ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 23 июня 2013 г.

სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად.

ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა.
“დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი . . . დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით . . . სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა”.


იოანე ოქროპირი.


Комментариев нет:

Отправить комментарий