განმართლება – იმას ნიშნავს, რომ კაცს თავისი ცოდვა, როგორც თანაშობილი ანუ მასზე ადამისგან გადმოსული, ისე საკუთრივ მის მიერ აღსრულებული, არ მიეთვალა, ანუ არ შეერაცხა; ე.ი. როცა იგი ღმრთის წინაშე უბრალო შეიქნა და არცერთ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარა. ერთი სიტყვით, როდესაც სცხონდა. Kკითხვაზე, თუ როგორ უნდა განმართლდეს კაცი – სარწმუნოებით თუ კეთილთა საქმეთაგან, მაგალითად, პროტესტანტები პასუხობენ, რომ კაცს თავის მხრივ კეთილი საქმის გაკეთება თავისი განმართლებისთვის არ შეუძლიადა მას ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება გაამართლებს; ხოლო კათოლიკები განამრთლების საქმეში სარწმუნოებას ამცირებენ და ამბობენ, რომ ღმრთის წინაშე განსამართლებლად კეთილი საქმის აღსრულება ყველას შეუძლია, ხოლო ვისაც ძალა არ შესწევს, მადლი ეკლესიისაგან უნდა ისესხოს და განმართლება ამით მოიპოვოსო. ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგნ მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს. საღმრთო სჯული ჩვენგან კეთილ საქმეს, მოთმინებას, მოწყალებას, ლოცვას, მარხვასა და სხვა სათნოებებს მოითხოვს, მაგრამ ყოველივე ეს იესო ქრისტეს სიყვარულითა და სარწმუნოებით უნდა აღვასრულოთ და არა ურიათაებრ, რომელნიც თავიანთ სჯულს გარეგნულად, ფორმალურად ასრულებენ და თავისას არ იშლიან, შაბათს იმარხავენ, უქმად არიან, ორშაბათს კი გამოვლენ და თავიანთი სიცრუე, შური და მტრობა ცოდვადაც აღარ მიაჩნიათ. ურიამ რომ ურია მოატყუოს, ცოდვად მიიჩნევენ, ქრისტიანის მოტყუებას კი – მადლად. ქრისტიანები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ან უმჯობესია ვთქვათ: ჩვენი სარწმუნოება ჩვენს ყოველ საქმეში უნდა გამოიხატებოდეს; სარწმუნოება საქმით უნდა იყოს შემოსილი, ხოლო საქმენი – თვით სიტყვა, გრძნობა და სულის ყოველი შინაგანი მოძრაობა – სარწმუნოებით.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий