ღმერთი

ღმერთი

суббота, 3 августа 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი ოცდამეცხრე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეცხრე



1. მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.

2. მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი.

3. სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.

4. მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.

5. კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ.

6. უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს.

7. მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.

8. გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.

9. ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის.

10. სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.

11. ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.

12. როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია.

13. ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს.

14. თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.

15. ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.

16. ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.

17. დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.

18. როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.

19. მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი, რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.

20. გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

21. ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.

22. ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.

23. კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.

24. ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს.

25. ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.

26. ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის.

27. უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის.





Комментариев нет:

Отправить комментарий