მიტროპოლიტი ეფრემი
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კეთილ საქმეებზე, აუცილებელია ვიცოდეთ მათი ზუსტი, მართლმადიდებლური მნიშვნელობა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რას გვასწავლიან მამები ამ საკითხის შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენში გავრცელებულია ძალიან ბევრი მცდარი შეხედულება და წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რა როლს ასრულებენ კეთილი საქმეები, (ღვაწლი, როგორც მამები იტყოდნენ), ჩვენი ცხონების პროცესში.
პაპისტები ფიქრობენ, რომ კეთილი საქმეები თავისთავად, იმსახურებენ ღმერთისგან ჯილდოს. პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სარწმუნოება არის მაცხონებელი, და რომ საქმეებს არავითარი ჯილდო არ მოაქვთ. რა არის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება?
ეკლესიამ დიდი ხანია გასცა პასუხი ამ კითხვას. მეხუთე საუკუნის დასაწყისში, 1100 წლით ადრე სანამ პაპისტები და პროტესტანტები დაიწყებდნენ ამ საკითხზე კამათს, წმიდა მარკოზ მოღვაწემ განგვიმარტა ეს საკითხი თავის შესანიშნავ ტრაქტატში: ”მათთვის ვინც ფიქრობენ, რომ გამართლდებიან საქმეებით”
აი რას ამბობს ეს მართლაც დიდი მოღვაწე:
"როდესაც წმიდა წერილში ვკითხულობთ 'მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ' (მათე 16:27), არ წარმოიდგინო, რომ თავად საქმეები იმსახურებენ ან ჯოჯოხეთს ან სასუფეველს. პირიქით, ქრისტე აჯილდოვებს ყოველ კაცს იმის და მიხედვით აკეთებდა თუ არა ის ამ საქმეებს მისდამი სარწმუნოებით; რადგანაც უფალი არ არის რაიმე შეთანხმებას დამორჩილებული ვაჭარი, არამედ იგი არის ღმერთი, ჩვენი შემქმნელი და მხსნელი.
ჩვენ, რომლებმაც მივიღეთ ნათელი, შევსწირავთ კეთილ საქმეებს არა იმიტომ რომ სანაცვლოდ რაიმე მივიღოთ, არამედ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმიდე რომელიც გვებოძა (ნათლობისას).
ყოველი კეთილი საქმე რომელსაც ჩვენ ვიქმთ, ჩვენი ბუნებრივი ძალების მეშვეობით, გვეხმარება რომ ავიცდინოთ შესაბამისი ცოდვა; მაგრამ მადლის გარეშე თავად საქმეები ვერანაირად ვერ დაგვეხმარება სიწმიდის მოპოვებაში .
თავშეკავებულნი თავს იცავენ უქმადმეტყველებისაგან; რომლებმაც უარი თქვეს სიმდიდრეზე - სიხარბისაგან; მშვიდნი - მრისხანებისაგან; უმანკონი - განცხრომისაგან; მორცხვნი - უწმიდურებისაგან; საკუთარი თავის მარჩენალნი - ანგარებისაგან; ლმობიერნი -შფოთვისაგან; თავმდაბალნი -პატივმოყვარებისაგან; მორჩილნი - დავისაგან; თავისგამკითხავნი -თვალთმაქცობისაგან. ზუსტად ასევე, რომლებიც ლოცულობენ, თავს იცავენ სასოწარკვეთისაგან; გლახაკნი - სიმდიდრისაგან; სარწმუნოების აღმსარებელნი - სარწმუნოების გმობისაგან; მოწამენი - კერპთაყვანისმცემლობისაგან. ხედავ, რომ ყოველი სათნოება რომელსაც ჩვენ ვიქმთ, სიკვდილის ფასადაც კი, სხვა არაფერია თუ არა ცოდვაზე უარის თქმა? შესაბამისად, ცოდვაზე უარის თქმა არის ჩვენი ბუნებრივი ძალების საქმე და არა ის რაც მოისყიდის ჩვენთვის სასუფეველს."
ჭეშმარიტად ასეა, რადგანაც უფალმა გვითხრა: ”ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ”
არაფერი საქები არ არის იმაში რომ ვაკეთოთ საქმეები რომლის კეთება ისედაც გვევალება. მართლაც, ყოველი სათნოება რომელსაც ვიქმთ უბრალოდ თავის შეკავებაა მისი საპირისპირო ვნებისაგან. მოწამეობაც კი, სხვა არაფერია თუ არა უარის თქმა კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩავარდნაზე!

Комментариев нет:
Отправить комментарий