ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

გარდაცვალება.

სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად, კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება. გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღრ მივიღებდით. აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. Kკაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმრთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება – რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძიებდა, ყოველივე მიეცემა. Nნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამქვეყნად დაუცხრომლად იღწვის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმერთს, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს. აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი შეიქნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება; ზეცად ამაღლდება, თუმცა სახე და შედგენილობა იგივე ექნება.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий