის ცოდვა . მაგ. ადამიანები რომლებიც არაფერს მიიჩნევენ ცოდვა, არც ბაბილონის ცოდვებს გაექცევიან.
მარტივად ასეა...............



ბაბილონი არის ჩვენთვის საიდუმლო, თორემ შემდგომ დაფარული არაფერი იქნება, ორივე მხეცის ქმედება იქნება ღია, ოღონდ საცთუნებლად რაღაც ფოკუსებს ჩაიდენენ.


ქრისტეშობამდე ბაბილონი ხარის კერპს ეთაყვანებოდა, ქრისტეშობის მერე მას არ მიუტოვებია მისი რელიგია, ოღონდ მერე  ფარულად ეთაყვანებოდა მას.

თუ ვიტყვით რომ ამერიკაა ბაბილონი,ან საიდუმლოებით მოცული ევროპა თუ ვატიკანი, რატომ არ არის ბაბილონი მავზოლეუმში ლენინის _ქრისტიანები მკვლელის_ თაყვანისცემა .? სსრკ კერპებს ნაკლები დანაშაული მიუძღვით ქრისტიანების მიმართ,
რომელებსაც დღესაც ეთაყვანებიან რუსეთში?

რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ბაბილონად ინდუიზმი, ან ბუდიზმი.

რატომ არ არის ბაბილონი ქრისტიანების მკვლელი ისლამი, ისლამური იმპერიები?

ან იუდაიზმი რომელმაც ქრისტე არ სცნო?


რატომ წერია რომ ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი(ბაბილონის) სიძვისა.


ბაბილონელების ფარული რელიგია მსხვერპლთშეწირვაა,და რადგან ბაბილონი დღესაც არ დანგრეულა, შეიძლება რომ მას დღესაც არ ჰყავდეს ტყვეები, დღესაც არ სწირავდეს ის მსხვერპლს თავის კერპს?


და რაც დღეს ყველასთვის ნათელია, ქრისტიანული სამყაროს ზნეობრივი დაცემა, რომელიც არის ღია ინფორმაციული ომი ქრისტიანული სიწმინდის წინააღმდეგ,  თუ, არ შეწყდება უზნეობით წაილეკება მსოფლიო ისე, როგორც წარღვნამდე იყო.

ბაბილონი მოკვდება მაგრამ მისგან ცოტა გადაურჩება წაბილწვას.

წაბილწულებისათვის კი არც მხეცის ნიშნის მიღება იქნება დიდი პრობლემა.






Комментариев нет:

Отправить комментарий