"ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ ქართული ენის შეუსწავლებლად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება” - ამბობდა დიდი მეცნიერი ნიკო მარი.
საქართველო იოანე-ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით არის ქრისტეს უსაყვარლესი მეგობარი ლაზარე, რომელმაც თავისი სიკვდილით სწამა უფლისათვის (დაამტკიცა ქრისტეს მაცხოვრობა), ხოლო ქართული ენა არის ღვთის ენა, რომლითაც ღმერთი ამხელს-განსჯის კაცობრიობას:
”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარც მარიამ და მართაჲ.
და მეგობრობაჲ ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს,
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინაწარმეტყველმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.
და ესე არს ოთხი დღეი და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთვის მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.
და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.”
(აკაკი შანიძის მიერ 1959 წელს გამოცემული “სინური მრავალთავი” (864 წლისა, მინაწერი X საუკუნისა).
ენა ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ როგორც თავად ენა, ერი (ზ. გამსახურდია), ანბანი და ზოგადად საქართველო. ქართულ ენას (ქართველ ერს) ლაზარეს უწოდებენ იმიტომ, რომ ამ ენის მატარებელმა ხალხმა მართლაც სწამა (და ეწამა) ქრისტესთვის და მთლიანად შეეწირა უფალს. სრული თავდადებითა და თავგანწირვით, სრულად გულწრფელად, როგორც უერთგულესი და საყვარელი მეგობარი, ქართული ეთნოსი ერთგულებით ემსახურება ღმერთს.
იოანე-ზოსიმეს მკვლევარებს უამრავი საინტერესო მიგნება აქვთ საქართველოს, ქართული ენის ლაზარესთან შედარების შესახებ.
ამასთან, კვლევებს ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ, ლაზარე იყო ის, ვისთვისაც ქრისტემ იტირა მისი გარდაცვალების გამო "და ცრემლოოდა იესუიცა", და ვისზეც იუდეველები ამბობენ: "აჰა, ვითარ სამე უყუარდა იგი (იესუს)!" (იოანე, 11. 35-36.).
გარდა ამისა, "ქებაჲს" მკვლევარებს არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ სახარებაში (ლუკა, 16, 19-31.) მოხსენიებულია ლაზარე, რომელიც გარდაცვლილია და აბრაამის წიაღში განისვენებს. ამ დროს ჯერ კიდევ არ მომხდარა აღდგომა და მართალნი სწორედ იქ განისვენებენ.
ამას იხილავს ახალგარდაცვლილი მდიდარი, რომელიც ცოდვილის ცხოვრებით ცხოვრობდა და ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯება. იგი სთხოვს აბრაამს, რომ აღადგინოს ლაზარე, რათა მისმა ცოდვილმა ძმებმა (ე. ი. ადამიანებმა) ირწმუნონ ღმერთი და აღარ სცოდონ, რათა არ იტანჯონ სიკვდილის მერე.
აბრაამი პასუხობს, ხომ ჰყავდათ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ირწმუნონო.
მდიდარი პასუხობს, "უკეთუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ".
მაშასადამე, ყველა წინასწარმეტყველზე უფრო დამარწმუნებელია ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის მაგალითი. ამას პასუხობს იოანესეული სახარება სწორედ (იოანე, 11, 1-45.), სადაც ლაზარე კვდება და მას მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს.
სწორედ ლაზარეს, ყველაზე დამარწმუნებელს უფლის არსებობისა, მკვდრეთით აღმდგარს, აბრაამის წიაღში ნამყოფს, თავდადებულს, რჩეულს, დაუკავშირეს ღირსმა ქართველმა მამებმა საქართველო.
მრავალი ქართველისათვის ზედმიწევნით სარწმუნოა ის სიტყვები, რომელიც დიდმა ქართველმა ღვთისმეტყველმა და იდეოლოგმა, იოანე-ზოსიმემ ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში დაწერა: “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს”.
ქართული ენა ძალიან ძველია და მნიშვნელოვანი (იხილეთ ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მითი, მოსკოვი 1956.). ლაზარეს იმიტომაც უწოდებენ ქართულ ენას (საქართველოს), რომ ქართულ ენაში მართლაც უამრავი საიდუმლო ინახება. ეს არის გამოძახილი იმისა, რომ ლაზარემ ყველაზე ადრე იხილა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო (ზ. კიკნაძე).
მრავალი ამოუხსნელი მოვლენა, საიდუმლო ქართული ენის მეშვეობით აიხსნება. მაგალითად: მხოლოდ ქართული ენით აიხსნება თუ რატომ უკორტნის პრომეთეს (ქართული მითოსის ამირანს) არწივი ღვიძლს და არა გულს. ღვიძლი ხომ, ღვიძილის, სიფხიზლის სინონიმია ქართულში (ზ. გამსახურდია);
მკვლევარების მიხედვით, მხოლოდ ბიბლიამ და ქართულმა ენამ შემოინახა ებრაელთა ეთნარქის (თუ ტომის) შუამდინარულ ქალაქ ურიდან გამოსვლის ცნობა. ჩვენ ხომ მათ ურიებს (ჰურიებს) ვუწოდებთ;
ქართულ ენაში სიკვდილს ჰქვია გარდაცვალება (მდგომარეობის ცვლილება);
ქართულად უფალს ჰქვია ღმერთი. ამ სიტყვაში გამოირჩევა რიცხვითი ნიშანი ერთი “სამეცნიერო ლიტერატურაში ღმერთ- “უფალი” ფუძეში ერთი (რიცხვითი ნიშანი) პირველად გამოყო თ. ჟორდანიამ; მან ღმ- ღმერთის სემანტიკის შემცველ ფუძედ მიიჩნია.
ა. ჭინჭარაულის აზრით, ღმერთ- ფუძე მომდინარეობს უერთ-/ხუერთ- ფორმიდან-ერთის აღმატებითი ხარისხიდან (სტატია იბეჭდება “გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში”): ხუერთი>ღუერთი>ღვერთი>ღმერთი" (ტარიელ ფუტკარაძე, ქართველები, გვ. 167, თბილისი 2005, ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე).
ე. ი. ქართულმა ენამ უფლის აღმნიშვნელ სიტყვაში – ღმერთი გამოხატა აბსოლუტის შინაარსი, მონოთეიზმის მცნება.
ასეთი მაგალითი ბევრია.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითს დავამატებ:
მაცხოვრის კაცობრიული სახელი ქართულად არის იესო (ძველქართულად იესუ). ასე უწოდეს მას შობის, განკაცების ჟამს დედამიწაზე. იესო ძველებრაულ-არამეულად გამოითქმის როგორც იეშუა – Yēšûă. ქართულად დაახლოებით ასე დაიწერება: იეშუა, ეშუა, იშუა.
მხოლოდ ქართული ენას შეუძლია ახსნას ეს მოვლენა. დაიბადა ძველქართულად იქნება – იშვა.
ლაბიალური ვ და უ ფონემების მსგავსება ცხადია, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როცა უ და ვ მოსდევს ხმოვანს – იშვა და იშუა. აქ ვ თანხმოვანი უ ხმოვნის თანხმოვნითი ვარიანტია. მით უმეტეს, ძველებ
რაულ-არამეულად სიტყვა იეშუა-ში უ ბრჯგუ (უმარცვლო) ჩანს (თუნდაც არ იყოს უმარცვლო). საერთოქართული ძირი იქნება შვ (უ ბრჯგუ, უმარცვლო უ).
მაშასადამე, ქართული ენით მაცხოვრის სახელი პირდაპირ მიუთითებს რომ იშვა იგი, უფალი. ამასთან, იგი, უფალი შეეძინა ღვთისმშობელს, კაცობრიობას – ეშვა (ეშუა).
ძველებრაული ვარიანტი, რომლისგანაც არის ნაწარმოები იეშუა, დაახლოებით ასე გამოითქმის: იეჰოშუა (Yĕhōšuă). ეს გამოთქმა უკავშირდება ძველი აღთქმის ღმერთს, იაჰვე-ს, რომელიც უნდა გამოითქმოდეს იეჰოუა, მერე ეჰოშუა (გელოვანი აკაკი, რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბილისი 1990, გვ. 74) და ნიშნავს – იაჰვე მხსნელია.
იაჰვე მხსნელია, აბსოლუტია, რომელმაც კაცობრიობას მოუვლინა მესია – მხსნელი, მისივე ძე, მისივე ერთარსი.
ქართული ენით კი სხვა საიდუმლო იხსნება (ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა): იეჰოუა+შუა > იეჰოშუა = იაჰვემ შვა (ქართული შინაარსი – იაჰვეს შობილი).
მრწამსის მიხედვით იესო ქრისტე არის "ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა". შობილი ნაწარმოებია სიტყვიდან შვა (შობა).
ქართული ანბანიც შესაბამისია ქართული ენისა. ქართული ანბანში ყოველ ბგერას აქვს შესატყვისია ასო და მაქსიმალურად მარტივად არის შესაძლებელი ყოველის სიტყვის ზუსტი გადმოცემა და სწორი წაკითხვა.
ქართული ლიტერატურის შემორჩენილი ძეგლები მინიმუმ 1 500 წლისაა. ზოგი თვლის 1 700. XI საუკუნის წყაროს “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, რომელიც უფრო ძველი წყაროს საფუძველზე ჩანს შექმნილი, ქართული დამწერლობა 2 300 წლისაა. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ იგი უძველესი წარმოშობისაა (თეიმურაზ ბაგრატიონი (“უწინარეს ჟამთაცა შინა...”), პავლე ინგოროყვა (VIII-VII საუკუნეები ქრისტემდე), ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია (VII საუკუნე ქრისტემდე), რამაზ პატარიძე (V საუკუნის დასასრული ქრისტემდე) და სხვები).
მეცნიერთა აზრით ქართულ ანბანში კოდირებულია, იმ დროისათვის ჯერ კიდევ თითქმის უცნობი, ზუსტი კალენდარული, ასტრონომიული, ასევე, მათემატიკური, გეომეტრიული და სხვა მონაცემები (რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი 1980 წ. და სხვები).
ქართველებს გვაქვს სამი ანბანი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
“დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.
ამ სიტყვებით გამოხატულია ქართული კაცის პროფეტული რწმენა იმისა, რომ მისი ენა, ანუ მისი ხალხი, მისი ქვეყანა მეორედ მოსვლამდე, კაცობრიული დროის დასასრულამდე იქნება შენახული, “...რაჲთა ყოველსა ენასა, ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.
“ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” ესქატოლოგიური მოლოდინით განმსჭვალული ნაწარმოებია (ზ. კიკნაძე). ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით, მომავლის კატაკლიზმების დროს მრავალი ერი დაიღუპება, ზოგი კი გადარჩება. ავტორი, იოანე-ზოსიმე ამჟღავნებს პროფეტულ ოპტიმიზმს, რომ ქართველი ერი გადარჩება, იარსებებს მეორედ მოსვლამდე (ზ. გამსახურდია).
ქართველის კაცის ამ რწმენას განამტკიცებენ არა მარტო ქართველი წმიდა მამები. არაერთ უცხოელ წმიდა მამას გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ ივერია განსაკუთრებული ქვეყანაა და მას განსაკუთრებულად მფარველობს უფალი. ამგვარად ფიქრობდა რუსი წმინდა მამა სერაფიმე საროველიც.

გაიოზ მამალაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий