ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 июня 2013 г.

ელექტრომაგნიტური ტალღები.

ჩვენ ელექტრომაგნიტური ტალღების გარემოცვაში ვცხოვრობთ. გადამცემი და მიმღები ანტენები, რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი
და სხვა მრავალი რამ ინფორმაციის გადაცემისა და მიღების ძალზე მოხერხებული და ხელმისაწვდომი საშუალებებია. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ მათ და იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვიდა ეს ყველაფერი დღემდე და როგორ გახდა ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი.
შევეცადოთ მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეცნიერული აღმოჩენები უძღოდა წინ ელექტრომაგნიტური ტალღების მიღებას, მათ გამოყენებას და ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მიიწევდა მეცნიერება წინ.


თალეს მილეთელი
( 640_564 ძვ. წ. აღ.)


თალეს მილეთელი პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც იკვლევდა ელექტრულ მოვლენებს. მას ეკუთვნის პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ქარვა (ბერძნულად ელექტრონი) ხახუნის შემდეგ იძენს მსუბუქი სხეულების მიზიდვის თვისებას. მანვე ააგო პირველი ელექტროსკოპი ,,ვერსორი, რომლითაც დაადგინა, რომ მსუბუქი სხეულების მიზიდვის უნარი გარდა გახახუნებული ქარვისა, აქვს საფირონს, ალმასს, მთის ბროლს, მინას, გოგირდს და ა. შ.


უილიამ ჰილბერტი
(1540_1603 წ.)


უილიამ ჰილბერტმა დაამტკიცა, რომ ქარვა ხახუნის შემდეგ იზიდავს ბალახის წვრილ ღეროებს. ის იკვლევდა კეთილშობილ ქვებს, გოგირდს და ფისს. მან აჩვენა, რომ მათი დაელექტროებაც შეიძლებოდა ხახუნის შედეგად. ტერმინი ელექტრობა ჰილბერტმა დაამკვიდრა.
ნამდვილი მეცნიერული სახე ელექტრული მოვლენების კვლევამ XVIII საუკუნეში მიიღო. მანამდე ელექტრული მოვლენებით მხოლოდ ერთობოდნენ. ელექტრიზაციაზე ცდებს წვეულებებსა და სალონებში უჩვენებდნენ.
ჰილბერტმა 1600 წელს გამოსცა ნაშრომი ,,მაგნიტზე, მაგნიტურ სხეულებზე და დიდ მაგნიტზე _ დედამიწაზე, რომელშიც აღწერა თავისი კვლევები მაგნიტურ და ელექტრულ მოვლენებზე და მოგვცა პირველი თეორია ელექტროობასა და მაგნიტიზმზე. დაადგინა, რომ მაგნიტს ყოველთვის ორი პოლუსი აქვს, სამხრეთი და ჩრდილოეთი და მისი გახერხვით არასოდეს არ მიიღება ერთპოლუსიანი მაგნიტი, არამედ მიიღება ახალი მაგნიტები ორ-ორი პოლუსით. მანვე დაამტკიცა, რომ ერთსახელიანი პოლუსები განიზიდებიან, ხოლო სხვადასხვასახელიანები მიიზიდებიან.

ლუიჯი გალვანი
(1737_1798 წ.)


ლუიჯი გალვანი XVIII საუკუნის მიწურულს ელექტრული მოვლენებით იყო გართული. ერთხელ გალვანი შეეხო პრეპარირებულ ბაყაყს ორი სკალპელით (ნახ. 1). ბაყაყის ფეხის კუნთი რამდენჯერმე სწრაფად შეიკუმშა და გაიშალა. ასისტენტმა შენიშნა, რომ ამ დროს ელექტროფორულ მანქანაში (ნახ. 2) ნაპერწკლები გაჩნდა. ასე იქნა აღმოჩენილი ,,მოძრავი ელექტროობა. თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ სასიცოცხლო პროცესებს თან სდევს ელექტრული მოვლენები, ხოლო მათ წყაროს წარმოადგენს უჯრედები.

სრულიად

Комментариев нет:

Отправить комментарий