ღმერთი

ღმერთი

суббота, 17 августа 2013 г.

მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი,

რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
 უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.

ფსალმუნნი 9–12
წმ. მეფე დავით მეფსალმუნე



ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
12-16


წმ. მეფე დავით მეფსალმუნე






Комментариев нет:

Отправить комментарий