ღმერთი

ღმერთი

среда, 26 июня 2013 г.

ღალატი.

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა.


კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად.


კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.


ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.


შოთა რუსთაველი

*

ჩვენ გვაკვირვებს, ჩვენ გვეძაგება იუდას ღალატობა და გაცემა; გარნა, ძმანო ჩემნო, ჩვენ კი არაოდეს არ უღალატებთა მაცხოვარსა? ღალატობა არ არისა ყოველი ცოდვა, ყოველი დავიწყება მისისა სწავლისა? როდესაც ჩვენ დამვიწყებელნი მისისა სიყვარულისა ვცხოვრობთ და ვიქცევით წინააღმდეგ მისისა სწავლისა, ანუ უღალატებთ და უმტერებთ ერთი მეორესა, არა გავახსოვნებთა მაშინ იმას იუდას ღალატობასა?

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)


*

ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისთვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: "ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ! არამედ ესრეთ ნელ-ტფილ ხარ, მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა" (გამოცხ. 3, 5-16).



წმ. ლეონიდე ოქროპირიძე

*

სამართლიანი მიგება განდგომილი ბათარზისისთვის.


ბერძენი მეფის, თეოფილეს მეფობის ჟამს აგარიანელმა თავადმა, ამირმუმნმა ქრისტიანი მხედრობა დაამარცხა და მშვენიერ და დიდ ქალაქ ამორის ალყა შემოარტყა. მაგრამ მას ისეთი მიუდგომელი კედლები და მრავალრიცხოვანი ძალა იცავდა, რომ ბერძნები ყოველ ღამით დიდი რაოდენობით იზმაიტელს ხოცავდნენ; ამირმუმნი ეჭვობდა, ხომ არ ჯობდა, ესოდენ მიუდგომელი ქალაქიდან უკან დაეხია.
მაგრამ, ბერძენთა საუბედუროდ, სამეფო მხედართმთავრებს შორის იყო ვინმე ბათარზისი. ამ მხეცს ზოგიერთ მხედართმთავართან პირადი მტრობა ჰქონდა და გადაწყვიტა, მტრისთვის ქალაქი გადაეცა, რათა მასთან ერთად საძულელი ადამიანებიც დაეღუპა. მან ხელსაყრელი შემთხვევა ამოირჩია აგარიანელებთან, რომლებმაც უკვე ბანაკის აყრა დაიწყეს, წერილიანი ისარი გაგზავნა შემდეგი შინაარსი: "თქვენი მხრიდან ამხელა სისხლისღვრის შემდეგ რატომ მიდიხართ ასე წარუმატებლად? კვლავ მიუდექით კედელს იქიდან, სადაც მარმარილოს ბოძს ხედავთ, ამ მხრიდან ქალაქს მე ვიცავ და გეფიცებით, რომ დაგეხმარებით. სხვათა შორის, ისიც უწყით, რა ჯილდოს იმსახურებს თქვენი კეთილისმყოფელი და მეგობარი". ისარი შეამჩნიეს, წერილი ამირმუმნს გადასცეს, რომელმაც წაიკითხა და დაუყოვნებლივ გამოიყენა ბოროტმოქმედის რჩევა.
ყრუ ღამეს, როდესაც ამორეველნი მტრისგან საშიშროებას არ მოელოდნენ, აგარიანელებმა ძალა მოიკრიბეს და გაშმაგებულებმა შეუტიეს ქალაქის იმ ნაწილს, რომელსაც ბათარზისი იცავდა. მოქალაქეები და მხედრები თავდაცვას ცდილობდნენ, მაგრამ ბოროტმოქმედმა იარაღი თავისი თანამემამულეებისკენ მიმართა და მტერი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა ქალაქში. საშინელი სისხლისღვრა გაიმართა; ყველაფერი ნაცრად იქცა; ქრისტიანი ბელადები ტყვედ ჩაიგდეს; სამშობლოს გადამცემმა ბათარზისმა ცრუ წინასწარმეტყველის რწმენა, ამირმუმნისაგან კი - ჯილდოდ დიდი ქონება და დიდებულის ხარისხი მიიღო.
შვიდი წლის განმავლობაში საბრალო მხედართმთავრები ბნელ წყვდიადში იხსდნენ და მხოლოდ ღვთის იმედზე იყვნენ, რადგან მათი გამოსახსნელი ყოველგვარი გადასახადი ზიზღით უარყვეს. აგარიანელებს მათი სულების დატყვევებაც სურდათ; ხშირად უგზავნიდნენ დიდებულებსა და ბრძენთ, რათა თავიანთ მხარეს მოედრიკათ ისინი, მაგრამ ამაოდ; მოდიოდა ბათარზისიც, მაგრამ ისინი მის შეხედვასაც კი უფრთხოდნენ. ბოლოს ამირმუმნი გასასტიკდა და ტყვეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ორმოცდაორმა მართალმა მამამ ქრისტე მაცხოვრის რწმენისთვის დაღვარა სისხლი... მაგრამ უფალი იმდენად დიდხანს მომთმენია, რამდენადაც მართლმსახული. აგარიანელთა მთავარი გაოცებული იყო მათი რწმენის სიმტკიცისა და თავიანთი მეფის ერთგულებით; მან უეცრად თავისთან იხმო ბათარზისი, რომელიც მათი სიკვდილის გულგრილი მაყურებელი იყო და მრისხანე მზერით მიმართა:
-შენ არ დაიცავი ქრისტეს რწმენა და შენს მეფეს უღალატე; დარწმუნებული ვარ, შესაფერის შემთხვევაში მუჰამედის რწმენასაც უღალატებ და მეც გამცემ. ამიტომ შენი მეორე ბოროტმოქმედებისგან თავს დავიცავ. მან სასჯელის აღმასრულებლებს ანიშნა და მოღალატე თვალის დახამხამებაში ხრამში გადაჩეხეს.
საშინელებაა ზეციური მამის ღალატი! ასევე უსაშინლესია მეფის, მამულის მამის ღალატი!.. როგორც თავისი მეფის მოღალატე მოქალაქე ვერ იქნება ქრისტიანი, ასევე უფლის რწმენის უარმყოფელი ქრისტიანი თავისი ქვეყნის მოქალაქე ვერ იქნება. რამეთუ როგორ გაუწევს მიწიერ მეფეს ერთგულებას, ვინც ზეციურ მამას უღალატა.

სხვა მოძღვარი.
***

Комментариев нет:

Отправить комментарий